01.08.09

ვსe, მორჩა :D

მორჩა სემესტრი. დასრულდა წამება, თითქმის. მხოლოდ ორი მოკლე რაღაც და ეგაა...

ჰოოოდა, გუშინ ძალიან ისეთი დღე იყო: ბოლოჯერ მივედით პრაქტიკაზე გამოცდამდე. ვინაიდან ის ტიპი შვებულებაში მიბრძანდება. ჰოდა, ყველაფერი უნდა მოგვესწრო.

რამდენჯერაც შემოვიდა, იმდენჯერ რაღაც სხვანაირად მოუნდა ყველაფრის გადაკეთება. ანუ, დისტანციურზე ხან ერთ ღილაკზე უნდოდა მანქანის სისწრაფის დარეგულირება, ხან მეორეზე. მამენტ, ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც დავიღალე.

(საუბარია ამ დისტანციურზე)


ჰოდა, ჩემი მეწყვილე რომ წავიდა, კიდევ ერთხელ შემოიხედა და ბოლომდე სანამ არ გამამართინა პროგი, მანამ არ წავიდა :D ლოლ, და ძალიან საყვარლები ვიყავით, რაღაც დააპროგრამა და არ იყო სწორი და ჰმმმ... ესეთები რო ვუყურებდით და მე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ძალიან ვიამაყე თავით. თან ვუთხარი, რა სასიამოვნოა, რომ შენც გეშლებათქო :D

ძალიან უშუალოა ხოლმე, როდესაც თავის საქმეზე ფიქრობს და ძალიან კარგ აურას ქმნის იმისთვის, რომ დაჯდე და შენც იფიქრო.

მერე, რომ მოვრჩით, წამო ახლა და დაბლა ჩავიტანოთ, ვატაროთო... აქ დამერხა: საერთოდ ჩაინიკი ვარ თამაშებში, Facebook-ის ფეთსაც ვერ ვათევზავებ, რა wii-ს მანქანის ტარებაზეა საუბარი. მარამ მაინც ვატარე და რა სასაცილო იყო: ლექტორი და სტუდენტი შუა ჰოლში ატარებენ მანქანას :D
და ჩემთვის ორმაგად საამაყო და რაღაც ისეთი შეგრძნება, რომ ეს მანქანა რომ დადის, ჩემი დამსახურებაა (ნუ, იასნა, მთლად ჩემი არა, ჯგუფური სამუშაო იყო და ეს ტიპიც დაგვეხმარა).

მიყვარდა ჩემი თავი მთელი დღე. ახლა მთავარია შუქებიც დავუპროგრამოთ და ის ზეპირი გასაუბრება ჩავაბაროთ იმ ტიპთან და juhuuuuu :D მოვრჩებით :D




კარგი სემესტრი მქონდა. მეორე საგანში რაღაც პროტოტიპი უნდა გადაგვეღო ჩვენი პროექტისთვის და ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა ჩვენი, სადაც ბრმის როლი შევასრულე :D ჰოდა, საუკეთესოებს ლექციის ინტერნეტ გვერდზე დადებენ... juhuuuu :D

მაგრამ ახლა შემდეგი გამოცდები და ვაიმე, დედი, ნერვიულობები... და ჯერ არ დამიწყია სერიოზულად, ხვალიდან უკვე, უნდა ჩავუჯდე ძალიან დიდი მოტივაციით...

წინა ორი დღე sweet word-ების შეგროვებას მოვანდომე :P

და აღმომიჩინეს, რომ საერთოდ არ მაქვს სინაზის აღქმა, რადგან my beautiful flower-ით რომ მომმართოს ვინმემ, შეიძლება იქვე გონება წამერთვას სიცილისგან... რა ყვავილი, ბიძაჩემო :D :D
:mo:
გოგოებმა დააკომენტეთ რა, რა აზრის ხართ ამ შედარებაზე :chuckle: :D იმედია, მხოლოდ მე არ ვარ ფრიკი :D
თუმცა, უნდა ვაღიარო, ბოლოს საკმაოდ კარგი რამეები დაგვიგროვდა... :blush: already missing it all :user:


ჰოდა, გავედი ახლა, იმ იმედით, რომ ხვალ აუზზე წავალ და სანამ აუზზე წავალ, რამეს ვიმეცადინებ. სუ თავში უნდა ვურტყა წიგნები ჩემს ესოდენ ზარმაც თავს :D

14 Kommentare:

  1. ადრე მომწონდა ეგეთი კომპლიმენტები, მაგრამ ეხლა, შენი არ იყოს, სიცილით მოვკვდები, ვინმემ "მშვენიერი ყვავილი", "ჩემი პრინცესა", "კოკობი ვარდი" და კიდე მსგავსი რომ მიწოდოს.

    AntwortenLöschen
  2. ტაკს.
    პირელ რიგში გამოცდებზე წარმატებები :)

    კომპლიმენტს რაც შეეხება, კომპლიმენტი კომპლიმენტია, შეიძლება გესიამოვნოს კიდეც მასე რომ მოგმართოს ვინმემ,მაგრამ ძალიან როm გამეცინება მაგაშჲ დარწმუნებული ვარ :D

    AntwortenLöschen
  3. @ unaamagra, ჰაჰ, დიდი მადლობა რა, რომ დამიკომენტე. :)

    არასოდეს მომწონდა ეგეთი გაკიტჩებული კომპლიმენტები. "პრინცესაც" იყო ისე რეპერტუარში, მაგრამ ეგ უმტკივნეულოდ ამოიღეს :P


    @ female,
    მადლობა.

    აი, რა არის იცი? მე თვითონ ვინმეს თუ ვეფერები ან კომპლიმენტს ვეუბნები, სულ ვიყენებ ან აბსტრაქტულ ცნებებს და ან სულიერთან დაკავშირებულ ცნებებს. არასოდეს ვიყენებ უსულო საგნებთან შედარებას. ჰოდა, რავი, საშინლად მეხამუშება და ვიცი, რომ ფხუკუნით მოვკვდები ეგრე რომ მომმართოს ვინმემ :D

    p.s. კსტატი, facebook-ზე გავაკეთე სპეციალურად სამაგისო ტესტი: wich flower are U? ხოდა, დიდი ბოდიში რაა, beautiful კი არა, gorgeous flower ვარ მე :P :D :D

    AntwortenLöschen
  4. ნუ ხო , 21 საუკუნეში ძალიან ბანალურად ჟღერს (თურმე) ეგეთი მიმართვები :D. კომპლიმენტებიც დროსთად ერთად ვითარდება თურმე :P

    AntwortenLöschen
  5. @ G0dl1ke,

    ნუ, ახლა, აუდიტორიას გააჩნია, ანუ, ვინ ეუბნება და ვის ეუბნებიან :D

    შენ თუ გყავს გოგო, რომელსაც ასეთი კიტჩი ევასება, go ahead :P

    AntwortenLöschen
  6. ჰმ, არა იყოს ჯერჯერობით :D მისთვის უკეთესი რაღაცეებიც მომეპოვება უკვე :D

    AntwortenLöschen
  7. @ G0dl1ke,

    თუ ეგენიც მსგავსი კომპლიმენტებია, მაშინ good luck შენს გოგოსთან :D

    AntwortenLöschen
  8. They are Better :P Much Better :)

    AntwortenLöschen
  9. @ G0dl1ke,

    yeap, U've got them from a good teacher :P


    :S


    ყველაფერს იპარავენ რა ... გამოგწაპნიან და იყენებენ მერე უსპეშნად... :S

    AntwortenLöschen
  10. ვის რა მოსწონს, ვის რა :D იქნებ -ის ნასწავლები სხვას არ მოეწონოს :P რიავიცი. ალბათ მოსწავლეებიც კარგი გყავდა :P

    AntwortenLöschen
  11. @ G0dl1ke,
    როგორც ჩანს, მართლაც ნიჭიერი მოსწავლეები მყავს. თუ ზემო ორ კომენტს გავითვალისწინებთ, საკმაოდ კარგად ახერხებენ ნასწავლის შემდგომ ექსპლუატაციაში ჩაშვებას და გოგოების იმ ნაწილის მოქცევას, ვისთვისაც "beautiful flower"-ობა ერთგვარი ბედნიერება იყო...

    AntwortenLöschen
  12. არამგონია შენმა ნიჭიერმა მოსწავლეება ეგრე გაგიპუსწიაკონ შენი ნასწავლები :P,ა ნ ვაფშე ვინმეზე იხმარონ რეალურად :)

    AntwortenLöschen
  13. au pricesas tipis komplimnetebze sicilit vkvdebi ki ara zalian mexamusheba, pricesa ara .......:d:d:d:d:D:D exla amovicheme fiso, am bolo dros da kargad mxvdeba yurshi :P fiso komplimentebi momcons :d:d:d:D

    AntwortenLöschen
  14. @ nino, კიარადა, ფისო :D

    რა არის იცი? მგონი, ისეთი პონტია რა, ხომ არიან გოგოები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებიან? ჰოდა, ამათ კიდევ პრინცესა უნდათ რა, ციხე-კოშკში გამომწყვდეული, რომ მივიდნენ, იომონ და იხსნან გველეშაპისგან :D


    ან რავი, ხზ :D
    :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates