მაშინ, როცა მომდევნო 2 გამოცდამდე 10 დღე დამრჩა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ერთი დავალების ტექსტი და ვიდეო დავამუშავეთ, youtube-ზე ვუყურებ დევიდ ბექჰემის და ვიქტორიას ვიდეოებს. ნწ ნწ ნწ ...
არადა, რომ მიყვარდეს ბექჰემი, კიდევ ჰო :D
რა მებექჰემება, ნეტავ?!
ყოველი ვიდეოს შემდეგ ვაპირებ წიგნის ხელში აღებას და რომელი საათია უკვე?! :D
იანვარში ჩამოვწერე გეგმა, რის გაკეთებას ვაპირებდი. გუშინ გადავხედე და გამოვიდა, რომ დაახლოებით 52 % მოვიყვანე სისრულეში. რამდენიმე პუნქტი ობიექტურად ვერ შევასრულე. მაგ.: ექიმის შეცვლა. დაზღვევის ფული არ მქონდა გადარიცხული და ვერ დავრეკავდი და გავატრაკებდი. :D ახლა გადავრიცხე და ასე 3 დღეში დავაცხრები სატელეფონო ზარით. :D
ამას წინათ შევამჩნიე, რომ უცხო ენაზე სიტყვებს ვერ ვიმახსოვრებ. ის, რომ რუსული დამავიწყდა სასტიკად და ვეღარ ვსაუბრობ, უკვე დიდი ნერვების ამშლელი ამბავია. აქ ვისთანაც ვსაუბრობ რუსულად, ყველამ იცის გერმანული და ვიცი, რომ გერმანულზე გადასვლისას არავინ გააპროტესტებს. ჰოდა, ისე მოსხლეტით ვეღარ ვსაუბრობ... არადა, ენების სწავლა არასოდეს მიჭირდა. პირიქითაც, საკმაოდ იოლად ვიმახსოვრებდი სიტყვებსაც და გრამატიკულ წესებსაც. თუკი ამ ყველაფერში ლოგიკასაც ვიპოვნიდი, ხომ უკეთესი. ახლახანს ვთარგმნიდი ლექციას ინგლისურიდან და ის სიტყვები, რომლებიც არ ვიცოდი, ამოვიწერე ფურცელზე. სულ მაგიდაზე იდო და ყოველდღე ვკითხულობდი. დღემდე მერევა ყველა სიტყვა :|
ესპანურშიც კი, როდესაც არასოდეს მიჭირდა სიტყვის დამახსოვრება, ახლა საშინლად ბევრი დროს მეხარჯება. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ უბრალოდ ტვინი გადავაჩვიე რაღაცის დაზეპირებას. არცერთი გამოცდისას არ ითხოვენ ჩვენგან ფორმულების ზეპირად ცოდნას. ყურადღება იმაზეა გამახვილებული, თუ გაიგე თემის არსი. როდესაც სხვა ინფორმაცია უნდა მოვიძიო, არ ვაძალებ თავს, დავიზეპირო, ნეტი აქ არაა, კაცო?! ჰოდა, ტვინი გამიზარმაცდა.
3 დღის წინ ლაივმოჩაზე შევიხედე. ამ საიტზე ბევრმა დაწერა უკვე პოსტი. უცხო ენების შესწავლის მშვენიერი ონლაინ-რესურსია. ასე 1 წელი იქნება, რაც მანდ ვარ. ხშირად ვერ შევდივარ, მაგრამ როცა დრო მაქვს, ვაკეთებ დავალებებს. თავიდანვე ესპანური ავირჩიე. ამ ენას ვსწავლობდი ღრმა ბავშვობაში და ჯერ კიდევ ბევრი რამე მახსოვს იმ 3 თვის მასალიდან. ჰოდა, აქ ისევ დავიწყე გაღრმავება.
შემდეგ ვიპოვნე პორტუგალიურის კურსი და დავიწყე ეგეც. საკმაოდ კარგად მივდივარ. მაგრამ იმდენად ჰგავს ესპანურს, რომ სიტყვები,არტიკლები ერთმანეთში მერევა ხოლმე და მერე კომენტარებს მიტოვებენ, ნამეტანი არ მოგივიდესო. :D
ინგლისურის გვერდით ამ ორი ენის და კიდევ ბერძნულის ცოდნა არის ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება და ისე გამიხარდა რომ ვნახე ბერძნულის კურსი, იმ წამსვე დავიწყე გაკვეთილის გავლა. :არაგამოცდებისხვასაქვსმეარასმაილი:
ჰოდა, ჩემი ტვინის უჯრედების ცოტა გამოძრავების მიზნით, დღეში 20 წუთს დავუთმობ რომელიმე ენას და ვეცდები მოვნახო სისტემა, რომელიც სიტყვების დამახსოვრებაში დამეხმარება.
უინტერესოზე უინტერესო პოსტი იყო, მაგრამ იმდენად ამოვარდნილი ვარ ელემენტიდან, რომ თავიდან მომიწევს მგონი ბლოგინგის დამუღამება ...
31.01.10
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ძალიან ზარმაცი ვარ, წლებია ვერ მოვაბი თავი წესიერად მესწავლა ინგლისური. ახლა ძალიან ძრიერი მოტივაცია მაქვს, ვნახოთ რა გამოვა.
AntwortenLöschenბერძნულს რაც თავი დავანებე, ცოტ–ცოტა მავიწყდება უკვე. ადრე ვთარგმნიდი, ვერთობოდი, თან ძალიან სასარგებლო იყო, არც ბერძნულისთვის მრჩება დრო.
გაკვეთილები მაქვს ბერძნულის, თორე სულ დამავიწყდებოდა ალბათ.
mec minda portugalieuris swavla
AntwortenLöschenarabulisac
mara mxolod survili maqvs da ai mondomeba da zalisxmeva maklia
:|
მე დღეს ვარ ნერვებმოშლილი...
AntwortenLöschenბერძნულისთვის ვერ მოვიცალე :|
არა, პირიქით საინტერესო იყო, მეც მსაგვს პრობლემაშჳ ვარ გახვეული და უშედეგოდ ვცდილობ გადაწყვეტას :(
AntwortenLöschen@ ნან, ბათუმში რომ გადმოვცხოვრდები, მოვალ მოსწავლედ. :D
AntwortenLöschen@babisa, არაბული საკმაოდ რთული ენაა. სიმართლე გითხრა, საკმაოდ მეუხეშება. ქალები თუ საუბრობენ, ძალიან ლამაზად ჟღერს,მაგრამ კაცები ყეფენ. :s
@ clown, ვერც მე :D
@ lalena, მეთოდებს თუ მიაგენი, შემომძახე. უკვე იმდენი ვცადე და უშედეგოდ.