ვოტ!
იმჰო, შემოვდივარ წინადადებით, რომ ყველა, ვინც სკოლაში 9 კლასს ვერ გაცდა და ოდითგანვე უჭირდა ლოგიკურად აზროვნება, მოხსნან მდივნობიდან. ან მე მახვედრებენ ხოლმე, "ტორმუზებს" და ან მართლა ყველა ასეთია. ნუ, ჩემი სამსახურის წითური მდივანი გამოვაკლოთ, ზუსტად იცის თავისი საქმე.
პოსტი "ავდექი, პირი დავიბანე, მერე ვჭამე" სტილისაა, ჰოდა, ვისაც არ უნდა, ნუ წაიკითხავს, მნე პოხ....
ვერ ვიტან დილით ადგომას.
+ დილით ადგომას და ბიუროკრატიული მარაზმების მოგვარებას. :puke:
ორგან უნდა წავსულიყავი დღეს. ორივე 12მდე მუშაობდა.
10-ზე ავდგები-მეთქი... პადუმაეშ, მაღვიძარას ხმა ხომ საერთოდ ვერ გავიგე, მერე გამეღვიძა როცა იყო და თავი არ ავწიე, კიდევ მეძინა და მივედი 12ის ნახევარზე.
მინდა, ქალს ავუხსნა, რომ ცოტა ისეთი სიტუაციაა, ჩემი საბუთები არაა, მაგრამ ვინც ამ საკითხზე მუშაობს, გარკვეულია უკვე და ეს ბლანდინკა იმენა არ მისმენს და მეკითხება, ის ადამიანი თუ იყო მათთან ბიუროში, ვისი საბუთებიც მივიტანე. ჰაჰ...
მეთქი არა, მე ვიყავი ადრე და დანარჩენი დააფაქსა საზღვარგარეთიდან. კიო, ეგ მესმისო, მაგრამ თუ იყო მაინც ჩვენთანო... :spy:
ოოო, დავიწყე აკრეფა... სახეზე რომ ღიმილს გამოისახავ ასეთი შინაარსით: "შენ შეუგნებელ თავზე გავიარე..." და ვუპასუხე, რომ არა, რადგან საზღვარგარეთიდან გამოაგზავნა, როგორც უკვე აღვნიშნე...
აააო, მაგრამ რა ვიცი, ხომ შეიძლება, ახლა არ იყოს აქ და 6 თვის წინ აქ ყოფილიყოო. ჰა?
მივხვდი, რომ ჰაზრი არ ჰქონდა ლაპარაკს. მომაჩეჩა რაღაც ფორმულარი და შეავსეო. ჩო ზა ხრენ!!! მძინავს, არ მიჭამია არაფერი და ჩემი დაბ.დღე არ მახსოვს, არათუ სხვისი... სანამ გამახსენდა, რომ საბუთებზე იქნებოდა სადმე მითითებული, დიდი მონდომებით ვაკლებდი 2009-ს 17-ს... მერე 18-ს :რამეშველება:
ჩემს უკან ეს ქალი სხვებს ძაბავდა და საერთოდ გავითიშე... დამავიწყდა, სიტყვა avoe :D:D:D:D:D და მეთქი, ვსe, რეკავ ახლა და just, გკარნახობენ. შევავსე, როგორც იქნა და ვაძლევ ამ ქალს, რომელსაც გვარი შეჰყავს კომპში და უიო, თქვენ ხომ უკვე იყავითო.... მეთქი, გამარჯობათ ქალბატონო, თქვენ ხშირად გეუბნებიან, რომ შიგ გაქვთ ხომ?
ნუ, ამასობაში გადასცდა 12-ს... მაინც წავედი კათედრაზე, მეთქი ისე ვიკითხავ მაინც... თურმე სულ ტყუილად... სამშაბათს მოდიო, ახლა აქ გამეჩითა ძალიან ჭკვიანი "სეკრეტარშა". კიდევ კარგი მითხრა, სამშაბათს სხვა დაგხვდებაო... ამას ვერ გავაგებინე, რომ Proff-მა მომწერა უკვე, რომ აქ არ იქნება, მაგრამ რომ მაგისი ხელმოწერა არაა გადამწყვეტი. ამ ქალმა კიდევ დიდი მონდომებით დაიხვია ხელზე ის ფაქტი, რომ Proff შვებულებაშია... :მეორედ მომინდა იმ კითხვის დასმა:
მერე მეტროში თვალები დავხუჭე და რომ გავახილე, ჩემს წინ ვიღაც ქალი იჯდა და კბილებს იწმენდდა ძაფით. :( შემდეგ შედეგი კარგად დაათვალიერა სარკეში :puke: თვალები დავხუჭე, რომ გული არ ამრეოდა...
სახლში მოვაღწიე და ვინაიდან, საშინლად ციოდა და მე თურმე ყავის საფილტრი ფურცლები დამმთავრებია და ვერ გამოვფიზლდებოდი შესაბამისად, წამოვწექი 1 საათით, დასვენების მიზნით და მეძინა 5 საათი...
ახლა არც ყავის ფილტრი მაქვს, არც სარეცხი მანქანისთვის მონეტების ყიდვა გამხსენებია და არც იმ ფურცლების რაოდენობა შემცირებულა, რომლებიც უნდა დავიზეპირო...
I'll be damned ...
საზიზღარი და "მოტივაციის მკვლელი" დღე იყო...
04.09.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ცუდია ესეთი დღეები, მაგრამ რავი თავი გაიმხნევე, მე ეგრე ვაკეთებ ხოლმე :D
AntwortenLöschen@ clown,
AntwortenLöschenხო... სხვა რა გზა მაქვს...
თან ფილტრის ფურცლები ვიშოვე და მიხარია.
უფ, სეკრეტარშებზე რა ძალიან მართალი ხარ :( მეც ბევრჯერ მონია გამოშტერებულებთან ურთიერთობა.
AntwortenLöschenლოლ :)) ჩემი წინა სამსახურის ’სეკრეტარშა’ გამახსენდა :))) იმან იცოდა რა უნდა ეკეთებინა სამსახურში, მაგრამ იმის მეტი - ნწ, ვააბშე :)))
AntwortenLöschenuh, isedac ro egre xar da kide ro es mdivnebi girtuleben da gimateben :| hoda sashinlad ciodao :O gamikvirda, egre civa ukve mand? kiarada at least xo gammoizine 5 saatit, aegre :D
AntwortenLöschen@ ბაბისა,
AntwortenLöschenაქ ისე არაადექვატურად ცივა ხოლმე...
გუშინ აცივდა. კიარადა, მე არ ვარ მცივანა, მაგრამ გუშინდელიდან ჩემთვისაც კი ცივა...