ganz und gaaar nicht
:(
კიარადა, ეს არის ჩემი ყველაზე ხშირად ხმარებადი წინადადება :D
ჰოდა, ვაიმე, ვაიმე....
პანიკა მაქვს... ორშაბათი მოდის და 15:30-ზე მაქვს პირველი გამოცდა და ფათაააახ....
აი, ისე მეშინია, ისე, რომ ვერც აღვწერ...
ორშაბათს მაგ დროისთვის ყველამ გამომიგზავნეთ თქვენი პოზიტივი :user: (საქართველოს დროით 17:30, რომ არ აგერიოთ :P)
ახლა არ ვიცი, კვირა საღამო განტვირთვაში გავატარო, თუ კიდევ ერთხელ გადავხედო ყველაფერს? ძალიან არ დავიძაბო-მეთქი, ვორჭოფობ...
ესე იგი, არსებობს სამი ადამიანი, რომელიც ასეთ დროს ყველანაირად მამშვიდებს:
1. მამაჩემი- ლოგიკით "არ ინერვიულო. ჩააბარებ და თუ ვერ ჩააბარე, მერე რა??? თუ ასე ინერვიულე და მოკვდი, რაღად გენდომება მერე დიპლომი?!" :Iadoremydad:
ერთხელ კოლოქვიუმისთვის ვსწავლობდი და ძააალიან ვნერვიულობდი. თან ვერ ვასწრებდი და დედაჩემმა თავი გაიგიჟა, გაათენე და იმეცადინეო. მამაჩემმა კიდევ, რომ ნახა, რომ გაჭედვის პირას ვიყავი: კოლოქვიუმის თავზეც გავიარეო, დაიძინე ახლა, ხვალ მიდი და თუ ისეთი ბილეთი შეგხვდა, რომელიც იცი, დაწერე, თუ არა და გადააბარებო. ნახა ამანაც პრობლემაო :D
ჰოდა, ეგრე მოხდა ზუსტად და მშვიდად გამოვედი აუდიტორიიდან, მამაჩემის დაბრო ხომ მქონდა, დაწერილი კოლოქვიუმი თუ არა? :D
2. დოლორესის ბიოლოგიური და ჩემი სულიერი დედა, ანუ ნინო. უუუმშვიდესი ქალი, რომელიც ყოველთვის ისე დაგმუხტავს, რომ შენს თავში აღმოაჩენ არარსებულ რესურსებს და გამოიყენებ ბოლომდე :D
3. ადამიანი, ყვეეელაზე მშვიდი ხმით მსოფლიოში (სანამ წყობიდან გამოვიყვან :D), გადამდები სიმშვიდით, რომელიც იიიისე სასტიკად მენატრება, რომ ნარკომანი ადამიანისთვის წამალზე უარის თქმა ჟურნალია ამასთან, იმჰო...
ამ შუაღამეს მამაჩემს ვერ გავაღვიძებ... ვერც ნინოს... მშვიდს ვერ/არ... ჰოდა, წავჩანჩალდი ასეთ აფორიაქებულ ნოტაზე საწოლისკენ მე...
პ.ს. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგადად, აფორიაქებული და მოძრავი და ნერვიული ადამიანები, მაგ. ისეთები, როგორიც მე ვარ, ჰაერივით საჭიროებენ მშვიდ ადამიანებს გვერდით?
11.09.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
თუ ნერვები აღარ შეგრჩება რაღათ გინდა დიპლომი? :\
AntwortenLöschenწარმატებებს გისურვებ, დარწმუნებული ვარ ჩააბარებ ^^
:* :* :*
sacyaloo...
AntwortenLöschenchaabareb aba ras izam :)
xooda,mec vedzeb xolme mshvid adamianebs da chemda chirad sul gadareulebs vpoulob :D
gamogigzavni pozitivs orshabats :uhu: warmatebebi shen da simshvideebi bevri :))
AntwortenLöschenმამაშენის ლოგიკა ყველაზე მაგარია. ასეა.
AntwortenLöschenჯერესერთი აუცილებლად ჩააბარებ, და რომ ვერ ჩააბარო რა მოხდება? ისეთი არაფერი, რასაც ვერ მოევლება. ნერვიულობა და დაძაბულობა კიდე ენერგიას წაგართმევს და ძალების მოკრებას ვერ მოახერხებ.
სუნთქვითი ვარჯიშები მშველოდა მე და ყველაფრის დაკიდება. ჩემი აზრით ბოლო დღეს თავში ძალით ჩატენილი ცოდნით გამოცდა არ ბარდება, ნერვებს აზიანებს და განგაშის გრძნობა გაგაწამებს. დაისვენე ერთი დღე საერთოდ. გათავისუფლდი ამ ფიქრებისგან და წინა დღეს შეგიძია მშვიდად გადახედო ყველაფერს. ეგ მეთოდი მაქვს გამოყენებული უამრავჯერ და ყველაზე ნაღდია.
ყველაზე ცუდი ნიშნები მაშინ მაქვს მიღებული წინა დღეებში რომ წიგნებიდან არ ვყოფდი ცხვირს და ნერვიულობით ვკვდებოდი.
დიდი მადლობა, ბლოგერებო, გამხნევებისთვის :*
AntwortenLöschen:ნირვანანირვანა:
მამის აზრს ვეთანხმები მეც, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი.
AntwortenLöschenაი პანიკამდე რომ ვნერვიულობ ხოლმე, უცებ შევეშვები და ვიძინებ, მეორე დღეს ყველაფერი კარგად მთავრდება. მერე ვფიქრობ, ღირდა ამდენ ნერვიულობად?
არ ღირს, ნამდვილად. მითუმეტეს გლობალურად რომ შევხედოთ – ერთ–ერთი მოირიგი გამოცდაა რა, ესეც გაივლის.
დამაგვიანდა მაგრამ მაინც გიგზავნი მუსკულებიან პოზიტივს, რომელიც გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარება. :)
AntwortenLöschen