დიდი მადლობა ქრის მოწვევისთვის!
sorry, ამდენი ხანი რომ ვერ მოვაბი თავი. იცი რატომაც და მადლობა რომ გესმის ჩემი.
ნუ აქ ახლა მეგობრობაზე არ ვილაპარაკებ, საკმარისად დაპოსტე მეგობრობაზე, მეგობრებზე და ჩვენს საერთო "საუკეთესო მეგობარზეც".
ესეც არაა ახალი თემა!
მაგრამ ...
რადგან კომენტარების დადებასაც ვერ მოვაბი თავი, ყველაფერს ერთად დავწერ.
ანუ დიდი კომენტარი ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე
ნუ ქალი რომ არ ყოფილიყო მოწყენილი ადამი ახლაც სამოთხეში იჯდებოდა...
კაცებო, დღეს არავინ შეგიქმნის ქალს!...
და ქალი რომ არ ყოფილიყო და ქალი რომ არ ვიყო, ახლა ამ პოსტსაც ვერ დავწერდი.
ამას წინათ რომელიღაც ბლოგზე წავიკითხე რჩევები მამაკაცებისთვის, "როგორ შევაბათ ქალი"!
ბევრი ვიცინე, იმ რჩევების მიხედვით ვერც ერთი კაცი ვერ შემაბამდა!
ნუ ქვის ნამდვილად არ ვარ და ნამდვილად მამაკაცები მომწონს! მაგრამ ყველა ქალი ინდივიდუალურია (მიუხედავად იმისა რომ კაცები ამას ვერ ხედავენ ან არ ხედავენ!) და დაზეპირებული კომპლიმენტებით მამაკაცებს რამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, არიან მამაკაცები რომლებიც ფლირტის ხელოვნებას ფლობენ, მაგრამ ისინი განსხვავებით დაზეპირებული კომპლიმენტებისგან, ჯერ აკვირდებიან ქალს როგორია, ცდილობენ მისი ხასიათი გაიგონ და იმის შესაბამისად იწყებენ ფლირტს (ნუ არსებობენ ჭკვიანი მამაკაცებიც!)
ქალი...
ქალების უმრავლესობა იმითაა დაკომპლექსებული , არის თუ არა ის საკმარისად ლამაზი!
არ მოგწონს საკუთარი კეხიანი ცხვირი, გაქვს არც თუ ისე თეთრი კბილები , მონგრეული ფეხები, დიდი უკანალი, თხელი თმა, არ ხარ ქერა და ათასი სისულელე და წვრილმანი რომელიც თავში გიტრიალებს და საკუთარი თავის გამოჩენის საშუალებას არ გაძლევს. ამ დროს კი ქუჩაში შეგხვდება შენზე ბევრად უფრო მსუქანი და უშნო ქალი, რომელსაც გვერდით ძალიან მაგარი ტიპი უდგას და ფიქრობ "მე რატომ არავინ არ მყავს!" და ნერვებმოშლილი დაწყებულს დიეტასაც არღვევ...
კაცი...
"რა უნდათ ქალბეს თვითონაც არ იციან!" მამაკაცებისთვის თავის დასამშვიდებელი,საყვარელი გამოთქმა და არც ერთი მათგანი არც ცდილობს გაიგოს რა უნდა ქალს. არადა ქალს სწორედ ეს უნდა, მამაკაცს მისი ესმოდეს
ცხოვრების გასაადვილებლად, არსებოს კატეგორიები, რომლის მიხედვით ამა თუ იმ ქალს თუ მამაკაცს დიდ თუ პატარა ქვაბში დაახარისხებ და იტყვი ეს ჩემი ტიპი არაა!... მაგრამ იმის გასაგებად,შენ დიდი თუ პატარა ქვაბის თავსახური ხარ ვერანაირი ტესტი და კატეგორია ვერ დაგეხმარება, გარდა საკუთარი თავისა.
ჩემმა ერთმა ნაცნობმა თავისი ქმარი ინტერნეტით გაიცნო, და იმ კაცებიდან აირჩია, რომელიც "ფილტრის" შესაბამისად ყველაზე ნაკლენად ესადაგებოდა და მათი ურთიერთობა წარმოუდგენელი იქნებოდა!არადა ,არაჩვეულებრივად უგებენ ერთმანეთს და დღესაც ძალიან ბედნიერები არიან.
არ არსებობს არანაირი ტესტი და კატეგორია, რომელიც შენთვის სასურველ ქალს და მამაკას გაპოვნინებს. ყველაზე კარგი ტესტი საკუთარი თავი და გამოცდილებაა.
და მთავარი No-Go!
შეცდომები რომლებიც ყველაფერს აფუჭებს!
ნუ მე რა შეცდომები დავუშვი არ ვიცი, ნუ რომც ვიცოდე აქ ნამდვილად არ დავწერ...
საკუთარი გამოცდილებიდან
No-Go სია ანუ შეცდომების, რომლებიც კაცებმა ჩემთან დაუშვეს:
No-Go! თუ ცოლი გყავს! და თან ორი შვილით!
No-Go! როდესაც ახალ შეყვარებულს უყვები შენს ყოფილზე.
No-Go! როდესაც დათვივით თმიანი ხარ. ცხოვრება განვითარდა და ჯუნგლებში აღარ ვცხოვრობთ.
No-Go! როდესაც 7 სხვადასხვა ბოზთან დადიხარ და ამას თან სიამაყით მეუბნები.
No-Go! როდესაც მაინც იგივეს მეკითხები,როცა უკვე გიპასუხე და თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ ნერვები მეშლება როცა ერთი და იგივე კითხვას რამდენჯერმე მიმეორებენ.
No-Go! დაზეპირებული კომპლიმენტები.
No-Go! როდესაც არ მისმენ რას გეუბნები და შენ თვითონ ფანტაზიორობ რა შეიძლება მეფიქრა.
No-Go! როცა არ შეგიძლია მოითმინო როცა ცუდ ხასიათზე ვარ და უარესად მიშლი ნერვებს.
No-Go! ყურადღებას არ აქცევ როცა რამეზე არას გეუბნები, გგონია რომ კის ვგულისხმობ.
No-Go! არ მომატყუო, შეცდომას უფრო ადვილად ვპატიობ ვიდრე ტყუილს.
და რა ვიცი კიდევ რამდენი No-Go, ყველაზე კოშმარი ისაა რომ თავიდანვე გეუბნები, თუ გინდა რომ ჩემთან ურთიერთონდა გამოგივიდეს რა არ მიყვარს და რა მიყვარს.ჩინურად ნამდვილად არ ვამბობ ამ ყველაფერს და ძნელია რომ გაიგო?
ვიცი რომ შენც უამრავი No-Go გაქვს და თუ არ მითხარი, არ გაგიკვირდეს, რომ მეც გავაკეთო ის რაც ნერვებს ძალიან გიშლის. შენგან განსხვავებით მოსმენა ვიცი და თან ყურადღებით.
მოკლედ ეს იყო ჩემი No-Go კაცების მიმართ.
იდეალური არავინაა,
აქ ფილოსოფოსების გამონათვაბების წერას არ დავიწყებ
რომ შენი თავი რომ უნდა შეიცნო და ასე შემდეგ...
რომ ყველა ქალი ლამაზია და რომ მასში ეს სილამაზე უნდა დაინახო და თუ ვერ ხედავ შენ ხარ ბრმა.
არ დაელოდო სანამ შენთან თვალის ექიმი მოვა და გეტყვის: "აი შენს მარჯვნივ რომ ქალი დგას ძალიან ლამაზია და ერთმანეთს ძალიან უხდებით" ან ისეთ სათვალეს მოგცემს რომლითაც მარტო "იმ ერთადერთს" დაინახავ...
შენ თვითონ შეხედე სად იყურები , ვის უყურებ და რას გეუბნება...
და მითხარი შენი No-Go!
მოკლედ სულ ამის თქმა მინდოდა
The Woman in Red
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ქრის მოკლედ სულ ეს იყო!
AntwortenLöschenუამრავი შეცდომა მექნება წერის დროს, სამსახურში ერთი საათით ვაგვიანებ უკვე და ვეღარ ვასწორებ...
იმედია ისეთი კოშმარი არ დავწერე ეგრევე რომ წაშალო...
@ ნანიკო,
AntwortenLöschenმადლობა დიდი.
სულ ღიმილით წავიკითხე. :D
ზოგ ადგილას შვებით ამოვისუნთქე, რომ რამდენიმე No-Go არ მქონია. კიიიდევ კარგი :D
კარგი პოსტ იყო, კარგად იკითხებოდა და თან ვეთანხმებოდი ავტორს გზადაგზა :))))
AntwortenLöschenმიყვარს მოფლირტავე მამაკაცები, მაგრამ ცუდი ისაა, რომ როგორც წესი, ასეთები ძალიან ”ბაბნიკები” არიან და ამ ფლირტს ხშირად არ აქვს გაგრძელება. მთავარია იცოდე ეს და ფლირტზე არ ააგო სურვილები და ოცნებები, რაც ხშირად ემართებათ გოგოებს, თან პატარა გოგოებს :)))
რაც შეეხება მამაკაცებს, არ მინდა ყველა ერთად განვიხილო, მაგრამ მათი უმეტესობა თითქმის ერთნაირია, გამოსავალი ისაა, რომ ჩვენ ვისწავლოთ მათი ენა და მიდგომა მათთან, ზედმეტად ეზარებათ რომ გაგვიგონ :\ იმედი? - იმედი -გამონაკლისებზე :)))))
"ისე მიყვარხარ როგორც მაწონი" – რა, ცუდი კომპლიმენტია? :)
AntwortenLöschen[quote]"რა უნდათ ქალბეს თვითონაც არ იციან!" მამაკაცებისთვის თავის დასამშვიდებელი,საყვარელი გამოთქმა და არც ერთი მათგანი არც ცდილობს გაიგოს რა უნდა ქალს. არადა ქალს სწორედ ეს უნდა, მამაკაცს მისი ესმოდეს[/quote]
AntwortenLöschenყველა კაცი ეგეთი ტვინით დაავადებული არაა :\
P.S ძალიან კაი პოსტი იყო ^^
mshvenier :)))
AntwortenLöschengansakutrebit momecona
No-Go! როდესაც მაინც იგივეს მეკითხები,როცა უკვე გიპასუხე და თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ ნერვები მეშლება როცა ერთი და იგივე კითხვას რამდენჯერმე მიმეორებენ.
No-Go! როდესაც არ მისმენ რას გეუბნები და შენ თვითონ ფანტაზიორობ რა შეიძლება მეფიქრა.
No-Go! როცა არ შეგიძლია მოითმინო როცა ცუდ ხასიათზე ვარ და უარესად მიშლი ნერვებს.
- eseni mgoni yvelas sachirs : ))
ho kide ra - es iseti temaa bevris tqma sheidzleba - magram albat mainc mtavari - gageba, meoba da chaxutebaa :D
@ ქრის,
AntwortenLöschenარც ერთ ქალს არ ვუსურვებდი მაგ რამდენიმე No-Go ს. მაგრამ კარგი გამოცდილება იყო, მამაკაცის მოსმენა ვისწავლე და იმის გაგება რა უნდათ!
@ ბაბისა,
[quote] გამოსავალი ისაა, რომ ჩვენ ვისწავლოთ მათი ენა და მიდგომა მათთან, ზედმეტად ეზარებათ რომ გაგვიგონ :\ იმედი? - იმედი -გამონაკლისებზე [/quote]
გეთანხმები , რომ ჩვენ, ქალებმა უნდა გავუგოთ მამაკაცებს, მაგრამ ეგ გამოსავალი არაა! არამედ ორივე უნდა უსმენდეს და უგებდეს ერთმანეთს. ბევრი ისმენს მაგრამ ვერ იგებს. ქალის და მამკაცის ურთიერთობა ორმხივია, აქედან გამომდინარე არ შეიძლება მარტო ერთი უგებდეს და მეორე არა.
@ ჯორჯ პაიკი,
AntwortenLöschenშენ რომ გითხრას ქალმა, რომელიც მოგწონს :_ "ჯორჯ , მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც ნანიკოს გაკეთებული ისპანახის რულეტი!" მოგეწონება?
რას ეტყვი,_ კი საყვარელო ნანიკო კარგ რულეტს აკეთებს!
@ clown,
მეც იმედი მაქვს, რომ ყველა კაცი ეგეთი ტვინით დაავადებული არაა!
აუაუ, მამრებმა დადონ რა თავინთი No-Go
AntwortenLöschen:D
მაგრად ვიხალისებდი
:D
ძალიან საინტერესო პოსტი იყო : D
AntwortenLöschenბევრ რაღაცაში გეთანხმები =D
[quote]"რა უნდათ ქალბეს თვითონაც არ იციან!" მამაკაცებისთვის თავის დასამშვიდებელი,საყვარელი გამოთქმა და არც ერთი მათგანი არც ცდილობს გაიგოს რა უნდა ქალს. არადა ქალს სწორედ ეს უნდა, მამაკაცს მისი ესმოდეს[/quote]
აი თუნდაც ამაში =D
მაგრამ მადლობა ღმერთს ყველა ასე არ ფიქრობს და გამონაკლისებიც არსებობენ