ან თუნდაც იმაზე მეტი, რაც ახლა მაქვს....
მიუხედავდ იმისა, რომ ყინული დაიძრა და რაღაც პოზიტიური ამბები ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის დეპრესია კიარადა "ძილი" დასრულდა, მაინც რაღაც სხვა მინდა.
მუზა მინდა....
(გადააბიჯეთ, მორიგი ემო პოსტია)
დღეს დავფიქრდი და მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მართლა აწუხებდა ჩემი ცუდად ყოფნა, რომელსაც მართლა უხაროდა ჩემი უბრალოდ ღიმილიც კი, რომელიც ყოველთვის მისმენდა, რომელსაც თვეების შემდეგაც ახსოვდა თუნდაც პატარა წაწუწუნება, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, the one, who really cared about me, just, გავუშვი...
არსებობს ურთიერთობები, რომლებსაც სახელს ვერ დაარქმევ, ვერ მიუსადაგებ ვერცერთ აქამდე შენს თავში არსებულ სქემას, რომლის მიხედვითაც შეგიძლია გაარჩიო, ვინ არის შენთვის მეგობარი, ვინ უბრალო ნაცნობი, ვინ-იმედი, ვინ - სიყვარული, ვინ–ნდობა, ვინ–ვნება, ვინ–ზიზღი....
არის რაღაცა რაც ბევრად მეტია, ვიდრე მეგობრობა... ბევრად მეტი, ვიდრე სიყვარული... ბევრად მეტი, ვიდრე ყველაფერი ერთად აღებული... მაგრამ ამას ვერასდროს ავხსნი, ალბათ... იმიტომ, რომ ძალიან ბევრ კლიშეს და თარგს ესაბამება ეს ყველაფერი და რაღაც მომენტში მეც კი ვერ ვერკვეოდი, არათუ გარეშე თვალით დანახული "მე"... ანუ, მაგალითისთვის ავიღოთ ვაშლი, რომელიც ევამ ჭამა. ეს ვაშლი შეიძლება ბევრნაირ კლასიფიკაციაში მოვაყოლოთ: არის ხილი, არის ვაშლი, არის ტკბილი, ისხამს ვაშლის ხე, ამ შემთხვევაში კონკრეტული დატვირთვის მქონდე ვაშლი და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ის ვაშლია, რომელიც ევამ ჭამა და მერე ადამსაც აჭამა, ანუ, მასში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც თავის თავში, მართალია, მოიცავს ყველა სხვა ჩვეულებრივი ვაშლის თვისებას, მაგრამ მათ მიღმა და მათ გარდა კიდევ არის რაღაც.... ვაშლი, რომელიც ყველაფერია და ამ ყველაფერზე მეტია....
Mehr als alles andere.... Mehr als alle anderen....
და არც არავისთვის ვაპირებ რამის ახსნას... არ აქვს მნიშვნელობა, რას იფიქრებენ, ან რას მეტყვიან, ან რას დამაბრალებენ, ან რისთვის გამკიცხავენ... ერთადერთი, ვინც ზუსტად გაიგებდა, რას ვგულისხმობ, ვისაც არ გაუკვირდებოდა, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერია...
just... აბა, თუ მიხვდებით რა ვქენი ? :)
სავარაუდოდ, ვერ, იმიტომ, რომ ამხელა ბულშითს არავინ წაიკითხავს ბოლომდე :D ან, პირველ და ბოლო აბზაცს წაიკითხავს და მაინც ვერ მიხვდება, რა ხდება...
16.02.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
მმმ წავიკითხე ბოლომდე და დავსენტიმენტალურდი, ეს სატაური რომ დავინახე შემოვიხედე იმ წუტასვე, ვინაიდან და რადგანაც ჩემი მუდმივი ფრაზაა და ხშირად ვიმეორებ ... ჰოდა რა ვიცი
AntwortenLöschenიმ გაშვებულს აღარ ეშველება?
ხო როცა რაღაცას ვაკეთებთ ხშირად ვერ ავცნობიერებთ რატომ რისთვის და ზედხედით ვერ ვხედავთ და არ ვიცით რა ნაბიჯს ვდგავთ ,გარკვეულწილად მივდივართ რისკზე , მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ მერე აღარ ვინანოთ..
აი სინანული ტეხავს და იმის გაცნობიერება რომ შეცდომა დაუშვი და სანანებლად გაქვს საქმე...
მაგ შემთხვევაში არ ვიცი რა ხდება - უნდა დაუბრუნდე წარსულს და გამოასწორო?
გვიანი არაა?
au davafrqvev chems hazrebs ra ogond bez abid :D
AntwortenLöschenhoda ra mindoda metqva :D
shen roca emoob aba carmoidgine vigaca visac sul da mudam uscordeba msgavsi ramis mosmena, yvela chvengans blogi ragac iseti roja gvyavs gvitans yvela pontshi ra sxva gza ar aqvs da am dros adamianebi ufro egoistebi vart xart arian :D
hoda gamomdinare aqedan yvelaferi rac gviyvars rogor gvivars da gvezvirfaseba sxvanair midgomas moitxovs imho . vkargavt yvelafers magram iseve rogor imis povna aseve axlisac sheizleba :)
tumca ravic mokled ho vso :D
ეს "გავუშვი" რომ წავიკითხე, მეთქი, რატომ, რატომ? და მერე გამახსენდა, რომ მეც ბევრჯერ გამიშვია ადამიანები... მერე დამვიწყებია კიდეც :| კარგი პოსტი იყო, იმო - არა, თავისი "კლასიკური" გაგებით, აი ემოციური - კი :) თუ ერთი და იგივეა?
AntwortenLöschenShit, იმხელა კომენტი დავწერე საპასუხოდ და წამიშალა...
AntwortenLöschen:brrrrr:
მერე კიდევ დავწერ, თუ მექნა თავი
@ უბრალოდ,
AntwortenLöschenრისკზე წასვლაც არ არის, მამენტ. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ძალიან ისეთი... დიდი ხნის მერეც რომ გტკივა...
გამოვასწორებდი? სხვანაირად მოვიქცეოდი თუ არა, დრო რომ დაბრუნდეს?? არ მგონია....
@ჩორვენი, როგორც ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი იტყოდა, შენი კომენტარები შემიწირავს მე :D
:2kiss:
@ Sophie,
ემოციური აუცილებლად უნდა იყოს პოსტი, მაგრამ არა ემო... :)
უემოციო ამბები, როგორც წესი, ჩემს თავს არ ხდება... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აი, ეს ვერ გავარკვიე ჯერ :)