18.04.10

ჩემი თვალების ფერი

ბლოგზე ნარცისიზმის დროა.

"მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები,
მაგრამ ჩემია და მენანება"...

გეცნოთ, ალბათ, გრანელია.

შეიძლება, ეს სიტყვები უპრობლემოდ განვავრცოთ ჩემზე. ტყუილად კი არ ვწერ ხოლმე, თვითშეფასება მინუსებში მაქვს-მეთქი. :D

სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებით, თუ მეგობრებითაც გამანებივრა ცხოვრებამ, რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან მაგრძნობინონ, რომ მე და ანჯელინა ჯოლი აშკარად არ ვართ დები, ან რაღაც მსგავსი. :D მითუმეტეს, თუკი კარგ ფორმაში ვარ. მაშინ რადარი ერთვებათ, მგონი და რამეს აუცილებლად გამონახავენ, რასაც დამიწუნებენ.
ალბათ, საკუთარ თვითშეფასებას იმაღლებენ ასეთ დროს, რიავიც...

მამაჩემი და დედაჩემი არ ითვლებიან, რა თქმა უნდა: მათთვის ყოველთვის ძალიან ლამაზი ვიქნები. :D

ძალიან ლამაზად მახსოვს ორი კომპლიმენტი ბავშვობიდან:
  • ვიღაცას ვაცილებდით სადღაც. უჩვეულოდ სხვანაირი რამეები მეცვა, უჩვეულოდ სხვანაირად მქონდა თმა და ჩემმა მეგობარმა რაღაც ძალიან გულწრფელად შენიშნა, თუ აღნიშნა.
  • მეორედ ბანკეტი მქონდა და მგონი, პირველად მეცვა კაბა ცხოვრებაში, თან ლურჯი. ლაში პატარა იყო მაშინ. მიყურა, მიყურა და იას გავხარო... :love:
დანარჩენი კომპლიმენტები არ მახსოვს. ალბათ, ზრდილობის გამო მეუბნებიან ხოლმე :D

ნანიკომ იცის კიდევ გემრიელი კომპლიმენტების თქმა. რომ იგრძნობ, რომ აგათვალიერ-ჩაგათვალიერა, შეგაფასა და ისე გითხრა :D

დღეს მეგობარმა მომწერა სენტიმენტალური კომენტარი ფოტოზე და ეტყობა, ჩამყვა (სიზმრის ახსნას რომ ცდილობენ ხოლმე). :D

ორი დღის წინ მე და ჩემი თანამშრომელი ვსაუბრობდით რაღაცაზე და ამ კომპლექსებზეც ჩამოვარდა საუბარი და "აი, დადექი სარკის წინ და იმას კი ნუ ჩამოთვლი, რა არ მოგწონს, ის ჩამოთვალე, რაც მოგწონს"-ო.

მე სარკის წინ ჩემს თავს საუბარს ვერ დავუწყებ, პრობლემა მაქვს მსგავს ფსიქოლოგიურ ვარჯიშებთან და თან, რეალისტი ვარ და შესაბამისად ვუდგები გარეგნობასაც.

რა თქმა უნდა, არის რამდენიმე რამე, რითაც კმაყოფილი ვარ. არ ჩამოვთვლი აქ, ნამეტანი არ მომივიდეს... მაგრამ ერთს ვიტყვი: საშინლად, საშინლად მიყვარს ჩემი თვალების ფერი(ფორმა არც ისე)... უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა: ფერები :D
დანამდვილებით არასოდეს ვიცი, რა ფერის თვალები მაქვს იმ წუთას. ახლა სარკეში ჩავიხედე და მწვანეში გარდამავალია :D
და ბარემ, იმასაც დავწერ, რატომ მიყვარს: აბსლუტურად ამსახავს. ზუსტად ასეთივე ბევრნაირი და ცვალებადი ვარ. არასოდეს ვიცი, როგორი ვიქნები ერთ წუთში და ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები საკუთარ პროგრესს/რეგრესს...

მოვრჩები ახლა ნარცისულ გამოსვლას... დანარჩენი მერე იყოს :D


პ.ს. ნუ, ის რომ, ჩემი თავი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს, "bad hair day" იქნება ეს თუ "bad everything day", ფრიად ადამიანური თვისებაა, აღარ განვავრცოთ.
ან განვავრცოთ: მიყვარს? თუ მართლა მარტო ვეგუები???
ან იქნებ, საკუთარი თავს დანაწევრებულად ვერ ვაფასებ და მთლიანი, "გარეგნობა +ხასიათი+შეხედულებები+პრინციპები+თვისებები=მე" მიყვარს.... ხზ....

7 Kommentare:

  1. ჰაჰა, ქრისტი, ვიხალისე ЖВ
    მე როცა გნახე, ლიტკაფეში, ძალიან ლამაზი იყავი, დიახ.
    არ ვამბობ არაფრის გამო, დაჟე ძალიან მეზარება წერა, ლეპტოპი ლამის ცხვირზე მაქვს აფარებილი და თითები თექვსმეტჯერ გამოკვანწული თუ რაღაც.
    ასე რომ, შეიფერე :დ

    AntwortenLöschen
  2. რა მნიშვნელობა აქვს როგორები ვართ, ჩვენ მაინც მეები ვართ :D

    AntwortenLöschen
  3. ჰმ, საკუთარი თავი მეცნო! მეც უხვად მყავს ხალხი გარშემო, რომლებიც შანს არ უშვებენ ხელიდან შემახსენონ ჩემი მინუსების შესახებ! ერთადერთი გამოსავალია, არ მიაქციო ყურადღება მათ სიტყვებს, თუმცა კი მე არ გამომდის! :( რაც შეეხება იმას თუ რა მომწონს საკუთარ თავში, ერთადერთი, რითაც აღფრთოვანებული ვიყავი, ჩემი თმები იყო და ისიც გამიფუჭდა.

    AntwortenLöschen
  4. @ Agasfer, ლოლ..
    კარგი, ვიფერებ :user:

    :*


    @clown, აქვს,იმიტომ, რომ დიდ გავლენას ახდენს ზუსტად იმაზე, როგორ "მე"-ებად ვყალიბდებით :D

    @unaamarga,
    არა, ყურადღებას არ მიაქცევ ხშირად, მაგრამ გელექება ქვეცნობიერში და "შეძახილმა ხე გაახმო"-ს ეფექტით, ზუსტად მასე აღიქვამ მერე თავს, როგორც გაკნინებენ. :)
    ანუ, ის რომ ადამიანები ისე აღგიქვამენ, როგორც შენ შეფუთავ თავს, ცალსახად არ მოქმედებს. ხანდახან ადამიანები აღგაქმევინებენ თავს ისე, როგორც მათ სურთ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შეხედულებებში მყარად ვარ დარწმუნებული, ამ საკითხში ყოველთვის სუსტი თავდაცვის მექანიზმი მაქვს. :S

    კარგი თმა ჩემი ტკივილია :D
    მასე მჭირდა მე წელზე. ძალიან ლამაზად გამოყვანილი მქონდა და ბოლოს ისე გავსუქდი, წელი სად იყო, არ ვიცოდი :D ახლა კი დავიბრუნე ნაწილობრივ, მაგრამ ისეთი ვეღარასდროს იქნება :S

    ხო, მე კიდევ ჩემი ხალების და 5 ცალი ჭორფლის ფეტიში მაქვს :D დღე, როდესაც ახალ ხალს აღმოვაჩენ, დიდი დღესასწაულია ხოლმე :D

    AntwortenLöschen
  5. გასაგებია.

    თვალებს რაც შეეხება, მეც მწვანე მაქვს, მაგრამ ყავისფერი ფორებით არის გადაფარული და ამიტომაც არასოდეს არ ვამბობ, რომ მწვანე მაქვს. ერთხელ ჩემმა კლასელმა შემნიშნა მე-6 კლასში და გამიხარდა. ვახ, ვიღაცამ აღმოაჩინამეთქი.

    AntwortenLöschen
  6. @ Kate, მე სულ ვიცინი ხოლმე, საბუთებში თვალების ფერის ჩაწერა რომ მიწევს. :D

    შენ ის მაინც იცი,რომ მწვანეა, მაგრამ ყავისფერი ფორებით დაფარული. :D

    AntwortenLöschen
  7. აუ სურათის გადაღების დროს მეც სულ მეცინება. :)))))))))))))

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates