07.01.09

Grey's Anatomy

მმმმ...

აბაჟაიუ.
ჰოდა ჩემებური განხილვის ამბავში პოსტი მინდა დავდო, მარტო პერსონაჟებზე...
სულ 12 გამოვა, რამდენადაც მახსოვს... ოოოდა დავიძარით


Chief- მართლა შეfია, იმჰო... ბევრის დაწერას არ ვაპირებ. აი, ერთ სერიაში, პაციენტი რომ ადარებს ექიმებს ფრინველებს, იქ აღწერს შეfს მაგრად...
მარა ცოლი ჰყავს...ბოჟე უპასი... სასტიკი მიმიკა აქვს ქალს :D
ეს ვიდეო ერთი ფლირტის ჩაფუშვის შესახებ




Doctor Bailey- ქალი მთელი გრეის ანატომია, ქალი ნაცი, ქალი უმაგრესად როლში ჩამჯდარი. მე ვთვლი,კიარადა, სცენარისტის და რეჟისორის ჩანაფიქრი იყო ალბათ, რომ ბეილი არის ერთი უდიდესი კვანძი სერიალის. ეგ ქალი რომ არ იყოს, ანუ ეს პერსონაჟი, ძალიან ბევრი დააკლდებოდა სერიალს და მსახიობმაც გაამართლა 100%-ით...
just, დატკბით :










იმდენი ვიდეოს დადება შეიძლება ბეილიზე, რომ ცალკე პოსტი უფრო გაამართლებდა. ასე რომ, აქ შევჩერდეთ.


Dr. Addison Montgomery-Shepherd- არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ ძალიან მომწონს მისი როლი. ნუ, მიუხედავად იმისა, რაც ოჯახში მოხდა... მართლა დადებითი როლი აქვს. აი, ისეთი- გინდა, არ მოგწონდეს, რადგან მთავარ გმირს უღალატა საკუთარ ძმაკაცთან და მეორე მთავარი გმირის, ანუ გრეის კონკურენტია... მაგრამ ვერ ახერხებ, რომ შეგზიზღდეს. მე,მაგალითად, ძალიან მომწონს. მაგრამ, კარგი იყო, რომ წავიდა, თორემ ვეღარ ჯდებოდა მოზაიკაში...




Mark Sloan- McSteamy- მამრობითი სქესის ბოზი მაგარი ხალისია, მაგრამ მაგასაც აქვს სოfტ მხარე, დერიკის დაბრუნება რომ უნდა, როგორც მეგობრის ...

ეს ვიდეო, ბეილი როგორ დაიცავს, ექთნების აჯანყებისას :D ყველაფერს აღწერს სლოუნზე...




Izzie Stevens- კარგი პერსონაჟია, მაგრამ ცოტა წაუდებილებს. ყველანაირი სისულელე, ო'მელის შეყვარების თუ "ეგონა შეყვარების" ჩათვლით მაგას დაემართა. მაგრამ რაღაც ისეთია, ჰუმანური და შენც გინდა, რომ ეგეთი ჰუმანური ექიმი გყავდეს, ვინც როგორც პიროვნებას, ისე აღგიქვამს და მაგიტომ მოგწონს... საერთო ჯამში, სიმპატიური პერსონაჟი.მაგრამ მეხუთე სეზონში ცოტა აურია... ხმები ესმის




George O'Malley- აი, სერიალის კლოუნი, უბედური, ყველა სიტუაციაში რომ სულელურად გამოდის, მაგრამ "დიდი გული აქვს და მაინც გიყვარს" ტიპი...



Dr. Callie Torres- თვითონ, როგორც მსახიობი შთამბეჭდავია და როლიც ისეთი აქვს, დაურწმუნებელი... რა უნდა, ვერ გაიგო :D
აქვე მოვიყვან Erica Hahn-ს, მარტო იმიტომ მომწონდა, რომ Christina-ს უმწარებდა ცხოვრებას. ისე, საკმაოდ მამრობითი ტიპია. ნამეტანი არაფერი ვარგა. :D

ოოო...ეს ვიდეო




Alex Karev- ტიპიური "ცუდი ბიჭი", რომელიც ბოლოს "კარგდება"... თავიდანვე იასნი იყო, ასე რომ, დიდი სიურპრიზი არ ყოფილა. ცხოვრებაში 5 შვილი ჰყოლია, რამაც გამაოცა და წინა დღეებში ვიცანი, 3 მუშკეტერში აქვს რაღაც როლი. ჰოდა, კიდე, ფსიქიატრიულში წავიდა თავის ფეხითო, მაგრამ ეს წინა წლის იანვარში იყო და გამოვიდოდა ამდენ ხანს...
მიყვარს, ყველას რომ Dude- ით მიმართავს :D




ჰოოდა, მივუახლოვდით ოთხეულს.

Preston Burke- ნუ, იდეაში საკმაოდ "ტრაკში პერო" იყო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც პიროვნება, მოწესრიგებული ... ზუსტად ისეთი, როგორც თავად აღწერს თავს. ვიდეო დაბლა ...


Christina Yang- უfff... სერიალის სწერვა ხანდახან საკმაოდ უხეშიც, მაგრამ პირდაპირია და არ თამაშობს და მაგიტომ მიყვარს... ესე იგი, პროფესიონალიზმის გარდა სახელის ჩათვლით ყველაფერში იდენტური ვარ ამ ქალთან :D ჰოდა, მაგისი და Burke-ის რომანი უფრო მომწონდა , ვიდრე სხვა ყველა დანარჩენის. იმის ყურება, ნელ-ნელა როგორ მიდის კომპრომისებზე ორივე, უფრო სწორად, Christina რაღაც ისეთია, "შე უბედურო, უყურე და ისწვალე"-ს პონტში და საკმაოდ უცნაური შეხედულება აქვს მეგობრობაზე, უნდა ვაღიარო...







Derek Shepherd- იდეაში მომწონს, განსაკუთრებით მაშინ, ოპერაციების დროს ხმამაღლა რომ ფიქრობს. მხიარულია, გონებამახვილი, ჭკვიანი და ამბავი... აი, ერთი ვიდეო




მაგრამ, აქვს ერთი დიდი ნაკლი :

და გინდა მომკალით, გინდა ჩამქოლეთ, გინდა სერიალის მოღალატედ გამომაცხადეთ, მისი ნაკლია

MEREDITH GREY- აი, მეზიზღება ეს პერსონაჟიც და მსახიობიც... ბრრრ... ჯერ რა ხმა აქვს. გერმანულ თარგმანში ნორმალური ხმა აქვს და ყურში არ გხვდება უხეშად და ორიგინალში, ცუდად მხდის... მამენტ, რა უხეშად, რაღაც სისინის და "სუსტი ვარ, დაცვა მჭირდება, დღეს ორიანი მივიღე და კუთხეში დამაყენეს მთელი დღე"-ს ნაზავია ...

მაგრამ ყველაზე გულისამრევი ისაა, რომ იმენა ვერ გაიგო რა, რით ვერ გაიგო 5 სეზონის განმავლობაში რა უნდა და რით ვერ გაბედა ნაბიჯების გადადგმა ბლიად
ასეთი "ვაიმე, არ ვიცი.. რა ვქნა, კი მიყვარს,მაგრამ მგონი სერიის ბოლოს აღარ მიყვარს... თან რავი მგონი უნდა მიყვარდეს და ვეცდები აბა, შემდეგ სერიაში" პერსონაჟი 5 სეზონის განმავლობაში რამ უნდა აგატანინოს....
აააა.... გაიტანეთ ეგ ქალი,ან დაიხრჩოს იმ ვანაში, მაინც ექსპერიმენტებს ატარებდა, ან დააბრუნეთ Addison (რომელიც ისე მაგრად ჯდება დერიკის ცოლის ამპლუაში...) და ქვეყანაც აშენდება....

უff... არ გადაგვიყოლა ამხელა სერიალზე შემჯდარი ხალხი??? :ვაიჩემსპატრონსრომჩემიიმედიაქვსსმაილიკი:


აი, ამ ვიდეოში ხმა.... ბრრ... მძაგს... 'Pick me. Choose me. Love me' -ს რა ხმით ამბობს, დედამიწას შეგაზიზღებს




ვსe... მეტი ვიდეო არა ცენზურა

7 Kommentare:

  1. ერთი სერიაც არ ამქვს ნანახე :)
    სახელი კი ვიცი , ჩემი ამხანაგები ლაპარაკობენ ხოლმე :/)

    AntwortenLöschen
  2. ძალიან მაგრად დაახასიათე ყველა :) მაგარი სერიალია :)

    AntwortenLöschen
  3. @ Summer, ერთადერთი სერიალია, რომელსაც ვუყურებ

    AntwortenLöschen
  4. მერედიტს ევრ ვიტან, ყველაზე მოსაწყენი და დებილი პერსონაჟია და დერეკთან მისი იურთიერთობაც ყველაზე დებილურია დებილურთა შორის!

    ყველა პერსონაჟI უმაგრესადაა გაკეთებული, მთავარი გმირის იმბეცილიზმს კიდევ საზღვარი არ აქვს!

    AntwortenLöschen
  5. @dodka,

    მეგონა მარტო მე მეზიზღებოდა

    :s

    AntwortenLöschen
  6. რამდენ ხანს ვეძებდი შენს ბლოგს, რომ იცოდე :sweating:

    მერედითი - მართლა საშინელხმიანია და ეგ პირის აპარატის ბრალია, რა ქნას... ცოტა თევზივით თვალები რომ აქვს, ეგეც არაა მისი ბრალი :ლოლ: რეჟისორ-პროდიუსერია სისინაც და საძაგელიც, რომ ასე გვტანჯავს.

    ბეილი მეც მომწონდა ძალიან, მაგარი ქალია, ის ეპიზოდი მახსენდება, მგონი, გრეისთან მოუვიდა შეკამათება ვიღაც ბავშვის დედასთან დაკავშირებით, მთელ დღეს მუშაობსო და ა. შ. ამ დროს ბეილიმ გემრიელად აუხსნა, რომ მისმა შვილმა რაღაც საჭმელი ისე გადაიყვარა, დედამ ბოლოს გაიგო. მოკლედ, მაგარი ქალია.

    იზი მომწონს, ლამაზია, ქერა, დიდმკერდიანი და შესაბამისად, გულიც დიდი ეტევა :ლოლ:

    ქეით უოლშის გმირი, დამავიწყდა, რა ერქვა, დერეკის ცოლს ანუ, მართლა მაგარი ქალია, წითელთმიანი და ენერგიული და საერთოდ არ ჰგავს პირველ ცოლს. მომწონს 5+

    მოკლედ, შენ ყველა საკაიფოდ დაახასიათე და სიმართლე გითხრა უმეტეს გმირთან მიმართებაში გეთანხმები.
    ბლოგიც საკაიფო გაქვს, ნამდვილი და ანატომიური :ლოლ:

    AntwortenLöschen
  7. @ Sophie,
    "რამდენ ხანს ვეძებდი შენს ბლოგს, რომ იცოდე :sweating:"
    Oh.. I'm so touched :blush:




    ჰო, რაღაც დიდი ხანი როცა გრძელდება, რა თქმა უნდა ინტერესი ნელდება, მათი ფანტაზიის ამოწუტვის ხარჯზე :D


    მე ყოველ სერიაში ვრწმუნდები, რომ ბეილი უმაგრესია და მანდ Christina ყველაზე აააააა ტიპია (ნუ, აქ ეგოისტურად მალაპარაკებს სუბიექტურობა :D )





    "ბლოგიც საკაიფო გაქვს, ნამდვილი და ანატომიური :ლოლ:"


    :lol:

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates