02.03.10

Finding peace

გერმანელებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა:
Frieden mit sich selbst schließen, რაც დაახლოებით იგივეა, საკუთარ თავთან ზავი რომ დასდო. (ამ ss-ისა და ß-ის ხმარების წესები დამღუპავს მე :D)
გუშინ მქონდა ასეთი დღე: ურთიერთობა, რომლის არარსებობაც და რამდენიმე წლის წინანდელი სახით არსებობაც სერიოზული დაძაბულობის წყარო იყო, ნაწილობრივ გაირკვა.
აი, საკუთარი თავიდან გასვლის მომენტივით იყო: ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად ვამბობდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა, რისი თქმაც აუცილებლად მინდოდა და თან ვეკითხებოდი თავს: ქრისტ, ეს შენ ხარ?!
იმჰო, ფემინისტური მოძრაობა ჩემით იამაყებდა. :D
და ყველაზე დამამშვიდებელი ის იყო, რომ რაღაც ყრუ კედელს არ ვურახუნებდი სიტყვებს.

მოვრჩით საუბარს და სერიოზულად ავმსუბუქდი. მთელი ის ნერვების წყვეტა და გაბრაზება და სინანული, რომ ძალიან დიდი ხნის ნალოლიავები რაღაცისგან წავედი წარსულში, ორ წამში გაქრა.

იდეაში ახლაც 100%-ით დარწმუნებული ვარ მაშინ ჩემი წასვლის სისწორეში.
იმაშიც 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ არასოდეს არაფერი ისე არ იქნება, როგორც იყო, მაგრამ გაურკვეველ სიტუაციებს და ცუდად დამთავრებულ კარგ ამბებს სერიოზულად გამოვყავარ წყობიდან, თან დიდი ხნით და თავისი გვერდითი მოვლენებით, როგორიცაა: დეპრესია, უძილობა, ნერვული აშლილობა, გაასოციალურება...

ჰოდა, ასე მშვიდად 2 წელია არ ვყოფილვარ. ამოვისუნთქე რა ...
არსებული თვითგვემები მოვიშორე და იმჰო, შევურიგდი საკუთარ თავს. :D

მორალი ისტორიიდან: გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორსაც თქვენ თავად ქმნით მას და არასოდეს არავის მისცეთ საშუალება, სხვანაირი "თქვენ" უყვარდეთ... იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანები ზუსტად "თქვენს" გამო შეგიყვარებენ, ან პირიქით, ზუსტად "თქვენს" გამო შეგიძულებენ...

პ.ს. ასეთი მშვიდი პოსტი არ ახსოვს ამ ბლოგს :D

3 Kommentare:

  1. შენ მშვიდად ხარ???

    AntwortenLöschen
  2. @ Kate,
    ჰო, ეგრეც ხდება ხოლმე :D

    AntwortenLöschen
  3. კარგია...
    მიხარია ფრიად...
    ეგრეც უნდა იყოს :yes:

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates