გერმანელებსაც აღარაფერი დაეჯერებათ :D
სასწავლო პროცესის შუაში ვიმყოფები, რაც იმას ნიშნავს, რომ 13 საგანი 5 ზეპირ გამოცდაზე უნდა ჩავაბარო, რათა ვიწრო სპეციალობით განვაგრძო და მივაფათახო დარჩენილი 2,5 წელი დიპლომამდე.
ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ჯერ რაღაც საბუთების შევსება, შემდეგ ამ საბუთებით კათედრაზე გამოცხადება და აქამდე ჩაბარებული გამოცდების და ჩათვლების წარდგენა, შედეგად მიღებული "Laufzettel"-ით 5 პროფ-თან ტერმინების შეთანხმება, თან ისე, რომ 4 კვირის ვადაში ჩაეტიოს ყველა გამოცდის ჩაბარება. ამ სიის შედგენის შემდეგ ისევ კათედრაზე მისვლა და ბეჭდის დარტყმა სიაზე და შემდეგ ნუ, გამოცდებზე გასვლა.
ჰოდა, იქ, სადაც მე არ ვიქმნი შარს, გერმანელები ხდებიან ფეთხუმები და ჯერ ვერ გაიგეს, ბოლო ჩათვლა კატედრაზე რატომ არ იყო და ბაკალავრებთან გამაგზავნსე. WHAT THE FUCK? რა მინდა ბაკალავრებში, Diploma ვარ, ბიძაჩემო :spy:
მერე ჩემი ანკეტა არ ჰქონდათ საერთოდ შედგენილი :lol:
მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ძველი მდივანი წასულა და ეს ორი ბატი 1 თვეა, რაც დასაქმდა... არაფრის აზრზე არ იყვნენ. :D
მერე დღეს მივედი კიდევ, დარჩენილი საბუთების მისატანად და პროფმა იკითხაო, რომელ სემესტრზეა საერთოდ, აქვს გამოცდაზე გასვლის უფლებაო? ჰა??? ამხელა კათედრა გაქვს, მლიაჰ, ერთი სტუდენტთა სიის ელექტრონულ ვარიანტი არ უნდა გქონდეს? გავოგნდი.
კიდევ კარგი, ხვალ აქვს ამ პროფს მიღების საათები. მივიდე, თავად გავარკვიო, თორემ ეს ქალი შარში გამხვევს.
ბოლო წერტილი დავუსვი კათედრაზე გერმანული ნიშანწყლის გამონახვას, როდესაც მდივანს საბუთების ორიგინალები და ერთი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ასლი ვაჩვენე. ნუ, თან ვუთხარი,ამ ასლს დავტოვებთქო და მომიბრუნდა და კარგიო, წავალ ახლა დავაქსეროქსებ ამ ასლსო.... oO oO oO
ვერ იყო, აი :D
ასე არეული მაღლივის სამდივნოები არ იყო ხოლმე :D
p.s. გუშინ მითხრეს,რომ სწრაფად ვსაუბრობ თურმე,რაც არანაირ სიახლეს არ წარმოადგენდა ჩემთვის. ფრიად სწრაფად ვსაუბრობ, მაგრამ ერთი პატარა :spy: იყო მანდ: ჩვეულებრივზე ნელა ვსაუბრობდი, მეთქი კარგად გაიგოსთქო და თურმე მაინც სწრაფი ტემპია :s :s :s ამაზე ნელა როგორ უნდა ვილაპარაკო? :D ცუდ დღეში ვარ :D
25.06.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
arada,saqartveloshi ers gonia ro egeti ambebi amrto iq xdeba da danarchen msoflios kide is,ro germanelebi mocesrigebuli xalxia:DDDD
AntwortenLöschen@ embrioni,
AntwortenLöschenuf, ეგრეა, მაგრამ ხანდახან ამათი მოწესრიგებულობა არ გაიშვას რა.
ზოგჯერ ისეთ სისულელეზე გარბენინებენ 2 კვირა და ზოგჯერ ისეთი საციცოცხლო მნიშვნელობის რამეს აფუჩეჩებენ, ვერ გაუგებ.
საქართველოში მზად მაინც ხარ, რომ ცოტა თავადაც უნდა მიდგე და მოდგე :D