გუშინ ჩამოვწერე იმ 5 წიგნის სახელი, რომელთა წაკითხვაც აუცილებლად მინდა წლის დასრულებამდე და ვინაიდან, დღეს დაანონსებული პოსტების დღეა, აქაც ჩამოვთვლი ბარემ.
ესე იგი:
- 99 Francs -Frederic Beigbeder
რატომ? - სხვა 2 წიგნი წავიკითხე ბეგბედერის და მომეწონა. მსუბუქიცაა და თან საყვარლად ცინიკოსობს. ეს წიგნი მისი საფირმო ნიშანია :) - My Sister's Keeper-Jodi Picoult
რატომ? - We love Drama :D ფილმის ტრეილერის ნახვის მომენტიდან მინდა წიგნის წაკითხვაც. ვიცი, რომ ტირილით მოვკვდები. ისიც ვიცი, რომ ბევრისთვის ბანაულურია მწერალი, რომელიც საცრემლე ჯირკვლებზე გვადგამს ფეხს, მაგრამ მე თუ მინდა? :D თან ლეიკემიის თემაზეა... მომეცით ცოტა ტრაგედია, ცოტა ოჯახური დრამა, ცოტა პირველი სიყვარული და უწი-პუწები და მე ვიქნები თქვენი წიგნის ფანი :D
Anyway, შთაბეჭდილებებს აქ დავწერ მერე -
And the Hippos Were Boiled in Their Tanks-Jack Kerouac and William S. Burroughs.
რატომ? - ბიტნიკების ღმერთის და ერთ-ერთი ვიცე-ღმერთის ერთობლივი ნამუშევარი. ამის არ-წაკითხვა შეუძლებელია. ბიტნიკებით ჩემი დაინტერესება აგერ უკვე 1,5 წელს ითვლის :D რა ბევრია, ხომ ? ჰოდა, ოლიმპის მთავარი 12 ღმერთის არ იყოს, მივყვები ნელ-ნელა Beat Generation-ის ლოკალური ღმერთების სიას და გავალ, როცა იქნება, ბოლოში. - Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran - Éric-Emmanuel Schmitt
რატომ? - ეს ადამიანი ძალიან ლამაზად და სევდიანად წერს ძირითადად ანტისემიტიზმის თემაზე. თუმცა, აქამდე მისი მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს წაკითხული. რამდენიმე მისი ნამუშევრის ეკრანიზაცია ვნახე ადრე, მათ შორის, ამ ზემოთხსენებული წიგნისაც და ძალიან მინდა წაკითხვა. ისე, რა უცნაურია: ხანდახან წიგნს მიჰყავხარ ფილმამდე. გვაინტერესებს, როგორი ინტერპრეტაცია მისცა რეჟისორმა იმ ფურცლებს, შენც რომ წაგიკითხავს და ხანდახან, ფილმიდან აგნებ წიგნს... ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. - Desert Flower- Waris Dirie
რატომ?- წიგნი რამდენჯერმე შემხვდა ფემინიზმის განყოფილებაში. ასე ვეძახი იმ კუთხეს, სადაც ძირითადად, ქალების ცხოვრების, მათი ჩაგვრის, ემანსიპაციის მცდელობის შესახებ დაწერილი წიგნები იყიდება. ძალიან თუ გინდა გაბრაზდე მამრებზე, უნდა წაიკითხო 2 ასეთი წიგნი და აღშფოთების მთელი ცხოვრების დოზის კონსუმირებას მოახერხებ. ეს წიგნი ეხება female genital mutilation-ის თემას. ამ თემაზე ჩემს საკუთარ მოსაზრებას სხვა დაანონსებულ პოსტში ჩამოვაყალიბებ, მაგრამ აქ უბრალოდ, დავწერ, რომ მსგავს რამეებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, მითუმეტეს თუ ქალი ხარ. მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ქვეყანაში ასე არ ხდება,არ უნდა იყო გულგრილი. ჩვენს ქვეყანაში სხვა სახის "მდედრთა დაკნინება" ყვავის... ანუ, ამაზე ვრცლად იხილავთ სხვა პოსტში. აქ კი ვიტყვი, რომ ამ წიგნზეც ვიღნავლებ, სავარაუდოდ. :D
სულ ეს იყო :)
is ukve caikiTxe ?
AntwortenLöschenCharlotte Roche -s "feuchtgebiete" ? :)))))))))))
begbereri mec gadmovide sacolis tavtan da rodisme unda avigo xelshi.ogond me romantiul egoists vgegmav :)
AntwortenLöschen@ Teonala,
AntwortenLöschenარა, დავგუგლავ მე მაგას. სათაური არაფერს მეუბნება :d
@ ნასტასია,
აუ, რომანტიული ეგოისტი არის ცინიზმის ზეიმი და ფეიერვერკი :D
ორი აქედან წაკითხული მაქვს- ბეგბედერი და ბეროუზი. იმ ლეიკემიის წაკითხვა დამეზარებოდა და ის ორი მინდა. განსაკუთრებით ის წიგნი მომინდა, ფერადყდიანი არაბი გამყიდველით :)
AntwortenLöschenაუ, მეოთხე წიგნი მინდა!!! დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო და საყვარელი რამე იქნება.
AntwortenLöschenბეგბედერი უკვე ლეგენდაა :ლოლ: მით უმეტეს '99ფრანკი'