08.10.08

Killing you softly

მაქს ფრიშის "Mein Name sei Gantenbein" ვისაც აქვს წაკითხული, უფრო მიხვდება, რის დაწერას ვცდილობ...

-Sie erfinden lauter Geschichten.
-Ich ERLEBE lauter Geschichten.


ადამიანები რაღაცაზე ოცნებობენ. ზოგი კარგ და უზრუნველ ცხოვრებაზე, ზოგი რიოში მოგზაურებაზე, ზოგი რუს ნაშაზე (:oimliah:)... მერე ასხამენ ფრთებს ამ ოცნებებს და დაფრინავენ ცაში...

რეაულურად, შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ, ოცნება არაა... უფრო პარალელური ცხოვრებაა, თავისი ცუდი დღეებით, ცუდი ამბებით, წასვლით და დაბრუნებებით, სიკვდილითაც კი....


ეს არც გუშინ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება. ძალიან პატარა, ასე 5 წლის მახსოვს საკუთარი თავი და ჩემი გამოგონილი other life-ები... რავი, ფსიქოლოგებმა დამიკომენტეთ, რამე საშიშროება ხომ არ მემუქრება :D

მოცემულ მომენტშიც მაქვს რაღაც მსგავსი მაკეტი შექმნილი, ცხოვრების, რომელსაც მე არასდროს ავირჩევ (ნუ, თუ საღ ჭკუაზე ვიქენი). ყველა მოძრაობა, ყველა სიტყვა, ყველა ნაბიჯი ათასჯერ გადაღეჭილი, ათასჯერ თავიდან დაწყებული და უკვე რაღაცნაირად.... ნაცხოვრები (კიდევ კარგი, ბუდისტები ერთსა და იმავე ცხოვრებას არ იმეორებენ :D).

როცა რაღაცას საკმაოდ ხშირად აკეთებ, ხანდახან მექანიკურიც ხდები, ან უარესი, დამოკიდებული შეგრძნებაზე, რომ რაღაც გაქვს გასაკეთებელი, რასაც ჩვეულებრივ, ვთქვათ, 9 საათზე აკეთებ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო და იმის გამოც, რომ საშინლად ვერ ვიტან ერთფეროვნებას, ერთ ადგილზე დგომას, გადავწყვიტე, რომ ეს other me აღარაა საჭირო, საინტერესო.

So, I'm killing it sofly,
killing you softly...


:)



And the new day has come :)


პ.ს. ვაგროვებ იდეებს ახალი მაკეტისთვის :D

2 Kommentare:

  1. Mein Name sei Gantenbein - ეგრე ქვია გერმანულადაც, ანუ ქართულად თამამად შეგიძლია განტენბაინი უწოდო - ჰანტენბაინი შეცდომა გამოდის ;)

    AntwortenLöschen
  2. @ dvorsky,
    ხო, მე გერმანულად მაქვს წაკითხული და ქართული შესატყვისი არ ვიცი, რაღაც კერძო საუბროდან მახსოვდა, რომ ჰანტენბაინიო და მეთქი, კაი :D

    წავიდე, ჩავასწორო

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates