10.08.09

მთვლელები ჩემს ბლოგზე

ვინაიდან დღეს საკმაოდ ბევრი ვიმეცადინე, თავს უფლებას ვაძლევ, დავპოსტო :D

მთვლელების გარდა სხვა რამეებსაც შევეხები, მაგრამ ამით დავიწყოთ.
რატომ მაქვს ბლოგზე 8 განსხვავებული მთვლელი?
ყველა ბლოგერისთვის მარტივი კითხვაა: მინდა ვიცოდე, ვინ შემოდის, საიდან შემოდის, რამდენჯერ შემოდის, რა საძიებელი სიტყვის გამო ხვდება ჩემს ბლოგზე?
მთვლელი მაძლევს feedback-ის თავად შეფასების საშუალებას, თუკი კომენტარები არ იქნება პოსტებზე.
ამასთანავე, კი, ვხედავ IP-ს, მაგრამ არასრულს.
შეიძლება ეს რამდენიმე მკითხველს დისკომფორტს უქმნის და მესმის ასე თუ ისე. არც მე მინდა, ყველგან ვფიქსირდებოდე. :) ჰოდა, ადგილი აქვს დილემის წარმოშობას: მე აუცილებლად უნდა ვიცოდე, ვინ მოძრაობს ჩემს სახლში და სტუმრებს არ უნდათ, მასპინძელმა მათი შემოსვლის შესახებ იცოდეს. :) რთული თემაა.

მე მქონდა წლების წინ შემთხვევა, როდესაც ძალიან მაინტერესებდა ერთ-ერთი ბლოგი და თან არ მინდოდა დავფიქსირებულიყავი. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რა თქმა უნდა. ხანდახან ვბედავდი და შევდიოდი, ხანდახან ვერ... :) არ ვიცი, ბლოგის პატრონი საერთოდ თუ აქცევდა ჩემს ვიზიტს და სტატისტიკებს ყურადღებას. არც ის ვიცი, ეს აღიზიანებდა თუ არა (წესით მართლა მაგიტომ არ შევდიოდი, რომ გაღიზიანების და "ეს კიდევ შემოდის" მომენტი არ შექმნილიყო), მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ თუ მომინდებოდა, უნდა შევსულიყავი... screw it... მერე რა რომ IP-ს ცოდნა სულ არ იყო საჭირო და მხოლოდ ქალაქის და ქვეყნის დაფიქსირებითაც ვიწვებოდი ?! :D

იმდენ რამეს ვუკრძალავთ თავს, რომ არ ღირს ძალით პრობლემების შექმნა.

+ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ბლოგი და საშუალება, ვწერო იმაზე, რაც ამ წუთას მახარებს ან პირიქით, მაცოფებს. :D ხშირად პოსტში ვდებ იმას, რასაც ადამიანს პირდაპირ ვერასდროს/არასდროს ვეტყვი. შეიძლება ეს ერთგვარი პრობლემაა: სხვის ბლოგზე საკუთარი თავის პოვნა... მაგრამ, It's me :)
გამოსავალი ხომ არსებობს, თან არა ერთი: ან საერთოდ ნუ შემოვლენ მთვლელოფობები :D ან სხვა IP, ან სულაც სხვა ეშმაკობები, რომლებსაც ჩემი მთვლელები ვერ უმკლავდებიან(იდეაში, ამ მესამეს, სულ არავინ შემოვიდეს, მირჩევნია... ძალიან ნიზკი რაღაცაა)...
მართალია, მე ამ სამი გამოსავალიდან არცერთი მხიბლავს, მაგრამ ყველა თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს...

I love when my friends read my Blog and leave comments... :)



ეს რაც შეეხებოდა მთვლელებს. კიდევ ორი სიახლეა ბლოგზე.
Kikitoland-ზე ეს პოსტი ვნახე და მომინდა მეც მქონოდა ბლოგზე ელ.ფოსტის მისამართი. ამისთვის შევქმენი ახალი Mail. :D ვინდაიდან, მოსაწონი ფოტო ვერ დავძებნე, ჯერ მხოლოდ Mail დავტოვე და შემდეგში საფუძვლიანად გადავქექავ ინტერნეტს :D

კიდევ, კვირაში ერთხელ sidebar-ში ციტატებს ჩავამატებ, რომლებიც დამამახსოვრდა/ჩავინიშნე წიგნის კითხვისას. ერთი პრობლემაა მხოლოდ: ობიექტური მიზეზების გამო ძირითადად გერმანულად ვკითხულობ და გერმანული ცოტა ისეთი ენაა, ბევრმა ბლოგერმა არ იცის... :)
არა უშავს, იგივე ციტატების ინგლისურად და-google-ვაც არის პერსპექტივაში, თუ არ დამეზარება.

ჰო, სულ ეს იყო...

2 Kommentare:

  1. მე მგონი ერთადერთი ბლოგერი ვარ, ვისაც ჰკიდია სერჩ-თერმები, ვინ საიდან შემოდის, რატომ შემოდის, ან რატომ არ შემოდის. ერთადერთი ტოპ.გეს მთვლელი მიყენია, რაც ყველა ბლოგს უნდა ჰქონდეს. ალბათ შენი მიზეზი გქონდა, როცა ვიღაცის ბლოგზე შესვლას ერიდებოდი, მაგრამ მაინც ბავშვობად მიმაჩნია :ლოლ: screw it - ეს სწორი მიდგომა გიპოვია

    AntwortenLöschen
  2. @ Sophie,

    მხოლოდ ტოპ.გე-ზე ჩანს IPები :)

    ხო, ის ამბები კარგა ხნის წინ იყო
    :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates