ეს არის დედოფალ ელისაბედის ფრაზა ფილმიდან: "Elizabeth: The Golden Age"
ისტორია არაა ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ მართლაც იბრძოლებდნენ პატიმრები, ალბათ.
08.08.08... რომ ეთქვა პრეზიდენტს, ყველა ქართველი პატიმარი გამოუშვით ციხიდან, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვისო, არ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტი აიღებდა ხელში იარაღს?
მე ვიცი: ძალიან ცოტა.
უმეტესობა იტყოდა: "ჩდშც, კაი ბიჭი ხელში იარაღს არ აიღებს, მაგრამ რუსეთის კარგის და კეთილის გინებაში ვუერთდები ძმებს პადიეზდთან"...
კიდევ ბევრი იტყოდა: "ამ მთავრობის გამო ვიომო, ტოო? მეტი დარდი არ მაქვს"
კიდევ ისეთებიც გამოინახებოდნენ, ომისას ცხინვალის ბინებიდან გამოტანილ, გაძარცვულ ნივთებს სახლში რომ დაიდგამდნენ და ცხოვრებას აიწყობდნენ რა... არ თქვათ, ეგრე არ იყოო, მაგალითად აფხაზეთის ომს მოვიყვან და ის ისტორიები Just, ტელევიზიით არ მომისმენია :)
ისეთებიც იქნებოდნენ, ვინც წავიდოდა და იომებდა და ისეთებიც, ვინც იდეოლოგიის, პაციფისტობის გამო იარაღს ხელში არ აიღებდა, მაგრამ სხვა ხერხით ეცდებოდა დახმარებას(დაჭრილების დახმარება და ა.შ.)
კი, ასეთებიც იქნებოდნენ უეჭველად, მაგრამ უმეტესობა მაინც "ჩდშც, არ ვიომებ" იქნებოდა...
და მე როგორც ქალი, ვსვამ აქ მწარე კითხვას: ამათ იმედზე ვართ???
სულ მინდა ასეთ ადამიანებს დავუსვა კითხვა ვაჟკაცობაზე. ანუ, რა არის მათთვის ეს ყბადაღებული ვაჟკაცობა და უფრო ყბადაღებული ქართველობა?
მე ასე ვიცოდი, რომ ქართველი კაცის ვაჟკაცობა იარაღის აღებაში, ომში წასვლაში და თვითშეგნების შესაბამისად ან ქვეყნის, ან საკუთარი ოჯახის, ან საკუთარი თვითშეფასების დაცვაში გამოიხატებოდა. ყველაზე დიდი სირცხვილი ომში არ წასვლა/გამოპარვა იყო და ცოტა შეუსაბამობაში არ მოვდივართ ვაჟკაცობის ახალ გაგებასთან?
მედალს კიდევ ყოველთვის ორი მხარე აქვსო და მეორე მხარე დიდი კდემამოსილი და ზნეობრივ მწვერვალებზე მდგომი ქართველი ქალის ასევე ყბადაღებული ფენომენია... ოღონდ ისეთის, შვილს/ქმარს/ძმას ცნობას რომ "გაუჩალიჩებს", რომ ვთქვათ, ჯარში არ წაიყვანონ მოტივით: "დედა მოგიკვდეს, იმ ცუდ მატრასზე როგორ უნდა დაიძინო?" ღირს კი ამათთვის ომი?
ცუდად ვფიქრობ, ხო? :user:
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
პირველ რიგში, გილოცავ ახალ დიზაინს! შეიძლება მთლად ახალიც არაა, მაგრამ მე ახლა შევამძჩნიე. :) მეორეც კიდე, ყველაფერში გეთანხმები, ძალიან ცოტა პატიმარი თუ იბრძოლებდა საქართველოსათვის. საერთოდაც,ომის პერიოდში ჩემთან, უზარმაზარ, მონსტრ სამსახურში ერთმა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა აიღო იარაღი და წავიდა საბრძოლველად! დანარჩენები აქ ისხდნენ, მბრუნავ სავარძლებში და ეკრანებს მიჩერებულები პატრიოტობდნენ! არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ეს ისე!
AntwortenLöschenდა საიდან მოიტანე რომ ”კაი ბიჭი იარაღს ხელში არ აიღებს?”
AntwortenLöschenar vici ra iqneboda, magram mgonia rom bevri ibrzolebda, maset kritikul momentebshi mgonia rom samshoblos gverdshi dadgebian patimrebic, sheizleba vinc garetaa is ufro ar dadges wina xazze, vidre vinc cixeshia. zogadad ki getanxmebi imashi rom bevri maseti cnobis mopovebaze iocnebebda da imashic, rom omshi qartvelebmac bevri saxli gazarcves da arc isini chadiodnen imaze nakleb sashinelebsb, rasac "mtrebze" vambobt.
AntwortenLöschenjobia ar dasva eg kitxva vajkacobase,tore pasuxs ro moismens(an pasuxebs),mere ufro sheshfoteful postbs dacer...:P
AntwortenLöschen@ Dv0rsky,
AntwortenLöschenხო, ცოტა გაუგრებრად გამომივიდა. იასნა, რომ იარაღს იღებენ ხელში. just, ომში და ჯარში წასვლაზე და იქ იარაღის არებაზე ვთქვი ეგ.
და საიდან ვიცი? მომისმენია თავად ე.წ.-ებისგან :)