ჯერ, აღვნიშნავ, რომ დიახ, მაქვს 5 დღეში გამოცდა, მაგრამ მაინც ვპოსტავ, მერე რა? :D
შემდეგ ვიუწყები, რომ სმაილების ჩასმაზე ხელი ავიღე ...მიზეზთა და მიზეზთა გამო...
ბოლოს, ვაცხადებ,რომ თავადაც ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მაინც მინდა დავპოსტო "მკვლელ შეცდომებზე", აგერ უკვე ტვინში სისხლი რომ ამიდუღეს :D
ესე იგი:
ზმნას რომ აუღლებენ და აწმყო დროის პირველი პირის მრავლობით რიცხვში დ-ს რომ ხმარობენ.... მაგ.: გავაკეთოდ...ჰა? რა გავაკეთოდ, ბიძაჩემო? :D
და სამაგიეროდ, სახელს ან ზედსართავს რომ აბრუნებენ და ვითარებითში -ათ ფორმა შემოაქვთ :D
მაგ.: კარგათ... არაფერს ვამბობ ისეთ მახინჯ ფორმაზე, როგორიცაა: კაათ :D wtf??? :spy:
კიდევ ერთი სისასტიკე და ბარბაროსობა: -ძე ბოლოსართი... ეს საიდან მოაქვთ, ჯერ ვერ დავადგინე, იმჰო... ძე ვიცი მე თავისი კლასიკური გაგებით და გვარებში, მაგრამ აი, გვერძე - რა ფენომენია, ვერ ჩავწვდი :D
უიუი, კიდევ ერთი გამახსენდა: გავაკეთეფ :lol:
და ორმაგი მრალობითი რომ შემოაქვთ, მაგ.: ბევრი გადაცემები, იმდენი ბავშვები, რამდენიმე გოგო-ბიჭები, ყველა მაგალითები :(
აი, მსგავსი შეცდომების შემდეგ, თან რომ ვერც აანალიზებ, რომ შეცდომაა და არც გაქვს სურვილი, რომ გამოასწორო და ლოგიკურად დაიმახსოვრო, თუ მოხვალ და მეტყვი, რომ გაქვს პრეტენზია რაღაცის წერაზე, უბრალოდ, აი, გავიცინებ... მართლა.... :D (იგულისხმება პროფესიონალურ დონეზე წერა, ჩვენნაირი სამოყვარულო ამბავი კი არა :D)
(ჩემი სქემა, როდესაც მაგ. უნდა ვაუღლო ზმნა: ვთქვათ, ვამზადებ, ანუ მივდივარ საწყის ფორმამდე "მზადება", მაგრამ გაყოფა -> ვყოფ....
ან ვთქვათ: დადგმა -> ვდგამ, მაგრამ კერვა->ვკერავ
რაღა თქმა უნდა, სათითაოდ ყველა ზმნას არ ვაგდებ მსგავს დღეში... მხოლოდ მაშინ, როცა დავეჭვდები ხოლმე. :D
დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს თავისი დამახსოვრების მეთოდი გამომუშავებული + ცოტაოდენი ლოგიკა და ჩვენც დავისვენებთ და თქვენც. :D )
ოოოდა, პოსტში დაშვებული შეცდომების სრულ ნუსხას ველი კომენტარებში :D
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
hahaaa,
AntwortenLöschenრა გამოცდა გაქვს?
მე მაქვს შაბათს სახემწიფო გამოცდა და ისე ვნერვიულობ ვერ ვაეთებ ვერაფერს.ორი დრის მერე კიდე ერთი ძალიან რთული გამოცდა - ”მედია და პოლიტიკის ანალიზი” . დამღალეს გამოცდებმა
ზმნას, არსებით სახელს და ა.შ, რაც შეეხება არ მადარდებს საერთოდ სხვა როგორ წერს. მე როცა ვუშვებ შეცდომას და მითითებს ვინმე მადლობელი ვარ თავად მე კი ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ ასეთ რამეებს.
@ Katten,
AntwortenLöschenJava-ში მაქვს გამოცდა...
2 საათი- 30 გვერდი :(
და იმის ნაცვლად, რომ ვიჯდე და რამეს ვკითხულობდე, აქ ვპოსტავ... ვინ ისწავლის, ნეტა, ჩემს ნაცვლად? :D
რაც შეეხება მართლწერას: ყურადღების მიქცევა არ მინდა, მაგრამ მხვდება უშნოდ თვალში ან ყურში და ... :D
პლიუს ამბიციურად რომ ღაღადებენ ლიტერატურის და გრამატიკის და სინტაქსის რაობაზე და მათი პირიდან ეს ფორმები მესმის, შეიძლება :puke: სმაილი დამემართოს :D
Chaotic - aaaa, გასაგებია
AntwortenLöschenამბიცია რომ აქვთ ეგენი მეც მაღიზიანებენ, განსაკუთრებით ჟურნალისტები თუმცა მაინც სხვა მხრივ, ანუ სრულიად უაზრო, არაეთიკურ სიუჟეტებს რომ იღებენ მიტომ
თუ იცი კი დაწერ ორ საათში.
ვაიმე მეც როგორ მაღიზიანებს ეგ ყველაფერი რაც შენ დაწერე ნეტა ვინ იცის.
AntwortenLöschenხოო კიდე ერთი შეცდომა ვიპოვე Katten försvannის კომენტში. "ვერ ვაკეთებ ვერაფერს" არის შეცდომა, ანუ ორი უარყოფა არ შეიძლება, "ვერაფერს ვაკეთებ" :) უფრო სწორია.
მაგრამ მე ვიზე რას ვამბობ, დღემდე ეგრე ვამბობ, ვერაფრით მივეჩვიე მაგას, ისევე როგორც "ჩასხი"ს :)) ანუ ვერასდროს ვერ ვიტყვი "ჩასხი ბავშვები მანქანაში" :)) სულ ვამბობ "ჩასვი." :) რაღაც ეს "ჩასხი" ცოტა მესოფლურება, :) არადა სწორია ეგრე.
და კიდე გამახსენდა "ახლა" არის სწორი ფორმა და არა "ეხლა" და ვერც მაგას ვერ მივაღწიე რო "ახლა" ვთქვა ხოლმე :)
ხოო კიდე ძაან ბევრი უშვებს ისეთ შეცდომას როგორიც არის "არ მითქვია", როცა უნდა იყოს "არ მითქვამს." ნუ აღარაფერს ვამბობ "ვმღერივარ,ვიცინივარ, ვტირივარ" და ა.შ. ამგვარ ზმნებზე.
"ვმღერი, ვტირი, ვიცინი..." ამ ზმნებს ისედაც აქვტ "ვ" (თავსართი თუ რაც არის მაგდენი გრამატიკა არ ვიცი) :) რაც მიანიშნებს იმას რო მე ვარ მოქმედი პირი და აღარ საჭიროებს ვარ_ის დამატებას (რამდენად სწორად ავხსენი არ ვიცი მაგრამ ძაან კი ვეცადე) :))
ასევე კატასტროფულად მაღიზიანებს როცა "ეგ"ს ნაცვლად ხმარობენ "მაგი"ს
შეცდომაა: "მაგი კი ვიცი, მაგრამ..."
სწრორია: "ეგ კი ვიცი, მაგრამ..." (ეს კონკრეტული მაგალითიი ამ წამს მოვისმინე და ბარემ დავწერე) :)
"სად იყიდე მაგ (ეგ) წიგნი?"
ისე გახსოვთ ეგ გადაცემა? შეცდომაა და სწორია, რაღაცეებს რო ამბობდნენ ამდაგვარს, მშვენიერი გადაცემა იყო, მე პირადად ბევრი რამე ვისწავლე :)))
მომეწონა ეს პოსტი, იმედი მაქვს ბევრი წაიკითხავს და გამოასწორებს თავის შეცდომას. ნუ მეც ასე თუ ისე ჩემი წვლილი შევიტანე სწორად მეტყველებაში.
Der Kommentar wurde von einem Blog-Administrator entfernt.
AntwortenLöschenუი ორჯერ დაიწერა ჩემი კომენტი უკაცრავად :)
AntwortenLöschenერთი წაშალე :)
ადრე მეც მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ნაკლებად, ვითვალისწინებ რა ადამიანების განათლების დონეს :D თანაც ზოგჯერ შეცდომა მეც შეიძლება მომივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ და უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად წერას.
AntwortenLöschenშენ ეტყობა არ გაგიგია, გაპრანჭული ტიპები როგორ ამბობენ: "თფილისი" :bliah: :| ესეც ხომ ზმნა არ არის, hell ;) გრამატიკა უნდა ისწავლოს ყველამ, განსაკუთრებით, ვისაც წერა უწევს :)) სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.
@ anastasia,
AntwortenLöschenწავშლი ერთ კომენტარს, არ იდარდო.
ჰოდა, მომეწონა კომენტარი. ერთი "ჩასხი" არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ვერ ვიხმარ მაგ ფორმას .... რაღაც ისეთია.... :D
ძალიან ხშირად მეც ვუშვებ ჩამოთვლილ შეცდომებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორი ფორმა ვიცი... მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვამჩნევ და ქვეცნობიერად ვასწორებ შეცდომას, ხმამაღლა თქმა მეზარება ხოლმე :D
@ Sophie,
ზუსტად მანდ ვარ მეც. ანუ, ადამიანი რა დონეზეცაა განათლებული, იმის შესაბამისი გრამატიკა მაინც ხომ უნდა იცოდეს???
ჟურნალისტს კი არა, შანიძესაც ჰქონდა ეგეთი ლაფსუსები, დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი, მთავარი ამ ისტორიაში იცი რაა? ჟურნალისტი რომ ხარ, ან ზოგადად, როცა წერ, პროფესიონალური პასუხსიმგებლობა უნდა გაწუხებდეს, რომ რასაც აკეთებ სწორად აკეთო... მე ასე ვთვლი...
ჟურნალს რომ ავიღებ ხელში და "თვითეული", "გავიმარჯვოდ" და მსგავსი სიტყვები შემხვდება, გული როგორ არ უნდა ამერიოს.... :S
მე გრამატიკა ძაან კარგად ვიცოდი, მაგრამ ეხლა არაფერი არ მახსოვს. რა თქმა უნდა ვცდილობ სწორად ვწერო, მაგრამ ქართულის გრამატიკა ისე გამართულად აღარ ვიცი. ვერც წესებს გავიხსენებ, ხანდახან სიტყვებს რომ ვიხსენებ, სიხარულის ჟრიამული ამდის ;) თუ რამე შეცდომა გამეპარა ყველანი მოპატიჟებულები ხართ შესწორებების გასაკეთებლად :)
AntwortenLöschen@ Khatia,
AntwortenLöschenარც მე მახსოვს ზედმიწევნით, მაგრამ აქ, ძირითადად, რაღაც ბირთვზე მქონდა საუბარი, რომელიც ისე უნდა გქონდეს გამჯდარი, ჩემის ღრმა რწმენით, რომ არ გეშლებოდეს.
ან რავი, წიგნის კითხვისასაც ხომ ყალიბდება მხედველობითი მეხსიერება? მე ვხვდები ხოლმე, რომ რაღაც არაა სწორად, იმიტომ, რომ ან ცუდად მხვდება ყურში, ან რომ ვხედავ, რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს... და ვუფიქრდები მერე :D