
დავსერიოზულდეთ...
2007 წლის ზაფხულის სემესტრიდან სწავლა ბავარიაში ოფიციალურად გახდა 500 ევრო +90 ევრო კანცელარიის ხლამისთვის.
ნუ, ვიღაც იტყვის, რომ მერე რა, ინგლისში გაცილებით ძვირი ღირსო... ოოოდა, იმ ვიღაცის კარგიც, მე გავაგრძელებ:
ეს თანხა წესით იმისთვისაა საჭირო, რომ უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევისთვის შესაფერისი ატმოსფერო შეიქმნას, რაც თავისთავად აუცილებელია უნის პრესტიჟისთვის. ალბათ ამიტომაც წინა წელს ბავარიის 3 უნივერსიტეტი გახდა "ელიტარული".

ერთ-ერთში ვსწავლობ, მაგრამ ცვლილებას ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემმა კათედრამ ინამუსა და სტუდენტების გადასახადიდან შემოსული თანხით მთლიანად განაახლა CIP-Pool-ები და სემესტრში 400 გვერდის ამობეჭდვაც უფასო გვაქვს

აი, ლოოოლ....
ვინც საკუთარ თავს 100%-ით თავად იფინანსებს დიზასტერს ვერ ასცდება, როგორიცაა მაგალითად, ბანკის მუდმივი ვალი, სამსახურიდან სამსახურში სირბილი, მერე სახლში მკვდარი მოჩანჩალება და კიდევ ღამის გათევა, რომ რაღაც შევიდეს თავში...
თავს არ ვისაწყლებ, უბრალოდ, 100000%-ით ვარ იმათ რიგებში, ვისაც აღარ შეუძლია და იმისთვის, რომ ცდუ ცსუ სპდ და დანარჩენები მიხვდნენ რა დღეში ვართ, უეჭველი უნდა გავიდეთ ქუჩაში... არადა, ეს ხალხი ზუსტად ის თაობაა, ვინც უფასო განათლება მიიღო... ეს ის თაობაა, რომელმაც 69-ში სტუდენტური მოძრაობებით ბევრი რამე შეცვალა, რომელიც პირში აფურთხებდა ფუფუნების ცნებას და ახლა თავად გახდა ასლი წინა თაობის, ვის წინააღმდეგაც ქუჩაში გამოდიოდა....
ეს 2 დეკემბრის დემო... შემდეგზე აპარატი არ დამრჩება სახლში, იმედია...
"Wir sind hier, wir sind laut,
Weil man uns die Bildung klaut!!!!"
მიდით, მიდით
AntwortenLöschenარ დანებდეთ :D
არ მოაპარინოთ განათლება