მმმ...
დღეს მინდა დავპოსტო ჩემი საყვარელი სუნამოების შესახებ.
საერთოდ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სუნამოებს, სურნელს.
ადამიანი თუ "ტკბილია", ორმაგად იოლად შევდივარ მასთან კონტაქტში. ვერ ავხსნი ამ ფენომენს, just, ყველა ადამიანს აქვს თავისებური სურნელი+ სუნამო და ეს ყველაფერი უნდა იყოს perfect.
მგონი, ყველა მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.
ჰოდა, გავაგრძელეთ. ჩემი 3 უსაყვარლესი....
1. Kelvin Klein - Euphoria Blossom
ძალიან თბილი, გემრიელი სურნელით. პრინციპში, უფრო ზამთრისააო, მაგრამ მე წლის ნებისმიერ მონაკვეთში სიამოვნებით ვხმარობ. რა თქმა უნდა, ტანსაცმელი უნდა შეურჩიო. მაგ.: კედები და ბოტასები თუ გაცვია, ცოტა ამოვარდება კონტექსტიდან. :)
2. Donna Karan (DKNY) - Be Delicious
მიეკუთვნება უფრო ცივ სურნელებს. იდეალურია ზაფხულის და გაზაფხულის სეზონებზე.
3. Carolina Herrera- 212 Sexy
ეს არის ჩემი პირველი სერიოზული სიყვარული, ჩემი "ყოველთვის მზად ვარ დავისხა" სუნამო. მიყვარს სიგიჟემდე. ახლა დამიმთავრდა და ვაგლახ, რომ ვერ ვყიდულობ.
ჰო, კიდევ სუნამოებს, ძირითადად, დაბ. დღეზე მჩუქნიან. მხოლოდ, ჩემი შეკვეთით :D წიგნებისა და CD-ების შემდეგ ყველაზე საყვარელი საჩუქარია. :როდისმოვა2ივნისივისურვოსმაილი: :D არ მიყვარს სიურპრიზი მსგავს შემთხვევაში. არ მიყვარს სუნამოები, რომლებიც იმდენად ქალურია, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ. დაახლოებით ისე, გრძელი შავი ქურთუკი რომ ჩამაცვან, pencil-ქვედა ბოლოში და რუჟებიან პერანგში გამოწყობილს :D საერთოდ სხვა სტილი მაქვს. ასე მაგალითად, ვერ დავისხამ შანელს. როგორც არ უნდა ვცემდე პატივს, just, 30ს გადაცილებული ქალის სურნელად მიმაჩნია და მომკალით.
ამ ყველაფერს აგვირგვინებს, ან შეიძლება პირიქით ითქვას, ხაზს უსვამს ჩემი აბსოლუტური ფავორიტი ლოსიონებში. მართალია, ლოსიონის და სუნამოს სუნი ერთმანეთში რომ არ აირიოს, სასურველია, ლოსიონიც იგივე იხმარო, რა სუნამოც გაქვს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა-გამონაკლისი, როდესაც ჩემი ლოსიონი სამივე სუნამოს უხდება. :mmmminlove:
ტადაააამ... Yves Rocher-ის Ming Shu
ასე თუ ისე მისაწვდომ ფასად იყიდება. საქართველოში არ ვიცი, რა ღირს. მანდ Yves Rocher-ში რომ შევედი, ემოციური შოკი მივიღე: მე რომ 1,5 ევროდ ტუჩის საცხს ვყიდულობ, მანდ 10 ლარი ღირდა :D
ახლა რაც შეეხება მამაკაცის სუნამოებს.
Hugo Boss- Man
ძალიან დამაჯერებელი სურნელია, დამეთანხმებით :D თავად მეტყველებს საკუთარ თავზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ იგი ერთადერთი სუნამოა, რომელიც ჩემი საციცოცხლოდ Number One-ს გვერდით დაუდგება.
არ მგონია გაგიკვირდეთ, რომ ჩემი უსაყვარლესი მამაკაცის სუნამო, ისევე როგორც, ალბათ, ბევრი სხვა ქალის, არის ....
აარის...
დიახ, Giorgio Armani- ACQUA DI GIO :inlove: :inlove:
ყველა დროის საუკეთესო სურნელი, ყველა დროის კლასიკა, ყველა დროის გამარჯვებული და არამც და არამც არა პაპსა: ამდენ ქალს დაეჯერება. ესე იგი, მართლა არის მასში რაღაც... something special ;)
20.07.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
yvelaze metad kacis sunamoebi mizidavs da ratomgac qalzec dzaan momwons :D
AntwortenLöschenise rac chamotvale ramodenime vici da mec dzaan momwons
:)
Yves Rocher, Ming Shu მიყვარს, სუნამოც და ტანის გელიც და მაზიც :)
AntwortenLöschenსუნაოებში კი Masaki Matsushima ჩემი ფავორიტია!
@ Dreamer Kikito, hmmm, მაგაზე არ დავფიქრებულვარ, სიმართლე გითხრა. არც თავად დამისხამს მამაკაცის სუნამო.
AntwortenLöschen@ Tomushka,
ისე, სუნამო არ მიხმარია, პარადოქს.
რაც შეეხება სახის კრემებს, არ ვიცი Ming Shu თუ აქვთ, მაგრამ, ზოგადად, Yves Rocher-ის ბევრი კრემი ვცადე და არცერთი არ მომიხდა. ვიშიზე გადავედი ბოლოს. (არც ეგ მაყვავებს,მაგრამ ყველაზე მეტ ეფექტს მაძლევს)
მოკლედ და კონკრეტულად, შენი არომატული პოსტიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო, რომ ყნოსვა მაქვს ძალიან ცუდი, აქედან გამომდნარე, სუნამოსაც არ/ვერ ვხმარობ. თუ ვისხამ, ისეთი რაოდენობით ვაკეთებ ამას, რომ ვყარვარ, არადა ამ დროს მე მგონია, რომ სულ ცოტათი შესამჩნევი არომატი დამკრავს. ამიტომ მივიგე გადაწყვეტილება, ჩემს "უნიჭო" ცხვირს აღარ დავუჯერო :P
AntwortenLöschen@ Zurriuss,
AntwortenLöschenმიენდე ჩვენს "ნიჭიერ" ცხვირებს და ამ 2 მამაკაცის სუნამოდან რომელიმე შეიძინე :D
ბევრს ნუ დაისხამ: ერთი (მაქსიმუმ ორი) შესხურება ყელის მიმართულებით ;)
'Be delicious' - ეს მაინტერესებს ძალიან, მწვანე ვაშლს რომ ვხედავ უკვე დარწმუნებული ვარ რომ მომეწონება, ცივი სურნელი თუ აქვს, მითუმეტეს :))
AntwortenLöschen@ Natalia,
AntwortenLöschenკი, ძალიან მოგეწონება... რავი, ასე მგონია...
თან ცივი სურნელი აქვს