26.10.09

Read me... read me

ლირიული გადახვევა: რამდენიმე წიგნი და სტატია მაქვს წასაკითხი გამოცდისთვის. შუალედებში აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მთელი 5 წუთია ვკითხულობ, თან სპეციალურად ხმამაღლა და თურმე საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობ. საფიქრალს რა დალევს?! თავში ხელებს წავიშენ და ყურადღებას ვიკრებ... შემდეგი 2 აბზაცის კითხვისას...

რაც წავიკითხე, აღარც მახსოვს თითქოს. ასაკის ბრალია, ნეტავ?
ადრე სახელები, ფერები, სახის მიმიკები მამახსოვრდებოდა და მიმყვებოდა წლების განმავლობაში. ახლა სქემებს ვადგენ პერსონაჟების დასამახსოვრებლად: სახელებს ვიწერ და ისრებით ვუკავშირებ ერთმანეთს. ვინ ვისი შვილია, ვინ რომელ ოჯახში ერთიანდება, ვინ რომელ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრობს...

ასაკის ბრალია, კი :D და 5 წელში რა იქნება საერთოდ...


სხვა რამეა უყურადღებო და ყურადღება-გაფანტული მკითხველი და სულ სხვა რამეა ძალიან დიდი სიზუსტით მკითხველი, რომელიც წიგნს ზეპირად სწავლობს ლამის და აზრამდე მაინც ვერ მიდის. აი, თითქოს ყველა სცენა გესმის, ყველა ფრაზა გაიგე, მაგრამ საერთო ჯამში რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რომ ვერ ამბობ...


ორივე შემთხვევაში გადამკითხველი ხდები და ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენი წიგნი გადამიკითხვას... ან ჩემს თავს რას ვერჩოდი და ან იმ ავტორებს?!

იყო ისეთი წიგნებიც, რომლებშიც სხვა აზრი დამინახავს, სხვა ინტერპრეტაცია მიმიცია. საერთოდ, ძირითადად პოეზიასთან მიმართებაში მაქვს მსგავსი პოზიცია: მე რამდენიმე საწყალი ლექსი მაქვს დაწერილი და სულ ვაკვირდებოდი, რა სუბიექტურ პარალელს ავლებდა ხალხი ლექსებთან. მერჩივნა, საკუთარი თავი დაენახათ, საკუთარი ინტერპრეტაცია მიეცათ... ასე უფრო "ბევრდებოდა" ლექსი.

მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ: ჩემთვის ვაჟას დაჭრილი არწივი ყოველთვის იქნება ერთი დაჭრილი ფრინველთა მეფე და ვერასოდეს გავაიგივებ დაჭრილ საქართველოსთან, ან ქეიფისას მოჩხუბარ ვაჟასთან, როგორ სიმბოლიზმზეც და ალეგორიებზეც არ უნდა მიმითითონ. იმდენად რეალურადაა ის არწივი დაჭრილი, რომ ფანტაზიას გასაქანს ვერ ვაძლევ. თან ხომ შეიძლება ვაჟას ზუსტად ეგრე ეგრძნო და განეცადა ფრინველის ბედი? მთაში, ბუნებაში გაზრდილი ადამიანისთვისთვის შეუფერებელი აქ არაფერია...

ხანდახან ჩემი "გადამკითხავი მეს" მიერ ინტერპრეტირებული აზრი მირჩევნია დაშტამპულ "დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე..." ტიპის დიად, მაგრამ ჩემთვის გაუგებარ, სხვის იდეებს...

7 Kommentare:

  1. თავიდან ამ პოსტის კითხვა გადამკითხველის რანგში დავიწყე, მაგრამ შენს ნაწერს შესწევს ძალა გადამკითხველი, მკითხველად აქციოს და იმ დროს დაუბრუნოს როდესაც ეს პოსტი იწერებოდა, მოაქციოს იმ ემოციაში რასაც გადამკითხველი წერის დროს განიცდიდა. იფ რას ავბოდიალდიი...

    ამ ბლოგის ერთგული გადამკითხველი. :)

    AntwortenLöschen
  2. mm
    zogjer roca mase yuradgebagafantuli vkitxulob rames da mgonia ro ar shedis, agmovachens rom qvecnobierze mainc zemoqmedebs.
    xan ise wavikitxavt xan ase mtavaria rom mainc shedis da mainc vkitxulobt :D

    AntwortenLöschen
  3. auu,ragaceebi cakitxulidan mec male mavicydeba xolme da sul mshirs viagceebis,30 clis cakitxulidan,saxelebi da tvalebis ferebi ro axsovt :P
    magram movzebne gamosavali da vizaxi,mtavari eg ki ar ari,rac mavicydeba,mtavaria ro itxvis procesi siamovneba tqo. . .:D

    AntwortenLöschen
  4. მაგარი იყო.
    მეც ზუსტად ასე ვარ ხოლმე. მომკალი და ვერ ვიგებ, ვინ დიდი პოეტია და ვინ უფრო - მომცრო. ზოგჯერ მომცრო უფრო მირჩევნია და არა ის, რასაც თავში მიჭედავენ, რომ გამსახურდა დიდებული მწერალია, ამ დროს მე მიხეილ ჯავახიშვილი მილიონჯერ მირჩევნია :|

    AntwortenLöschen
  5. @ Gigoli, ნამეტანი მათამამებ შენ :D :P


    @ babisa, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მიღალატებს ქვეცნობიერი. ბოლო გამოცდა ამ დროსითვის და უნდა გადავაგორო.

    @ nastasia, აუ, კატასტროფულად მალე მავიწყდება. თავს იმით ვიმართლებ, მთავარია, იდეა დამრჩეს და სახელებს არა უშავს-მეთქი, მაგრამ რომელიმე წიგნზე რომ საუბრობენ და ამ დროს ვერცერთი პერსონაჟის სახელს ვერ იხსენებ და ხანდახან სცენებიც აღარ გახსოვს, ვერაა მთლად კარგი ამბავი... :S


    @ Sophie,
    ხო, ისეც ხდება ხოლმე, რომ წავიკითხავ და ვეთანხმები სხვების აზრს, მაგრამ სუბიექტურად შეფასება მირჩევნია რატომღაც. ლოკალურად მოაზროვნე ვარ, მლიაჰ... :s

    AntwortenLöschen
  6. "შუალედებში აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მთელი 5 წუთია ვკითხულობ, თან სპეციალურად ხმამაღლა და თურმე საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობ. საფიქრალს რა დალევს?!" რა ნაცნობი სიტუაციაა :თავშიხელებისდაშენა:

    მაშინ, მეც დავბერებულვარ და ეგაა.

    AntwortenLöschen
  7. დაგტაგე :*
    http://bloody-clown.blogspot.com/2009/11/blog-post.html

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates