16.09.09

თეთრი და წითელი ნაწილაკები

მახსოვს, 2 წლის წინ პირველად რომ მივედი სამსახურში და მონაცემების შეყვანისას ჩემს ტოლ პაციენტს წავაწყდი, რომლის ბოლო ფორმულარიც უნდა შემეტანა ბაზაში, ძალიან ვინერვიულე. მაშინ 23ის ვიყავი და ჩემი ტოლის ბიჭის ცნობებში კითხვის გასწვრივ: "გარდაიცვალების მიზეზი: CML-ი" უნდა დამესვა ნიშანი. მერე დრო გავიდა, ჩვეულებრივ შემყავდა ახალი ცნობები...

მერე უკვე მონაცემთა დამუშავება რომ დამავალეს და მეორე პროექტი "გარდაცვალების მიზეზების გაწმენდა, დამუშავება, სტატისტიკები" იყო, ხშირად ექიმების სისულელეებზე ბევრჯერ გამიცინია: "გარდაიცვალა ლაიპციგში" ... ჰა??? WTF? რა შუაშია ლაიპციგი? მიზეზები მაინტერესებს. აქაც მეორე პლანზე გადაიწია ფორმულარებს ამოფარებულმა ადამიანმა...


მერე ძალიან დიდი ხანი რემისიების პროექტი მქონდა. აქ უკვე გადარჩენილების და ჯერ კიდევ ცოცხლების და რეციდივიდან გამოსულების სიხარულის სუნი ტრიალებდა.


მერე იყო AML (Acute myeloid leukemia)... აქ ყველაფერი უფრო სწრაფად და უფრო უიმედოდ ვითარდება, ვიდრე ქრონიკული შემთხვევისას... ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ერთი ქართველი გოგოს ALL... და თავიდან შემომილაწუნა ყველა შევსებულმა ფორმულარმა...


მაგრამ მიდიხარ, მუშაობ, სტატისტიკებს ითვლი... რამდენი დარჩა კიდევ ცოცხალი... და მერე სახლში წამოსვლისას ყურსასმენებში ვიღაც მღერის უდარდელად... ტანსაცმელივით იხდი ამ ადამიანების ისტორიებს და ტოვებ მომდევნო სამუშაო დღემდე სკამზე გადაფენილს...

2 თვის წინ პირველი სუიციდის ფაქტი მომხვდა ხელში, მოხუცი ბაბუის, რომელსაც აღარ უნდოდა...

ისევ ჩვეულებრივ მივდიოდი... ხანდახან მახსენდება ხოლმე ის ბაბუ...


გუშინ ფილმზე დამპატიჟა მეგობარმა. ეს პირველი და უკანასკნელი მელოდრამა იყო, რომელიც კინოში ვნახე. კიდევ კარგი ჩემს გარდა მთელი დარბაზი მოთქვამდა, თორემ შემრცხვებოდა ძალიან...
ფილმი იყო ლეიკემიაზე (APL): My sister's keeper ერქვა და აუცილებლად წავიკითხავ წიგნსაც.

ძალიან კარგად გაკეთებული ფილმი იყო, ჩემის აზრით... მე ორმაგად დამთრგუნა, იმიტომ რომ ვიცოდი, დღეს CML-ზე უნდა მემუშავა. ყველა, მხოლოდ ნომრით ცნობადმა პაციენტმა რეალური სახე მიიღო... მაგრამ...



მივედი, ვიმუშავე, წამოვედი... ახლა ჩარკვიანს ვუსმენ... ალბათ, ასეც უნდა იყოს... თორემ შეიძლება გაგიჟდე... ან, იქნებ, უნდა გაგიჟდე?! უნდა გტკიოდეს განუწყვეტლივ?!


არ ვიცი...


შეიძლება ის, რომ ეს სტატისტიკა რაღაც თუნდაც მცირედ წვლილს შეიტანს ამ ომში, არის უკვე ჩვენი გაკეთებული საქმე?? ან იქნებ, მეტს უნდა ვაკეთებდეთ???



არ ვიცი...




პ.ს. არავის ცრემლის გამომყოფებზე დაბიჯების განზრახვა არ დევს ამ პოსტში...
just...

4 Kommentare:

  1. ხოო მეც მიფიქრია იმაზე თუ რატო კვდებიან ასე დაუნდობლად ადამიანები :|
    მაგრამ თუ ისეთი სამსახური გაქვს რომ ითრგუნები, არც უნდა იფიქრო არავის სიკვდილზე და უბედურებაზე... :))

    AntwortenLöschen
  2. აუუ, ისე ვითრგუნები ეგეთ ისტორიებზე, ადრე გადაცემას ვუყურე მასეთ ბავშვებზე, გაფითრებულები რომ არიან და თავზე თმა არ აქვთ და თვალებში დიდი სევდა და დარდი ,უჰ........ წარმომიდგენია როგორ ხარ, მაგრამ, მართალი ხარ, მასეც უნდა იყოს , რომ არ ”გაგიჟდე” და უნდა მოიშორო შინ ეგ განწყობები როგორმე ))

    AntwortenLöschen
  3. როცა სიკვდილთან ახლოს ხარ, როცა ეს უბრალოდ სამუშაოა, ბუნებრივია მძაფრი განცდები ვერ გექნება.
    ეს ნორმალურია, სხვანაერად მუშაობას ვერ შეძლებს ადამიანი.
    დღე ჩვეულებრივად გრძელდება.

    ალბათ ხანდახან ძნელია :(

    AntwortenLöschen
  4. zustad ati clis cin dakali garadamecvala leikeemiit xooda dgemde sazarel da enitaucerla cud gancdebs icvevs chemshi daavadebis saxelis gagoneac ki :S:S:S:S qriss shen gazleba mara ras izam samsaxuria...da...cxovrebac grzeldeba:):)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates