თავზე მათენდება თითქმის. უცებ გაგას ლექსები გამახსენდა. პირველი კრებული არ მაქვს და ფორუმზე მის თემას მივაშურე. უკვე მეასედ ვაღიარე რომ "არა, მეგობარო" ჩემი ფავორიტია და გავაგრძელე კითხვა.
უცებ წავაწყდი ჩემს ძველისძველ პოსტს, რომელიც ორიგინალში უნდა გადმოვიტანო, თორემ ისე ეფექტს კარგავს :D
"ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ლექსები დადო.
პირველად წავიკითხე და მართლა ძალიან ლამაზი და რაღაცნაირად თბილი იყო ყველაფერი...
იმედგაცრუებაც ბევრი იყო ჩემთვის მანდ და ცრემლიც...
და ცხოვრება იყო, რაც მთავარია...
ნუ, ყველა ისე ხედავს, როგორც შეუძლია... "
looool
სად შემიძლია, იმჰო :D
ნეტა, რატომ არავინ შემომცხო, რას ბოდავ, დეიდაო? :D
ბონუსად, ლექსი :)
არა მეგობარო
(გიო იოსელიანის ხსოვნას)
არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება - მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.
არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.
არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.
არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.
არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.
არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ონება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.
გაგა ნახუცრიშვილი
sulac ar bodav "deida" :P
AntwortenLöschenmec <3 gaga
ძალიან კარგი ლექსია :>
AntwortenLöschenuff,mec miyvars gaga...
AntwortenLöschensul pirvelad mec ,ag leqsit gavicani da kide ,,var napoleonit''...
xoooda,imoqmedes :)