უცნაურ... უცნაურ...
არტიდეაზე დავდე ადრე და ახლა ვეძებდი და ვეღარ ვიპოვნე. მოაშთეს :D
ჰოდა, იყოს აქ... მაინც :)
***
მე რომ შენ ვიყო, მოვიდოდი და გეტყოდი, რომ არსადაც არ მივდივარ. რომ შეიძლება შენ ხარ მშიშარა და გარბიხარ, ან მაგდებ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მოვალ და გეტყვი, რომ ვრჩები, იმიტომ, რომ ვიცი, ეს ყველაზე მეტად გჭირდება...
მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ის, რასაც მე გაძლევ, იმაზე გაცილებით მეტია, რაც კი ოდესმე ვინმეს მოუცია შენთვის და არცერთ, არცერთ ნამცეცს არ წაგართმევდი...
მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ყოველი ჩემი შენთან მოსვლა შენთვის ჩემგან სუსტს კი არა, ყველაზე ძლიერს მხდიდა...
მე რომ შენ ვიყო, მეცოდინებოდა, რომ შენი სიმშვიდე ვარ: ადგილი, სადაც დაღლილი, ძალიან დაღლილი მოდიხარ და ისვენებ...
მე რომ შენ ვიყო, არ გავიქცეოდი... იმიტომ, რომ როცა მე მე ვარ, გამბედაობა არ მყოფნის და გავრბივარ...
:)
09.07.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Dieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschenუპს... სამწ, დრო ვერ გამოვნახე, რომ აქ უკვე წაშლილზე მეპასუხა, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ავტორის უფლებას, ვტოვებ უპასუხოდ :)
AntwortenLöschenragac tbilia :)
AntwortenLöschenda me ra maintresebs ici,rato gvchirdeba xolme, ,,me ro shen viyo'' formulebi da rato ar shezliat tviton rc arian ise mixvdnen,ra gvchirdeba :P :P ???
an tvoton ro daceron rame msgavsi,ra saxe eqneba...prnciphsi eg ufro mainteresebs...
@ embrioni,
AntwortenLöschenნუ, იმასაც უნდა დავჯერდეთ ხანდახან, ჩვენი ნახერი "წერე და იკითხე"-ში არ გადაგვექცეს. კითხვაც ეზარება ზოგს, რისი დამწერები არიან :D
:(
ისე, მათი დაწერილი საინტერესო იქნებოდა