13.06.09

გონებაში ნათურა რო აენთება, ისეთი პოსტი

საერთოდ, რაზე მინდოდა დაბლოგვა?
იმაზე, რომ კვირიდან კვირამდე ყველა ბლოგზე მსგავსი შინაარსის პოსტებია?
იმაზე, რომ კვირიდან კვირამდე ვუახლოვდები ძვირფას აგვისტო-სექტემბერს, სადაც ძალიან ბევრი რამე უნდა გაირკვეს?
იმაზე, რომ ადამიანებს აქვთ რაღაც წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება და ყველანაირად ცდილობენ, დაგაჯერონ, რომ სხვანაირად არ შეიძლება?


well, fuck'em, fuck it all...

სხვა რამეზე მინდა დაწერა, ეს ზემოთხსენებულები, just, ბულშითია.

ამჟამად ვკითხულობ გამსახურდიას "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებას". უუუუჰ, ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ სახისმეტყველების მიხედვით გვიხსნიდა ჩვენი მასწავლებელი მეცხრე კლასში, ბევრი რამე ახლა გავიგე და წავიკითხე პირველად. ჰოდა, მიჯნურობის თემასთან დაკავშირებულ აბზაცებს ვითხულობდი. თუკი ამ შემთხვევაში ცოტა ხნით გადავუხვევთ პოემის ალეგორიულ და ფილოსოფიურ და თეოლოგიურ არსს და მიჯნურობას მიწიერი თვალით შევხედავთ, რასაც ვერ გაექცევი მეცხრე კლასში და გვიანაც "უბრალო გონების" ხარჯზე, ერთ ლამაზ დასკვნამდე მივალთ. ყოველ შემთხვევაში, მე მივედი საკუთარს მაგალითზე: აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია ვეფხისტყაოსნის სწავლება სკოლაში და თან მეცხრე ან მეათე კლასში. ოღონდ, ისეთი მასწავლებლებისგან, რომლებსაც არ უწევთ განმარტებებში ქექვა, ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობის საძიებლად. გუშინ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩამომიყალიბდა აზრი ამ პოემის ზეგავლენის ხარჯზე. აი, თუნდაც სიყვარული ავიღოთ (მიწიერი ამჯერად), პოემაში უდაოდ ყველა ერთგულია თავისი სიყვარულის. არცერთ მამრობით გმირს არ მოსდის აზრად "უფ, ცოტა განვიტვირთები, მთელი ცხოვრება ერთი ქალი მტერს უყვარდეს"-ო. აღარაფერს ვამბობ გმირობებზე, რაც ალბათ, გადაჭარბებულად გავაიდეალე :D

ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი ალერგიულად მაყრის ჩითერებზე? სხვა თემებზე, როგორიცაა მეგობრობა და ასე შემდეგ, სხვა პოსტში, თუკი მომინდა დაპოსტვა, მაგრამ რაც პარტნიორებს ეხება, "ჭადზე გაზრდილის" არ იყოს, "ვეფხისტყაოსანზე გაზრდილი" გამოვდივარ, როცა აბსოლუტურ მონოგამობას ვითხოვ :)


that's all :)

4 Kommentare:

  1. კიდევ კარგი რუსთაველი მეოცე საუკუნეში რომ არ დაიბადა თორემ ეგეც აღარ გვექნებოდა. წარმომიდგენია, მოვლენები როგორ განვითარდებოდა...
    ეჰ "ვეფხისტყაოსნი"- იდეალია უბრალოდ, საოცარია , გვაკვირვებს, გვიყვარს, გვინდა, ვოცნებობთ... და ეს ემოცია მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა რეალობა ამ იდეალს ძალიან დაშორებულია.
    დღევანდელი რეალობის "მამრებს" კი იდეალთან არავითარი კავშირი აქვთ ...

    AntwortenLöschen
  2. ნანიკო, მე ღრმად მწამს, რომ თუ იქნება მოთხოვნა, მიწოდებაც იქნება ;)

    ჩვენ, just, არ ვიცით, როგორ მოვითხოვოთ ;)

    AntwortenLöschen
  3. "ვეფხისტყაოსანი" იდეალია მართლაც, მაგრამ ქრისტინას ვეთანხმები, მთავარია მოთხოვნა იიყოს. სანამ ადამიანები თვითონ არ მოითხოვენ ერთგულებას, გმირობას, სიკეთეს და მსგავს ცნებებს, მანამდე დაიწერება და დაიწერება "მგლები"; გგონიათ, იმ საუკუნეში არ იყვნენ ჩითერები და მაიმუნები? უბრალოდ, გაგება იყო სხვა, I think so :)

    AntwortenLöschen
  4. ჰო, ამასთან დაკავშირებით სულ მახსენდება ჩემი ერთი ლექტორის ნათქვამი, რომ იდეაში ორივე სქესი ისეთია, როგორიც საწინააღმდეგო სქესს უნდა...

    მაგალიტად მოიყვანა მაშინდელი ძველი ბიჭების ბუმი: აი, არცერთი გოგო არ შეხედავდა ბიჭს, ვინც ჩმორი იყო. ტიპა, ვისაც დასცინოდნენ სკოლაში და ა.შ. ჰოდა, ბევრს სულაც არ უნდოდა კრუტოობა, მაგრამ უწევდა. იმიტომ, რომ მოთხოვნა იყო ეგეთი
    ...

    :s




    მერე მოითხოვეს როკერი, გრძელთმიანები და ყველამ გიტარდა დაიჭირა ხელში :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates