14.02.09

Juhuuuuuuuuu

ანუ, ხო ძალიან ისეთი შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ გამოცდა ჩააბარე და როცა მეორე დღეს სხვა გამოცდაც გაქვს და თითოეულ ფურცელზე, შეცდომით დაწერილ ალგორითმზე და ვერ გაშვებულ პროგზე იზმნდები და რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო რწმუნდები რომ ხზ....



და ისეთ იზმენას იკიდებ, რომ გონება გეთიშება და ვერ იგებ, რასაც კითხულობ და უცებ გახსენდება, რომ თურმე ის, რაც გუშინწინ გააკეთე ნახ. აღარ გახსოვს....


cool :D


და მერე საათს დახედავ და SHIT... ძალიან ცოტა დრო რჩება... ანუ, ან უნდა დაიძინო , ან გაათენო. ორივესთვის არ გეყოფა დრო, მაგრამ ვერ იძინებ, იმიტომ, რომ სინდისის ამბავში წუხდები... ტიპა, ხვალ რო დებილივით ვერ დაწერო რაღაცეები, ის მაინც გქონდეს სათქმელი, რო fuckin' ეცადე .



და ამ დროს რომ გახსნი ბლოგს და პოსტის წერას დაიწყებ, არის სრული ცენზურა. მაგრამ აი, ისეთი, წინასაგამოცდო დეპრესია თუ აწეწილობა რომ ამართლებს.
აი ძააან ისეთი შეგრძნებაა




:D










p.s. დღეს მეგობარმა მომწერა სკყპეში. ნუ, ჩვეულებრივ თბილად და სიხარულებით და ამბებით ვუპასუხე და უცებ რაღაც აჯაგრული, გესლიანი, "რაღაც ეს იმის ნაწერს არ ჰგავს" ამბავი ატყდა. ნუ, მე ისედაც გაღიზიანებული, ეგრევე გავიბუტე და მთელი დღე, როცა კი გამახსენდება ფურთხებას ვიწყებ, მაგრამ უცანური ის იყო, რომ სანამ დუშში შევედი და გამოვედი, ყველა თავისი მოწერილი წინადადება თავისი ხელითვე ჩაასწორა, კიარადა წაშალა :spy:


ჰოდა, ძალიან ვიზმენდები ეგეთ რაღაცეებზე... აი, ძალიან. ეგრევე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა დავაშავე და რის გამო მსჯიან. :D ამ შემთხვევაში თავში აზრად არაფერი მომდის. ერთადერთი, იმის გარდა, რომ მისი "წესით უკვე მოზრდილი და აქედან გამომდინარე, არა ჰორმონების ბომბა" დეიდაშვილი ვერ გამოვიდა ასაკიდან და ეგონა, რომ ვიღაც ჩემი მეგობრის ლისტში არსებულ ნაშოჩკას ებაზრა,რაზეც ლოოოოლ... დავიკიდებ, და ან, მისმა გოგომ გაიგო პაროლი და შემოვიდა და სახელი რომ არ ეცნო (არადა, იცის ვინც ვარ), მომწერა თავის პონტში და :*- იანი ტექსტები რომ მიიღო, იეჭვიანა და აიგესლა, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, იმიტომ რომ, პაროლს არ მისცემდა ჩემი მეგობარი და იმიტომ, რომ რატომღაც, რაც გამიგია მასზე, ვერ დავიჯერებ რომ "ასეთი დაბალი დონეა :D".


აი, მაგიტომ ვერ ვიტან ჩემი მეგობრების გოგოებს. ბლიად, რა ვერ გაიგეს, რომ ბავშვობიდან ერთად ვართ და იუმორიც შინაურული გვაქვს და რომ ჩემი პოტენციურ მეტოქედ აღქმა სასაცილოა და მითუმეტეს ჩემდამი მტრული განწყობა... ხო ქალურად ტვინი უნდა ეყოთ, რომ ხელს არ აძლევთ... მარა, როგორც ერთი ბლოგერი იტყოდა :ქალისჭკუა: (მეტა, ყვავა ვგონებ :D )





ჰოდა, რომ დავასრულო პოსტი ჩემთვის ტიპიური წუწუნით-
ვერ ვიტან:


როცა გოგომ და ბიჭმა, ან ცოლმა და ქმარმა ერთმანეთის მაილების და ასეთი რამეების პაროლები იციან. ბრრრრ.... სუუულ ცოტა პირადი ცხოვრება არ უნდა გქონდეს, მლიაჰ?
კიდევ ვერ ვიტან ერთმანეთს ჩუმად რომ უმოწმებენ სმს-ებს .

ვერ ვიტან პარტნიორის საპირისპირო სქესის მეგობრებზე რომ ეჭვიანობენ.

და ყველაზე მეტად ინტრიგებს ვერ ვიტან. აი, თავის დროზე ვიყავი ძალიან ინტრიგანი და რაღაც უჩახლართულესი გეგმები განმიხორციელებია რაღაცეების გასაგებად/გასარკვევად, მაგრამ რაღაც ასაკში დავიღალე, სასტიკად მომბეზრდა და არ ვამაყობ ჩემი თავით, რაღაცეებს რო ვინტრიგნობდი.
მაგრამ აი, უკვე ზრდასრულ ასაკში რომ იგივეს აგრძელებენ, ააააა... იმენა საქზ. თან მეორე მხარეცაა, შეიძლება მაგარი ინტრიგები მოქსოვონ ჩემს წინააღმდეგ და ამბავი და რავი მე, გამოუვიდეთ ნაწილობრივ, მაგრამ ინ ზე ენდ, აი, უზადოდ და უკიდეგანოდ მკიდია. Ich stehe dazu, was ich mache და ჯასთ, სასაცილოა უყურო ადამიანს, რომელმაც არ დაიშურა ენერგია და რაღაცეები ხლართა და შენში ღიმილის გარდა (და სამარადჟამოდ დაკარგული ნდობის გარდა) სხვა რეაქცია ვერ გამოიწვია.... ვერთობი უაღრესად.




ანუ, მორალი ამ ისტორიიდან: ნუ მიხლართავთ ინტრიგებს, პირდაპირ იმოქმედეთ :D

4 Kommentare:

  1. არ ვიცი სინამდვილეში რა ხდება შენს თავს, მაგრამ ხანდახან შენ პოსტებს რომ ვკითხულობ ვფიქრობ paranoiduli tendencia gaqvs :P

    პაროლებზე და ტელეფონებზე მეც გეთანხმები!!

    AntwortenLöschen
  2. @ Katten försvann,

    hmmm....isa... რავი, შეიძლება

    :D


    :დავიზმენდი: :D

    AntwortenLöschen
  3. შეგიძლია განაგრძო დაიზმენება :P პარანოიდ ანდროიდ... თუ გინეკოიდ :D :D
    ინტრიგები არასოდეს შემეძლო :D მაგრამ მგონი ადრეულ თინეიჯერობაში ვაწყობდი ასეთ რაღაცებს :D გახსენებაზე სულ ვწითლდები თავ-ფეხიანად. მეილების პაროლებზე ნუ იტყვი, ამის გამო ქმარს გავეყრები, რომ გავიგო, ჩემი პაროლი იცის და ჩემს მეილებს კითხულობს.

    AntwortenLöschen
  4. @ Sophie,
    უfff, აქ რომ მე ჩემი პარანოიდული რაღაცეები დავწერო, გაგარეკინებთ :D


    მეილებს რაც შეეხება, ბრრრრ...
    არ მესმის ასეთი ხალხის და რა ვქნა....

    ჩემი და შენი რამ გაყო, არა ისა კიდე ...
    :puke:

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates