ფორუმზე გინეკოლოგიის თემაში შევიხედე და თმები ყალყზე დამიდგა.
ექიმებს ეთიკას არ ასწავლიან? ანუ, ხომ არსებობს სამედიცინო ეთიკა?
გინეკოლოგი, რომელიც ასე დამელაპარაკება, როგორი საუბარიც იმ თემაში მიდის, მეორედ ვერ მნახავს თავის კაბინეტში... ნუ, ახლა რა თქმა უნდა, წმიდნა გრუზინული პასუხი იქნება: უფფ, ბევრი არაფერი დაგვაკლდეს, შენ თუ არ მოხვალ....
და აი, მანდაა ყველაზე დიდი შეცდომა. ეს არა მარტო სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადად, საქართველოში ეგრეა. ის, რომ მე უკმაყოფილო ვარ, როგორც მომხმარებელი, რომელიც ფულს იხდის იმაში, რომ მიიღოს სათანადო მომსახურება, რომელსაც ესა თუ ის ორგანიზაცია თუ დაწესებულება მთავაზობს, არის და უნდა იყოს პრობლემა.
მეორეც, მედიცინა უფრო რთული შემთხვევაა. არსებობს ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში იტანჯება, უკვე სასო აქვს წარკვეთილი და ხშირ შემთხვევაში აღარ იცის რა ქნას და შენ, როგორც ექიმს თუ არ გაქვს იმის ნერვი, რომ მშვიდად ესაუბრო და შეურაცხყოფა არ მიაყენო, მაშინ ადექი და წადი რა...
მე ვთვლი, რომ ექიმის ვალი და დავალება და ბოლო-ბოლო ის, რაშიც ფულს უხდიან თავის თავში მოიცავს პაციენტთან კორექტულ ურთიერთობას და არა ასეთ დონეს
კითხვა გინეკოლოგთან . :(
მაგალითისთვის მოვიყვან გერმანელ სპეციალისტებს. ჩემს ექიმთან მივედი ყველანაირი ჩივილის გარეშე, სრულიად ჯანმრთელი და ვუთხარი, რომ ჩემს ერთ-ერთ ოჯახის წევრს (გენეტიკურად არანაირ კავშირში არ ვართ თან ერთმანეთთან) ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა კისტის გამო და მე შიშები მაქვს და თავს ვისტრესავ, რომ შეიძლება მეც ეგრე დამემართოს და მოვედი, რომ გამომიკვლიო, მეც ხომ არ მაქვს ეგრეთქო... აი, იმ თემის კატეგორია ან მაგრად დამცინებდა, ან მაგარს გამომლანძღავდა, საქმე კი არ გამოგვლევია ჩვენო... შეიძლება არც ჩემს ექიმს ეხალისებოდა ახლა, ვიღაც გიჟი მოვიდა და რა უნდა, ძალით გამოვიკვლიოო, მაგრამ ძალიან მშვიდად ამიხსნა ყველაფერი და ჩემი, როგორც პაციენტის სურვილი დააკმაყოფილა გამოკვლევით, რომელიც მხოლოდ ჩემს დამშვიდებას ემსახურებოდა. მეტიც, ჩემმა უკმაყოფილებამ შეიძლება სამსახურიც დააკარგვინოს, მე თუ დავიბოღმე და ზემორე ინსტანციებში გავაპროტესტე...
წმინდა ქალური გადასახედიდან, ის რომ შენი პაციენტი განიცდის და ნერვიულობს, რომ შეიძლება დაუდევრობის გამო და დაგვიანებით აღმოჩენილი გართულებების გამო ვერასდროს დაფეხმიმდეს ბუნებრივი გზით, ასე რთული გასაგებია და ასე რთულია გულთან მიიტანო მისი შიში? ერთი წამით მაინც არ წარმოიდგენენ თავს მათ ადგილას???
გული მიცრუვდება გინეკოლოგებზე... და მათზეც, ვინც მშობიარობას უძღვება და მშობიარეს შემდეგი ტექსტით ამკობს : "ახლა რომ კივიხარ, მაშინ ხო კარგი იყო, რო აკეთებდი ბავშვს, ჰოდა, ახლა გაჩუმდი ...."
:(
22.12.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
კაკ რაზ მაგირო ვითრევ ფეხს არადა მინდა მისვლა, ისე, პროფილაქტიკისთვის : ((((((((((((
AntwortenLöschennebismieri profesiis adamiani romelic eget damokidebulebashia unda dakido tavdayira da nela nela mokla camebit!!!
AntwortenLöschenmeezizgebian!!
ფული არაფერს შუააშია, მთავარია პროფესიონალური ეთიკა. რომელიც როგორც ჩანს ზოგიერთს არ გააჩნია!
AntwortenLöschen