14.01.09

2008

საკმაოდ დაგვიანებული კია, მაგრამ დაბალანსებას ვერ ვახერხებდი, ვერ აღვიქვამდი 2009 წელს, როგორც უკვე დამდგარს...

იანვარში გავიცანი რამდენიმე ადამიანი. ამათგან მხოლოდ ერთთან მაქვს ამჟამად ურთიერთობა, დანარჩენ 3თან, იმედია, არასოდეს მომიწევს შეხვედრა :D

ამათგან ერთი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ვინაიდან და რადგანაც მოახერხა ჩემი მაისში თბილისში ყოფნისას ისეთი No-Go ამბების ჩადენა, რომ დღემდე გულისრევის შეგრძნება მაქვს გახსენებაზე (ისე, უცნაურია, ორივე ჩასვლაზე რაღაც სასტიკობები დამემართა. ნუ, 2 წლის წინანდელს ეს ბოლო ვიზიტი ვერც შეედრება სასტიკობაში). დავრწმუნდი კიდევ ერთხელ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელები საკუთარი სიამოვნებისთვის. მერე გავიგე, რომ ჩემს გარდა, ისეთები აქვს თურმე ჩადენილი, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. არც შევჩერდებოდი მასზე, რომ არა ის ფაქტი, რომ დღემდე დარწმუნებული ვარ, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიცი, რაც სინამდვილეში იყო...
აქ შევჩერდეთ წლის მეორე აღმოჩენაზე: მე და ჩემს დას გვაქვს ომი მთელი ცხოვრება იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მითხრას, როდესაც სერიოზული ცვლილება ხდება სადმე ჩვენს ირგვლივ, მითუმეტეს, თუ ეს ცვლილება მეც მეხება... ასე, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ბაბუაჩემი გარდაიცვალა წელს, თავისთავად არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ის, რომ მეზობლისგან გავიგე, რადგან ჩემმა დამ არ მითხრა, არის გამაცოფებელი. რომ არ მეცოდინება, მაგით მკვდრეთით აღსდგება ბაბუა??? მეგონა, მხოლოდ ჩემს დას ჰქონდა ეს თვისება, მაგრამ წელს ერთბაშად 4 არსება დამეცა თავს, რომლებმაც ჩემი "ნერვების გაფრთხილება" დაისახეს მიზნად და ოოოო, როგორ sucks... აი, ძალიან საქზ... იმიტომ, რომ გაღიმებული დებილის პონტში ვარ, რომელიც არაფრის აზრზე არაა, არადა უნდა იყოს.



მარტში მქონდა სერიოზული შეხლა-შემოხლა ადამიანთან, რომელზეც აქ უამრავი პოსტი დევს, რომელმაც ტერმინატორივით დაიბარა, ეს დღე დაიმახსოვრეო (მახსოვს მაგრად, 13 მარტი იყო, რაღა თარსი დღე აუტყდა,+ ჩემი PMS და ომის რეცეპტი მზადაა... სულ ეგრე ამთხვევს :D )... ჰოდა, კააარგად დაიმახსოვრეო I'll be back-ო და გნახავო და სახეს აგახევო (ნუ, ეს დაახლოებით, მაგრამ შინაარსი ეგეთი იყო, რა)... პადუმაეშ! დავდივარ აგერ სახეაუხეველი :D არადა, ხო ვიცოდი ისედაც, რომ ეგრე იქნებოდა... იმიტომ კი არა, რომ ვერ, იმიტომ, რომ არ :)
ნუ, სხვა პონტში მაინც ამახია სახე ამ ამბის ცუდად დამთავრებამ და ამაზეც უამრავი პოსტი დევს აქ , ასე რომ, არ შევჩერდები... ჩემი დეპრესიის 50% მანდედან მოდის :D

აგვისტოს მოვლენებზე არ შევჩერდები.
შემდეგ სექტემრიდან დაიწყო კრიზისი სწავლის, სამსახურების, ფინანსების მხრივ. ამ წუთასაც ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ ამ სამივე ფრონტზე, რაც, ფაქტიურად, დეპრესიის დანარჩენ 50%-ს შეადგენს... და როგორც მე ვიტყოდი: Ich bin im Arsch :(


ზემორე აღნიშნულმა მოვლენებმა გარკვეულწილად გამოიწვიეს ჩემი გაასოციალურება. ბოლო 4 თვის მანძილზე შევწყვიტე კონტაქტი ჩემი აქაური მეგობრების უმეტესობასთან და სიმართლე რომ ითქვას, არც მაქვს ურთიერთობის განახლების სურვილი... დავფიქრდი იმაზე, რომ რეალურად შეცდომით ვიყავი იმ წრეში, ვერანაირად მოვერგები ამ სიტუაციას, ასე რომ, როგორც ჩვენი ბრძენი წინაპრები იტყოდნენ, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო... ჰოდა, ამ ფონზე საბოლოოდ შემზიზღდნენ "მორალისტები", რადგან როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ისინი ყოველთვის ყველაზე ამორალურები არიან... ჩემი გაუჩინარება არც ისე მტკივნეულად აღიქვა უმეტესობამ, ასე რომ, ბევრს არაფერს ვკარგავთ... არც მე, არც ისინი...

+ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მეგობარი, ისეთი, როგორიც იგი მე წარმომიდგენია, როგორსაც მიჩვეული ვარ, როგორიც მჭირდება, აქ არ მყავს (sorry ყველასთან... :S ). ეს იმიტომ კი არა, რომ ისინი არიან ცუდები, პირიქით, მე არ ვარ მზად ამ ეტაპზე მსგავსი ურთიერთობისთვის... თან რაღაც დოზებშია პრობლემა მგონი, ზოგი ძალიან ზერელედაა და ზოგი აი, ძალიან უხეშად მირღვევს საზღვრებს, რაც მორალურად მშლის :S .




აუ, რა ემო პოსტია :D





რეზიუმე: 2009-ში გადმოვედი უამრავი პრობლემით + უნიში ძალიან ძააალიან არეული სიტუაციით + შეთხელებული სოციალური ქსელით.



და ახლა მითხარით, მენდომებოდა ახალ წელს ამის წერა? :D
რაღა თქმა უნდა, ააარა... :D

3 Kommentare:

  1. ragacnairad axlos dgas es posti chems exlandel shinagan mdgomareobastan. :(((

    AntwortenLöschen
  2. @ offline Network,

    "გზა სიგიჟისკენ არის ფართო,
    არა ვარ მარტო???" (c) მიშა, რომელსაც მე არ ვიცნობ :D


    წესით, უნდა მიხაროდეს შენი კომენტარი ჩემს ბლოგზე, მაგრამ შინაარსმა დამაღონა. არ მინდა, ვინმე იყოს ასე, ჩემი ჩათვლით....


    ასე რომ, We'll just fuckin' try to kick the Life's Ass :)
    :)

    AntwortenLöschen
  3. ვერ ვიტან მაგ დამალვებს... მიზანს ვერ ვხვდბი.. მეც მიმალავენ ხოლმე რამეებს და მაინც გავიგებ ხოლმე 3-4 თვის შემდეგ ... რა უზარო და არასერიოზული ქცევაა !

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates