
არ ვიცი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მოულოდნელი რაღაცეები მაშინ გადამხდა თავს, როცა ყველაზე ნაკლებად ვიყავი მზად, ან როცა აღარაფრის იმედი აღარ მქონდა ხოლმე....
Just, რაღაცა რომ აღარ გინდა, მაინცდამაინც მაშინ უნდა მოხდეს ეგ რაღაცა

ლოოოლ... ამაზე ყოველთვის სტანდარტულად მახსენდება ჩემი ერთი აწ უკვე კარგი მეგობარი....
მეათე კლასში ავიკვიატე, რომ სკოლა რომ დაიწყება და მივალთ, ვიღაც მეთერთმეტე კლასელი გადმოვა და აი ძაააალიან მაგარი ტიპი იქნებათქო... ნუ, აქ ორი დიდი უტოპია იყო:
I. ჩემს სკოლაში ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო მეთერთმეტე კლასში ვინმეს მიღება.
II. ნამეტანი კარგი ტიპებიც არ ჩითავდნენ სკოლაში

მივედი სექტემბერში და ჰოი, საოცრებავ: ერთბაშად სამი გადმოვიდა ....
ამ სამიდან ერთი მამენტ, რიავიც.... არ შევჩერდები... მეორე ძალიან მაგრად ჰგავდა მაშინდელ ყველას ოცნებას- დი კაპრიოს და მთელი სკოლა ჩაიკეცა დანახვაზე...

მესამე ცოტა უცნაური გარეგნობის იყო, არაფერი გადასარევი, მაგრამ რაღაცნაირი შარმი ჰქონდა. სხვა შემთხვევაში შეიძლება არც დავინტერესებულიყავი, მაგრამ იმხელა გეგმა მქონდა აწყობილი და ხომ არ ჩავფუშავდი ?! და ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ "ძალით მომეწონა"....
ნუ, მერე მთელი ამბები მოხდა, რის გამოც დღემდე ვიცინით ხოლმე გულიანად, მაგრამ მთლიანობაში, ერთი წელი მუხლები მეკეცებოდა ამ ტიპის დანახვაზე და ნუ, იმანაც იცოდა, რა თქმა უნდა... მაგრამ აბსოლუტურად არაფერს აკეთებდა. აი, ისეთ პონტში იყო, ალბათ, რომ ეგონა, მე სულ ვიქნებოდი რა ..... ჰოდა, ერთხელაც, როცა მე ვთქვი, რომ აღარ მინდა რააათქო, მოიკრიფა ძალები და ამბები, მაგრამ უკვე გვიან იყო.....
და ახლა ვხვდები, რომ მაშინ GOD did have a better plan for US....
კიიიიიდევ კარგი, აი, კიიიიდევ კარგი, რომ ეგრე მოხდა. მერე რა, რომ ჩემი თვითშეფასება არშისკენ წავიდა, მაინც კიდევ კარგი....
და სხვათაშორის, ეგ ერთადერთია ჩემი აწგანსვენებული რომანებიდან, რომელთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს...
ჰოდა, ამის რისი თქმა მინდოდა. აი, ყველაზე ნაკლებად როცა ველოდი, რომ ბოლოს და ბოლოს გაბედავდა რამის თქმას, მაშინ გაბედა.... მაგიტომ ვერ ვიტან გაუბედავებს ....
ჩემს ირგვლივ არსებულ ამჟამინდელ ქაოსში რეალისტის სიზუსტით ვიცი რა საშიშროების წინაშეც დგას ჩემი ნაწვალები და ვერაფრით ვერ ვხვდები, აი 5 წლის ნაომარი რომ წყალში ჩამეყაროს, რა გეგმა უნდა იყოს ამის შემცვლელი ????? fuckin საშიშ სიტუაციაში ვარ....
პ.ს. ერთ სოც. ქსელზე პროფილი წავშალე... რაც ნაკლები ძაფი, მით უკეთესი...

vuiih..
AntwortenLöschentavidan bolomde cavikithe da isaaa..
ho ravi..
davibeni
@ marazma,
AntwortenLöschenრატომ???
:D
აუ მაგრად ვიხალისე... სამი ერთად! ნუ ჩემთან ისე ერთი გაოხრებულიც არ გამოვიდა...
AntwortenLöschen