
ფორუმზე ერთ თემაში შევპირდი უზერებს, ვთარგმნი-მეთქი. აქაც დავდებ.
სიახლეები G-წერტილის შესახებ.
(ესაუბრა მანუელა იმრე)
„გრეფენბერგის წერტილის“ საიდუმლოს მეცნიერული შესწავლა 26 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ ქალის ორგაზმი ბევერლი ვაიპლის კვლევის საგანი გახდა. აღმოჩნდა, რომ სექსუალური აღგზნება ტკივილის შეგრძნებას ამცირებს.
_ ქნ-ო ბევერლი, თქვენმა 1982 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა G-წერტილის შესახებ რევოლუცია მოახდინა სექსოლოგიაში. თქვენ პროფესიით ექთანი ბრძანდებით. როგორ გახდით მსოფლიოში ცნობილი სექსოლოგი?
_ მაშინ სტუდენტებს პაციენტის მოვლას ვასწავლიდი. ისინი ძალიან ხშირად მისვამდნენ კითხვებს ქალის სექსუალურობის(sexuality) შესახებ, რომლებზეც პასუხი,სამწუხაროდ, არ მქონდა. მეცნიერულ ნაშრომებშიც ვერაფერს მივაკვლიე, რადგან იმ დროისთვის ქალის სექსუალურ შეხედულებებზე ცოდნა ნულის ტოლფასი იყო. მეცნიერები ორივე სქესს განიხილავდნენ მამაკაცური სწორხაზოვანი მოდელის ჩარჩოებში. საქმე კი ასე ადვილად არაა. ქალის და მამაკაცის სექსუალურ რეაქციებს შორის საფუძვლიანი განსხვავება არსებობს. როგორც ჩანს, მაშინდელი მეცნიერებისთვის ეს თემა არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ, დავანებე სამსახურს თავი, მივიღე შესაბამისი განათლება და გადავწყვიტე, თავად ჩამეტარებინა კვლევები.
_რას გულისხმობთ მამაკაცური სწორხაზოვანი მოდელის ქვეშ?
_ ვგულისხმობ სექსუალური რეაქციის მიმდინარეობის პროცესს. მამაკაცებში სურვილს აღგზნება მოჰყვება და ორგაზმი ჯაჭვის დამასრულებელ რგოლად შეიძლება ჩაითვალოს. ქალების შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა_ მათი რეაქცია განსხვავებულ აღმგზნებებზე განსხვავებულია. ამასთანავე ქალის ორგაზმი მხოლოდ რეფლექსი არაა, რომელიც აქტის კულმინაციას მიუთითებს. პირიქითაც: ხშირ შემთხვევაში ორგაზმი პირიქით იწვევს სურვილს და აღგზნებას. ქალის სექსუალურობა გაცილებით კომპლექსური თემაა, ვიდრე მამაკაცისა.
_ მართალია თუ არა, რომ G-წერტილი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეთ?
_ ჩვენ ვატარებდით კვლევას ქალის ეაკულაციის შესახებ. ამის საბაბი მოგვცეს პაციენტებმა, რომლებიც ორგაზმისას სითხეს გამოჰყოფდნენ და ეგონათ, რომ ეს შარდი იყო. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სითხის ქიმიური შემადგენლობა შარდისგან განსხვავდებოდა და ვაგინის განსაზღვრული ადგილის სტიმულირებასთან იყო კავშირში. ყველა ჩვენს მიერ გამოკვლეულ ქალს აღმოაჩნდა მსგავსი ადგილი, რომელიც სტიმულირების შედეგად შუპდება. ჩვენ ამ ადგილს გრეფებერგის წერტილი ვუწოდეთ, რადგან იგი პირველად ბერლინელმა გინეკოლოგმა, ერნსტ გრეფენბერგმა აღწერა თავის ნაშრომებში 1950 წელს.
_აღმოჩენას თან სდევდა დისკუსიები, რომლებიც დღემდე გრძელდება. რატომ უარჰყოფს რიგი მეცნიერებისა G -წერტილის არსებობას?
_ G-წერტილის პოვნა არაა იოლი. იგი ვაგინის წინა კედელზე მდებარეობს. გინეკოლოგიური გამოკვლევისას მას სარკე ფარავს. ამასთანავე საჭიროა მისი სტიმულირება. ეს, რა თქმა უნდა, ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას არ ხდება. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ყველა ქალს აქვს G-წერტილი. მეცნიერების მხრივ გამოთქმული კრიტიკის წინააღმდეგი არ ვარ. ეს საჭიროცაა სექსუალური ცხოვრების შესახებ დისკუსიების გასამართად, რადგან სექსზე საუბარი დღემდე გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. შოკის მომგვრელი უფრო შედეგად მიღებული კომერციული მიზნებია: ამასობაში უკვე არსებობს ე.წ. „G-Shot“, როდესაც G-წერტილში აღმგზნები საშუალებები შეჰყავთ შპრიცით. საკითხის ასეთი განვითარება შიშს მგვრის.
_ საკმაოდ შიშის მომგვრელად ჟღერს. თქვენს წიგნში, თქვენ ყურადღებას ამახვილებთ კვლევის პოზიტიურ შედეგებზე და სექსს მკურნალობის ეფექტსაც მიაწერთ.
_ ის რომ სექსი იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, მამაკაცებში ინფარქტის რისკს აქვეითებს და კიბოსგან განკურნებისას პოზიტიურ როლს თამაშობს, უკვე ცნობილი ფაქტია. ჩვენმა კვლევებმა მიგვიყვანეს შედეგამდე, რომ G-წერტილის სტიმულირების შემთხვევაში შესაძლებელია ტკივილის შეგრძნების ბლოკირება. G-წერტილზე დაწოლით პაციენტებს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, ტკივილი უნახევრდებოდათ. აღგზნების შემთხვევაში პაციენტები ნაკლებად გრძნობენ ტკივილს, რომელიც ორგაზმის დროს ფაქტიურად ქრება. ეს ეფექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, მშობიარობისას.
_ ბევრი ქალი გსაყვედურობთ, რომ თქვენი კვლევის შედეგად ნევროზით დაავადებულ მამაკაცთა თაობა მივიღეთ, რომლებიც G-წერტილის ძებნის გამო ეროტიკას სრულიად ივიწყებენ.
_ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ჩვენ G-წერტილის არსებობა გამოვიკვლიეთ, მაგრამ არასდროს ვამტკიცებდით, რომ მხოლოდ მისი სტიმულირებითაა კარგი სექსი შესაძლებელი. მამაკაცებმა უნდა გაიგონ, რომ ქალის სექსუალურად აღგზნება ბევრი ხერხით შეიძლება. ზოგი ქალისთვის შეიძლება G-წერტილზე მეტად ძუძუსთავების სტიმულირება იყოს აღმგზნები. ყველა ქალს ინდივიდუალური ეროგენული ზონები აქვს. G-წერტილი, მრავალჯერადი ორგაზმი, ქალის ეაკულაცია, - კვლევების შედეგად ამ ცნებების მეცნიერულად ახსნა ხდება. მაგრამ გვჭირდება ეს ახსნა სექსუალური აქტისას? ჩვენ გვინდა სიამოვნება მივიღოთ და არა მეცნიერული კვლევების სისწორე გამოვცადოთ. ყველა ქალმა თავად უნდა აღმოაჩინოს, რა აღაგზნებს მას ყველაზე მეტად.
_ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ორგაზმს სინამდვილეში? შეიძლება თუ არა ქალს, რომელიც ორგაზმს ვერ განიცდის, დამაკმაყოფილებელი სექსუალური ცხოვრება ჰქონდეს?
_ ესეც მხოლოდ ქალის ინდივიდუალურ ტიპთანაა დაკავშირებული. ბევრი ქალი თავს აბსოლუტურად დაკმაყოფილებულად თვლის, თუნდაც ორგაზმის გარეშე. მამაკაცების შემთხვევაში ეს სხვანაირადაა,_ მათი მიზანი ორგაზმით გამოწვეული დაკმაყოფილებაა. თუ ისინი ამას ვერ აღწევენ, ჩნდება დანაკლისის შეგრძნება. ამიტომაც ფიქრობს ბევრი მამაკაცი, რომ მან რაღაც კარგად ვერ გააკეთა, თუკი პარტნიორმა ორგაზმი ვერ განიცადა. ეს შეცდომაა!!! ქალისთვის შეიძლება თითოეული შეხებაც კი დამაკმაყოფილებელი იყოს, ორგაზმის მიუღწევლადაც კი. სექსი, რომლის დროსაც წყვილი მხოლოდ ორგაზმზე არის ორიენტირებული ხშირად იმედგაცრუებით მთავრდება.
_ გამოკითხვების და კვლევების შედეგებიდან ვიგებთ, რომ ქალების მხოლოდ 30% აღწევს ორგაზმს სექსუალური აქტისას.
_ მართალია. მაგრამ აქაც უნდა განვაფართოვოთ მხედველობის არე და ისიც გავითვალისწინოთ, რომ ორგაზმი მხოლოდ კლიტორის სტიმულირების შემთხვევაში არ მიიღწევა. ამ მოსაზრებას დიდხანს ჰქონდა ფეხი მოკიდებული ადამიანების აზროვნებაში. ჩემი კვლევებისას ბევრ ქალთან მისაუბრია, რომლებიც მხოლოდ ფანტაზიის შედეგადაც აღწევენ ორგაზმს, პარტნიორის შეხების გარეშე. ორგაზმს განიცდიან ის ქალებიც, რომელთაც ხერხემლის ტრავმა აქვთ მიღებული. ჩატარებულმა ტომოგრაფიებმა გვიჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, როგორ მიდის ქალი ორგაზმამდე- ფანტაზიების, თვითდაკმაყოფილების, სექსუალური აქტის თუ მკერდზე შეხების შედეგად, _ ტვინში ერთი და იგივე რაიონები აქტივირდება.
_ ანუ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ორგაზმი სინამდვილეში ტვინში ხდება?
_ რაღაც მხრივ კი. ყოველ შემთხვევაში, ტვინში გროვდება ნერვული დაბოლოებების მიერ მიღებული ინფორმაციები. ამ თეზისის მეშვეობით ნათელი ხდება, რომ ორგაზმი, როგორც დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, მხოლოდ კლიტორის ან G-წერტილის სტიმულირების მეშვეობით არ ხდება. ქალი ორგაზმამდე ბევრ გზას მიჰყავს.
_ თუმცა ეს თეზისი არ გვცემს პასუხს კითხვაზე- „როგორ?“. ბევრი ქალი და მამაკაცი მადლობელი დაგრჩებოდათ უფრო დეტალური აღწერისთვის.
_ არსებობს ერთადერთი რეცეპტი: პარტნიორთან სწორი კომუნიკაცია. უნდა ავუხსნა პარტნიორს, რა იწვევს ყველაზე დიდ სიამოვნებას. ამას სიტყვიერად გავაკეთებ თუ უსიტყვოდ, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ადამიანს განსხვავებული სექსუალური შეხედულება და გამოცდილება აქვს და არ შეიძლება პარტნიორისგან მოვითხოვოთ, რომ იგი ჩვენს სურვილებს უსიტყვოდ მიხვდეს. არც მხოლოდ ურთიერთობის დასაწყისში გამართული გულახდილი საუბარია საკმარისი. შეგრძნებები ასაკის, ურთიერთობის ხანგრძლივობის, სტრესის, ან თუნდაც, არსებულ მომენტში ხასიათის ცვლილების მიხედვით იცვლება.
_ ბევრ წყვილს მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგაც უჭირს მსგავს საკითხებზე საუბარი. ადამიანები საუბრობენ ყოველდღიურზე, სამსახურზე, მეგობრებზე. საძინებელში კი, სადაც სასიამოვნო რაღაცეები ხდება, უეცრად სიტყვები არ გვყოფნის.
_ ხანდახან კარგიცაა საკითხს ანალიტიკურად მივუდგეთ და შევადგინოთ სია, სხეულის რომელ ნაწილებზე გვსიამოვნებს შეხება. ჩემს წიგნში _„Safe Encounters“ 36 სხეულის ნაწილი გადავანაწილეთ 16 „შეხების ტიპად“. პარტნიორებს შეუძლიათ ჩამოწერონ, სხეულის რომელი ნაწილის სტიმულირება სიამოვნებთ და ყველა მათგანი შეაფასონ 10 ბალიანი სისტემით. ეს პროცესი უფრო აკავშირებს წყვილს და ასევე იძლევა საშუალებას ფხიზელი თვალით შეაფასონ ერთმანეთის სურვილები. ბევრს პრობლემისადმი ასეთი „საქმიანი“ მიდგომა უფრო ეხმარება.
_ ეს მართლაც საკმაოდ ფხიზელი თვალით დანახული გამოსავალია და არაფერი აქვს გრძნობებთან საერთო. საკუთარ პარტნიორთან საწოლში სიების შევსება-შეფასება ნამდვილად არ მინდა!
_ ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი კლიშეა, რომელიც საზოგადოებისგან, ოჯახისგან, ფილმებიდან, ლიტერატურიდან და მეცნიერებიდანაც კი მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ცხოვრებისეულ სინამდვილესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ურთიერთსურვილი მრავალწლიან ურთიერთობაში ხშირად უნდა განვაახლოთ. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში რჩება წყვილის სექსუალური მოთხოვნილება უცვლელი გაცნობის დღიდანვე. ჩვენი ემოციები იცვლება, რაც სექსუალურ ცხოვრებაზე აისახება. ჰორმონალური ცვლილებები ორსულობის და მენოპაუზის პერიოდში ისევე მოქმედებს სექსუალურობაზე, როგორც ძლიერი მედიკამენტები. პარტნიორის მიმართ კლებად მოთხოვნილებას ბევრი მიზეზი შეიძლება მოენახოს, ამიტომაცაა საჭირო კომუნიკაცია. როცა წყვილი თავად ვერ წყვეტს პრობლემებს, საჭიროა ექიმის, წყვილთა ფსიქოლოგის ჩარევა. უნდა ვეცადოთ, საზოგადოების წნეხის ქვეშ არ მოვექცეთ. ის რაც ჩემს მეგობარს სექსისას მოსწონს, არაა აუცილებელი, მეც მომწონდეს. გამოსცადეთ სიახლეები, ჩაატარეთ ექსპერიმენტები პარტნიორთან ერთად. ამით საძინებელში რუტინის დამკვიდრებას აიცილებთ თავიდან, რომელიც მოთხოვნილებებს კლავს.
p.s. შეცდომებს ბლომად იპოვნით, ალბათ. კარგი იქნება, კომენტარებში თუ მიმითითებთ, რომ შევასწორო.
ხოოომ...საინტერესო იყო ძალიან..=)
AntwortenLöschenძალიან საინტერესო სტატიაა.. ამის მერე უფრო თავისუფალი ვიქნები გამოხატვაში :))
AntwortenLöschen