:D
ესე იგი, თავიდანვე ვიტყობინები, რომ წუწუნ-პოსტია, მერე რაღაც ნედასტატკური გრძნობები რომ არ გქონდეთ.
ხომ ხდება ისე, რომ მთელი კვირა არაფერი ხდება, მაგრამ მერე ყველაფერი ერთად იხუვლებს ხოლმე- ზუსტად ეგეთი კვირა იყო.
ჯერ 1,5 ქულა დამაკლდა გამოცდაზე. არადა, ვიმეცადინე, რაც შემეძლო... ან ვერც, რას გაიგებ.
ბრრრრ... ვერ ვიტან ამას. აი, საქზ. პასუხი რომ ვნახე გვერდზე, ეგრევე დავწექი და დავიძინე :D
გეგონება, დილით სხვა ნიშანი დამხვდებოდა.
30% რომ ბაკალავრებისთვის გათვლილ კითხვას მოიტან, ფრიად not fair დიპლომისთვის, იმჰო. იმიტომ, რომ ჩემთან ქულები არაა და ბაკალავრმა რომ მეტი ქულა არ დააგროვოს, დიპლომების გამოცდა რატომ უნდა შეცვალონ. საერთოდ, რაც ეს ფუცკინ ბაკალავრი შემოიღეს, ყველაფერი შეიცვალა ჩვენთვის... :puke:
მერე ამაზე გულდაწყვეტილმა მივწერე დაქალს მაილი, რო ტიპა, საქზ და ტეხს და ამბავი და ჯერ ხო პასუხი მომივიდა ხოტბა და აყვავება (ამ სიტყვას გადავეკიდე 10 დღეა, სრულიად უკონტექსტოდ ვხმარობ) და მერე დღეს რაღაც რეჩი მოვისმინე კიდე სარჩულით "ტიპა მე შენთვის კარგი მინდა და მაგიტომ გეუბნები, თორემ და ვიღაცამ ხო უნდა გითხრას (:spy:) და პირველად ხომ არ მოგდის ეგრე"... ამ ყველაფერს კიდევ მოყვა რაღაც აკრძალვები და სავარაუდო გეგმის მონახაზი, როგორ უნდა მოვიქცე. ტოჟე საქზ. იმედია, როდისმე ცხოვრებაში ვისწავლი, რო რაღაც როცა არ მომწონს, არ გავატარო იმ წამს და მერე არ წამივიდეს ხასიათი ნახ. მარტო იმას მოვაბი თავი, რომ მეთქვა, რომ ძალიან not fair-ა, რომ ჩემთვის წუწუნი არ შეიძლება და ეს არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში: მე როგორ უნდა გავბედო, რომ რამე ცუდი ვთქვა. იდეაში, მე მარტო ისეთი რაღაც უნდა ვთქვა, რაც კომენტარად "აუ, მაგარია"-ს გამოიწვევს და ზატო, უნდა ვიჯდე და ძალიან მთელი ჩაღრმავებით უნდა ვუსმინო, სხვა როგორ დაიღალა. და ტიპა,მე ვარ უკუღმართი თუ რა ხდება, არ ვიცი, მარა ვუსმენ და პლიუს ვწუხდები და პახოდუ ზედმეტი ქაქი რომ არ სჭირდება ადამიანს, იმის მახსოვრობაში დატოვებასაც ვახერხებ.... ხზ, უცხოპლანეტელი ვარ, იმჰო...
არ მევასება რა. აი, არ მევასება, როგორი სარჩულითაც არ უნდა იყოს. დღეს ზემას ფილმში შემხვდა რაღაც მსგავსი და მეთქი, მიყვარხარ, იმჰო... პლიუს იმაზეც ისაუბრა, როგორ არ უყვარს, როცა უცხო ადამიანები 50სმ-ზე ახლოს მიდიან მასთან :D და same here-თქო. ბრრრ, მაგაზე ცალკე პოსტი უნდა დავდო, თავისი რისერჩით :yes:
აქ იყო სადღაც:
ლაკონური გადახტომა: მე და დოლორესი ვლაპარაკობდით ამას წინათ, პრობლემების მოგვარების გზებზე და სტრესის გადატანის ამბებზე და ნუ, 16 წელია ვიცნობ ადამიანს და ძალიან სხვათაშორის ვუთხარი, რაც ისედაც იცის, რომ მე თუ არ ვილაპარაკე პრობლემებზე, ავფეთქდები. აი, შიგნიდან გავიბერები, გავიბერები და გავსკდები მერე.... ბოლს ვუშვებ ხოლმე რაღაც სახით და ამ დროს მომწერა ასეთი რამ: "მე კიდევ რომ ვთქვა და ვილაპარაკო,მაშინ გავსკდებიო"... ენა ჩამივარდა. იმიტომ კი არა, რომ გამიკვირდა, ასე როგორ შეუძლიათქო, არამედ იმიტომ, რომ 16 წლის მანძილზე ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი იმდენად ვერ გავიცანი, რომ ეს თავად შემემჩნია. რა ნეუდაჩნიკი მეგობარი ვარ :S საქზ... ხოდა, მერე დავფიქრდი და შეიძლება მართლა უნდა უთხრა ყველას ეგრე: რა გიყვარს, რა არ გიყვარს და არ უნდა ელოდო, როდის მიხვდებიან თავად. შეიძლება უნდა დავწერო დიდი ესსე და გადავაგზავნო ყველასთან, ვისაც ვეკონტაქტები.
მერე კიდევ დამირეკა სხვა მეგობარმა და იღაღადა და კითხვა დამისვა ჩემს საქმეებზე და რომ დავიწყე მოყოლა, რაღაც უკან ვიღაცას ებაზრებოდა :spy: და შიგადაშიგ "აჰა, აჰა"-ს ჩააკვეხებდა ხოლმე. What the fuck? მეთქი, კაი წავედი.
მერე კიდევ ერთმა ისე გამომიყვანა წყობილებიდან, რომ რაც არ მიკადრებია ცხოვრებაში, გავაკეთე... მაგაზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო, ასე იოლი ამბავი არაა.
კიდევ, მას შემდეგ, რაც 24-ის ვარ, ყველა სატელეფონო ზარი იწყება კითხვით: არ თხოვდები? :spy: და თუ ვინმეს სადმე უცოლო ბიძა ჰყავს, მე მატენის.... ტოჟე What the fuck????
კიდევ, დედაჩემს ვუთხარი, ცეკვაზე დავიწყე სიარულითქო და "აბა, იგოგმანებ ახლა შენო" :mo: კი ვიხალისე, მაგრამ მაინც... დედაჩემისგანაც აღარ მინდა გავიგო, რო ლუზერი ვარ, ისეც მყოფნის. (მამაჩემს უნდა დავურეკო,მაგას ლუზერიც ვუყვარვარ :love:)
ნუ, კვირის ბოლოს პრაღაში ვიყავი. ერთადერთი დადებითი ამბავი.
ხო, ესე იგი, იმ საშიშროების თავიდან ასაცილებლად, რომ არ გავსკდე, ტიპა "ბლოგი მაინც ვერ გამიტრაკებს, რომ კარგი ამბებით დახუნძლული, სახეზე მუდმივად ღიმილგადაფენილი, სულში მზეჩაღვრილი და პირიდან თავფლგადმომდინარე არ ვარ" აქ ვიქოთქოთე და წავალ ახლა მე, დავიძინებ ან რაღაც ეგრე.
13.04.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ანალოგიურ დღეში ვარ მეც, ვისაც კი სადმე უცოლო ნათესავი ყავს, ყველას ჩემთვის უნდა. გასასაღებელი საქონელივით ვგრძნობ თავს. რაც სამსახური დავიწყე, უფრო იმატა ჩემი რძლობის მსურველების რიცხვმა ! პაშლი ვსე კ ჩორტუ.
AntwortenLöschen@ unaamarga,
AntwortenLöschenდღეს სამსახურში ჩემი შეფიც რომ გააქტიურდა, აი, მანდ ვიფიქრე, დამერხათქო :mo: