19.12.08

ვკვდები და პატრონი არ მყავს...

ნუ, მთლად არ ვკვდები, მაგრამ, მგონი სიცხეს მაძლევს.

მაცემინებს, თვალები აცრემლებული მაქვს, ცხვირი გაჭედილი... ცოტა მცივა და ასე....


ჰოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 10 წლის განმავლობაში მეორედ გავცივდი, რთული მისახვედრი არაა, რომ პანიკა მაქვს... ვინც ხშირად ცივდება, მიჩვეულია რაღაც პონტში და ემოციების მართვაც შეუძლია... აი, მე კუჭი მტკივა სულ და მიჩვეული ვარ და მინიმალურად მიშლის ხელს გეგმების შესრულებაში...


მდას... ამ სიცხეს რა ვუყო? :S
თან კიდევ ერთი მომენტია, სიცხე რომ მაქვს, დედა მინდა ხოლმე ... ხო, რა იყო უfff... ბავშვობის დაავადებად აღვიქვამ და მაგიტომ ალბათ....
და კიდევ სულ წუწუნის და წკმუტუნის ხასიათზე ვარ. მახსოვს, ბოლოს რომ მქონდა სიცხე, ჩემმა დამ მომიტანა ჩაი და ტირილი დავიწყე, ლიმონი რატომ ჩააგდე შიგთქო...
ახლა კაპრიზებს მორიგი სპიჩი დაემატა:" სუუულ არავის არ ვუყვარვარ, ვკვდები და პატრონი არ მყავს. წყლის მომწოდებელი ხო საერთოდ ლუქსუსია..."


+ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სენტიმენტალური ვხდები და დღეს ერთ ფილმში უკვე გამოვიტირე ფეხმძიმობის ტესტის უარყოფითი პასუხი (მე არ ვიყავი, ფილმში იყო ქალი ფეხმძიმედ, თუ ეგონა რომ იყო)... არადა, კომედია იყო

მერე ჩემს საკუთარ უმწეობას ვჩიოდი და ბოლო გაციებიდან ერთი ისტორია გამახსენდა: ეს იყო 10 წლის წინ
ვირუსი მქონდა, სიცხე და უბედურება, თან ისეთი მაღალი, რომ ნემსებს მიკეთებდნენ... ჰოდა, წამლებმა კუჭს დედა ააფრცქვნეს (მას მერე ეგრე ვარ) და იმუნური სისტემაც უკანალში იყო. რომ გამოვჯანმრთელდი და სკოლაში მივედი, ემა მასწი პურს მიხუხავდა სპეციალურად .. so sweet... იმდენად დასუსტებული ვიყავი, რომ სწერვობაც კი, რაც ჩემი ხასიათის 99%-ს წარმოადგენს , მეძნელებოდა.
ჰოდა, ისტორიის გაკვეთილს ვუყვებოდი ჩემს ერთ მაშინ ძალიან ახლო მეგობარს (ძირითადად ეგრე ხდებოდა ხოლმე, მე ვუყვებოდი, ის მისმენდა, მერე ყვებოდა სკოლაში და ნიშნებს იღებდა... სახელმძღვანელო ვიყავი... ზატო, ის მათემატიკაში მეხმარებოდა... სო სვიიით თუუ... :user:), თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაზი ხმა არ მაქვს და უფრო ხმამაღალი ვარ, ვიდრე ჩუმი, იოლად უნდა მიმხვდარიყო ყველა, რომ მართლა სუსტად ვიყავი,თან ცალი ხელით დაყრდნობილი ვიყავი საწოლის კიდეს, რომ არ გადავყირავებულიყავი. ამ დროს მოვიდა ჩემი მეორე ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც ახლაც ძალიან ახლო მეგობარია (ok..ok... ვაღიარებ, რომ ბიჭებთან უფრო გამომდის მეგობრობა, ვიდრე გოგოებთან) და ხელი გამომკრა მკლავზე, ნუ ხუმრობით, მანამდე მეკაიფა, ვერ ლაპარაკობო და ეგეთები, ნუ დეტსკი სად რა... სხვა დროს გავატრაკებდი მაგრად და არავის დაცვა არ დამჭირდებოდა, იასნა, მაგრამ მოცემულ მომენტში, უბრალოდ უხმოდ დავეცი ლოგინზე.. დავეცი რაა... მამენტ, ვიჯექი, მაგრამ საყრდენი გამომეცალა და გავწექი ლოგინზე და თან მახსოვს, რომ მარტო წამოვისრუტუნე რაღაც, დაჟე ვერც ვთქვი, რომ თავი დამანებეთქო და ამ დროს, ჩემმა აწ უკვე ყოფილმა მეგობარმა ახედა და მიაჯვა მაგრად, რო რატო აწვალებო, ხო გითრა, რომ თავი დაანებეო...
ეს პირველი შემთხვევა იყო, რასაც მე შევსწრებივარ, რომ ამათ ერთმანეთისთვის ხმამაღლა ეთქვათ რამე და ძალიან ვინერვიულე,ნუ თვითონ ცოტა იბუზღუნეს და 2 საათში ჩვეულებრივ იყვნენ, მაგრამ ის ორი საათი მე კინაღამ მოვკვდი, ვერ ვიტან ჩემს გამო ჩხუბს. არ ვარ "უფროს ძმას მოვიყვან და სახეს აგახევს" ტიპი. ჩემნაირი კრუტოი Big Brother მამენტ არავის არ ჰყავდა ჩემს ირგვლივ, მაგრამ ამის შესახებ ძალიან ახლო მეგობრებმაც კი წლების მერე გაიგეს... ნეტა, არ გაეგოთ ნუ, ჩემს ძმასთან ურთიერთობის გაფუჭებაზე ცალკე უნდა ვწერდე წესით, მაგრამ არც ღირს იდეაში... უბრალოდ, მაშინ, 10 წლის წინ ოჯახის წევრებში ყველაზე მეტად მიყვარდა და მენატრებოდა, იმიტომ, რომ არ იყო სახლში...
ჰოდა გავაგრძელოთ...ეს ზემოთმოყოლილი ინციდენტი იყო პირველი და მომავალშიც ძალიან იშვიათი შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ დამიცვა it was fuckin' sweet... და 2 წამში მთელი მონატრება და სიყვარული და სითბო, რაც ჩემი ძმის წილი იყო და ვერ ვუზიარებდი გადმოვაბარგე და იმ დღიდან მყავდა the second Big Brother...
და ეს ყველაფერი არასდროს არ მოხდებოდა, მაშინ რომ არ გავცივებულიყავი და დავსუსტებულიყავი...



ჰოდა, სასწაულები და სანტა კლაუსები არა ცენზურა, მაგრამ 10 წელში ერთხელ რომ ხდები ცუდად და კვდები და პატრონი არ გყავს და სავარაუდოდ, მაღალი სიცხეც გაქვს და მაგიტომ ბოდავ ამდენს, რაღაც ნიშნების რომ გჯეროდეს, არ შეიძლება???

3 Kommentare:

  1. oh, სენტიმენტალიზმი ....


    ჰმ გამოკეთდი სანამ დროა! ::P : P

    AntwortenLöschen
  2. სხვათშორის, უცხოეთში (კერძოდ კი გერმანიში) წასვლაზე რომ ვფიქრობ ხოლმე, სულ ვფიქრდები, რომ გავცივდე რა მეშველებამეთქი. მანდ ალბათ წამლებსაც სხვა სახელები აქვთ...

    პარაცეტამოლი დალიე, ეფექტი ფლუ და ასე შემდეგ. ცხელი ჩაი.

    მეც ძალიან სენტიმენტალური ვარ, როცა ავად ვარ..სულ ვტირი, მგონია, რომ ვკვდები, დახმარებასა და ყურადღებას ვითხოვ...

    AntwortenLöschen
  3. გოგო ასე ცუდად თუ იყავი ვერ დამირეკე? ხვალ გამოვალ და საჩმელი რა წამოგიღო? მეც კაი დებილი ვარ აქ რომ გწერ მოიცა დაგირეკავ

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates