05.02.10

Happy, Happy...

2 წლის გავხდით...

თუმცა, ისევ ისეთი ქაოსურები და დაულაგებლები ვართ. ისევ ისე ვწერთ პირად პოსტებს.


რომელ სტატისტიკურ მონაცემს დავუჯერო, აღარ ვიცი :D

ყველა გვიან გავაკეთე ... არცერთი არაა 2 წლის.

ტოპ.გე-ს რომ ვკითხო, 7072 უნიკალური ვიზიტორი მყავდა. თუმცა, მანდ მაქსიმუმ 1,5 წელი იქნება რაც დავრეგისტრირდი.

სხვა მთვლელი 12218 ვიზიტორს ითვლის, მაგრამ არა უნიკალურს.

Google-ის სტატისტიკის მიხედვით წინა წლის ივლისიდან მოყოლებული 6219 უნიკალრუი ვიზიტორი მყავდა...

მაინც ბევრია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საქვეყნოდ მნიშვნელოვან თემებზე მე არ ვპოსტავ.


ეს რაც შეეხებოდა სტატისტიკას. პირადად და სუბიექტურად რომ მივუდგეთ, ვერ ვიტყვი შვილივით მიყვარს ბლოგი-მეთქი, ჩითერობა იქნება, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მიყვარს.
სერიოზულ კონფლიქტში შემიძლია შევიდე ვინმესთან აქაურობის გამო. :D
აბსოლუტურ შეურაცხყოფად ვიღებ ახლობლებისგან, თუ ბლოგს არ კითხულობენ: აქ რაც ხდება არის 100%-ით "ჩემი" და პირადი და ზუსტად იგივენაირად აღვიქვამ, როგორც რეალში მეგობრის მიერ დაიგნორებას.
არ მჯერა მეგობრობის, სადაც ერთმანეთის სუბიექტური განცდებით და მარცხითა თუ გამარჯვებით არ ინტერესდებიან.
პრინციპულად "არ წაკითხვის" ა.კ.ა. "გსჯი, არ გკითხულობ" ფენომენზე ფრიად ვხალისობ ხოლმე. :D

na ja, ვინაიდან და რადგანაც ვერ დავაძალებთ ვერავის ვერაფერს, ვაგრძელებთ მე და ჩემი ბლოგი მშვიდად ცხოვრებას.

მათ, ვინც გვკითხულობს და ჯერ კიდევ არ მობეზრდა ჩვენი აღშფოთებები, გინებებიანი პოსტები, წუწუნი და ცრემლთა ღვრა: დიდი მადლობა. :*
ზემოთ ჩამოთვლილი თემები აწ და მარადის ულევად იქნება ამ ბლოგზე. :D


პ.ს.
ახლა 2 სიტყვას დავწერ სხვა ბლოგებზე და წავალ ჩუმად მერე :D

ბლოგები, რომელთა ახალ პოსტებსაც რიდერში გამოჩენისთანავე ვკითხულობ:

ბლოგები, რომლებიც რიდმორის მიუხედავად მყავს რიდერში :D
(ყველამ იცის ჩემი საშინელი დამოკიდებულება რიდმორთან :D)

ბლოგები, რომლებიც მახსენდება ამა თუ იმ მიზეზის გამო:
  • Taa-ს ბლოგი: რაღაც პოსტი წავიკითხე, სადაც ეწერა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამართულმა იარო. ჰოდა, მე სულ მოხრილი ვზივარ და სიარულისასაც ისე დაძაბული და მოხრილი ვარ, საცოდაობაა ჩემი 160 სმ-თვის. ჰოდა, ეს წინადადება მახსენდება დღეში 100-ჯერ და ეგრევე ვიმართები წელში. მინდა ვთქვა, რომ მოქმედებს. მადლობა თაა-ს :D
  • Zuriuss-ის ბლოგი. მანდ ვნახე Home-ის ლინკი და მას შემდეგ: ვანაწილებ ნაგავს და მინას და ქაღალდს ცალკე კონეინერებში ვყრი; არ ვახარებ არცერთ "უსაქმურად მანათობელ" ნათურას; ვრთავ გათბობას ღამით, ან როცა სახლიდან გავდივარ, ან თუ ვხვდები, რომ საკმაოდ დათბა ოთახში. ეკოლოგიურად სუფთა მადლობა ზურიუსს :D
  • k84u-ს ბლოგი: თუ სადმე რაიმე წინადადება იწყება ფრაზით: ჩემი შეყვარებული :D


სხვა ბლოგებიც მიყვარს და იმედია, არავის ეწყინება, თუ ამ სიაში არ მოხვდა. იმაზე მეტ პოსტს ვკითხულობ თქვენთან, ვიდრე ვაკომენტებ. :user:


ჰოდა, ასე... კიდევ ერთხელ "მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად და ბედნიერად შენს საყვარელ ადამიანებთან " ჩემს ბლოგს. :D

:*

10 Kommentare:

  1. გილოცავ და წარმატებული წელი შენ და შენს ბლოგს :)

    AntwortenLöschen
  2. gilocaaav! gamaxare rom am siashi movxvdi.


    me isic kiar vici chem blogs rodisaaqvs BD da sad unda gavigo. :/

    so lame.

    AntwortenLöschen
  3. გილოცავ! დიდი ბლოგი გაგეზარდოს :)))

    AntwortenLöschen
  4. "k84u-ს ბლოგი: თუ სადმე რაიმე წინადადება იწყება ფრაზით: ჩემი შეყვარებული :D"
    ჰაჰაჰააააა, გული მიგრძნობდა, რომ ვიქნებოდი სადმე.


    უმიზეზოდ გატრაკება: მოიცა და თუ მაგ ფრაზით არ იწყება, არ კითხულობ??? :D :D :D :D

    მიზეზიანი 2kiss–ები: მეც მუდამ ვკითხულობ შენს ბლოგს. ჩემნაირი ქაოსია ხოლმე აქაც და მიხარია, რომ მარტო არ ვარ.

    გილოცავ კიტ.
    სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე შენი ბლოგი კიდევ ძალიან დიდი ხანი არ მომბეზრდება. და ზუსტად იმიტომ, რომ "შენ" ხარ აქ.

    AntwortenLöschen
  5. gilocav iubiles :))
    es ori da sxva mravali :*

    AntwortenLöschen
  6. mravali kargi posti da didi blogi gagexardos :)

    AntwortenLöschen
  7. vaime mgoni sixarulisgan filtvi damexura links ro davaklike da chems blogze gadamiyvana :D
    gilocavt dabadebis dges! kidev didxans mogenichebinot chventvis tqveni kitxvis siamovneba :) :*

    AntwortenLöschen
  8. @ უბრალოდ, clown, lalena,babisa,nastasia:
    მადლობა :*

    @ Anuschka,
    შენი სულ პირველი პოსტის თარიღი ნახე ;)

    :D

    @kate,
    haha, არა, ყველას ვკითხულობ, მაგრამ მაგ პოსტით დავიწყე შენი ბლოგის კითხვა.

    პ.ს. ისე, ბარემ იმასაც გავამხელ, რომ ეგ ფრაზა ხანდახან, თუ არ ვცდები იორიკის ლექსსაც მახსენებს: "ჩემი შეყვარებული გაბოზდა" ჰქვია....

    :D

    @nino,
    :D
    ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ხანია არ დაგიპოსტავს :D

    AntwortenLöschen
  9. იორიკის არ ვიცი, არ წამიკითხავს, მაგრამ მე მგონი მომენატრა "ჩემი შეყვარებული". დიდი ხანია, არ მივკარებივარ.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates