თითები მექავებოდა მთელი კვირის მანძილზე. უამრავი საინტერესო თემა მაქვს დასაბლოგად, მაგრამ მშვიდად დაჯდომის დრო ვერ გამოვნახე და მიფუჩეჩებაც არ მინდა.
კვირის საპატიო "ჭორებსა" და "წვრილმანებზე" დავბლოგავ მხოლოდ:
- ნერვებს მიშლის- სესის ღამეული აქტივობები. ჩემს ძილის პრობლემებს კიდევ აკლდა რამე?! ამ კვირაში ან სპეციალური ყურის საცობები (თუ როგორც ჰქვიათ) უნდა შევიძინო, ან სესი გავასახლო :D ამ სახლში ხმაური ჩემი პრეროგატივაა!
- მღლის- 24/7 ფინანსურ პრობლემებზე ფიქრი და ნერვიულობა. უდიდესი ჟონგლიორობით უნდა გავიტანო თავი თვის ბოლომდე, რათა პირველი მაისიდან იგივე დატრიალდეს წრეში...
- მახალისებს- დაკვირვება ადამიანებზე, რომლებსაც გაუტყდათ, როცა ვაგრძნობინე, რომ ვერ დამაგოიმებენ. რაღაც საყუარლად მერქაგრეხილებიან. :უწიპუწი: ჯერ მივუშვებ, სანამდე გაქაჩავენ, მაინტერესებს... რატომ ხდება, რომ ყოველთვის, როცა ვინმე ცდილობს დამაიგნოროს, ან აგრესიული იყოს ჩემს მიმართ, გულწრფელად მეღიმება (გარკვეულ ეტაპამდე, რა თქმა უნდა)??? ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის 100%-ით ზუსტად ვიცი, 2 წამში რას იზამს... მოხუცი პოლკოვნიკივით ვარ, რა :D ეს არის ორი სფერო, რომლებშიც, იმჰო, ჩემი საქმე კარგად ვიცი, დამწყებების "ენთუზიაზმი" მახარებს :D
- მანერვიულებს- ამდენი საგნის ერთად დაძლევასთან დაკავშირებული ტიტანური ძალების უქონლობა. წინასწარ მიგრძნობს გული, რომ თუ თავი არ გავიგიჟე, არასასურველი შედეგით დავამთავრებ სემესტრს. ერთ საგანში 30 აპრილს ისეთი დავალება უნდა ჩავაბარო, რომ გადავიკითხე, ბლოგზე პოსტის წერა გადავწყვიტე. :D
- მსიამოვნებს- მზე, კარგი ამინდი, კარგი პერიოდი სამსახურში, შანსი უკეთესი სამსახურის შოვნისა, ინგლისურის კარგი ლექტორი.
- ველი- ხელფასს, ოტჩაიანნო :D
- ვეცნობი- პიონერი ფემინისტების ნაწარმოებებს და საშინლად მიხარია, რომ ზუსტად ამ ეტაპზე აღმოვაჩინე. სწორი პერიოდია ჩემი შეხედულებების გასამტკიცებლად, ან თუნდაც, ჩემი სტერეოტიპების დასანგრევად.
- მიყვარს.... ეს ღიად დავტოვოთ :)
ჰაჰა :D
AntwortenLöschenმაინც რა თემა იყო ასეთი :D
ჩემს ბლოგზე პოსტის ზომა სასწავლის ზომისს (თუ რაცაა)პირადპირპროპორციულია :D
და ძაან გამეცინა, ეგ რომ წავიკითხე :D
@ Agasfer,
AntwortenLöschenინტერნეტპროტოკოლები, ქსელები, რა სახის დაბრკოლებები არსებობს ინფორმაციის გადაცემა/დამუშავებაში...
შემდეგ ერთ პატარა მაგალითზე პროტოკოლის აგება და BNF სინტაქსი და კიდევ რამდენიმე თემაა ერთად :D
ლექციის პრეზენტაცია კი ვიშოვნე, მაგრამ დიდად ვერ დამეხმარა. წიგნი ხვალ დამხვდება ბიბლიოთეკაში, იმედია :s
ომგ
AntwortenLöschenუცნაურია (ჩემთვის)
მაგრამ საიტერესო ჩანს :))
მართლა :)
წარმატებები :*
შენი სესი დღე გამოშვებით მაინც უნდა გამოიყვანო გალიიდან და ცოტა ათამაშო, მერე გაგიჟების თავი აღარ ექნება კიარადა აღარ მოუნდება...
AntwortenLöschenჯონდის რომ ვათამაშებ ცოტა ხნით მერე სულ ძინავს, აღარ მაწუხებს ^^
შენც ფემინიზმზე არ გაჭედო ახლა, თორე ასცდები ცხოვრების ჭეშმარიტ გზას :)))
AntwortenLöschenდანარჩენი თავისით მოვა. განსაკუთრებით ხლფასი :))
შენც ფემინიზმზე არ გაჭედო ახლა, თორე ასცდები ცხოვრების ჭეშმარიტ გზას :)))
AntwortenLöschenდანარჩენი თავისით მოვა. განსაკუთრებით ხლფასი :))
აუ მეც თავზესაყრელად მაქვს სამეცადინო, მართალია სესი არ მყავს, მაგრამ ბებია საუკეთესო შემცვლელია :)))
AntwortenLöschen@ clown, ზაზუნები არიან ღამის ცხოველები. სესის მთელი დღე სძინავს. თან დღის განმავლობაში ძალით გაღვიძება მათ სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.
AntwortenLöschenსესი თან ეშმაკია. მთელი ღამე შუქი რომ მენთოს, ჩუმად იჯდება თავის სახლში და როგორც კი შუქს ვაქრობ, იწყებს გალიის კვნეტას :D
@zuriuss, ჰეჰ, ჩემს ბლოგზე მარჯვენა საიდბარში ნახე "ჩემს შესახებ" და მიხვდები, რომ კარგა ხანია ავცდი მე მაგ "ჭეშმარიტ" გზას ფემინისტური თვალსაზრისით :D
@ Lalena, :D
ბებო გაცდენს,არა?!
რა საზიზღრები ვართ, უმწეო ცხოველებს და მოხუცებს ვაბრალებთ ჩვენს სიზარმაცეს :blush: :D
@chaotic
AntwortenLöschenმერე ვინ გეუბნება გააღვიძეო :D
როცა ამოსვლა მოუნდება მაშინ უნდა ამოიყვანო :D :D
ცოდოა :შ
გაზაფხულდა და ასექსავდა ხო ხალხი? :D
AntwortenLöschenსტუდენტობა და ფინანსური პრობლემა ორი რამეა რომელსაც ალბათ ვერ გაექცევი. არ ვიცი შენ საიდან გიჩნდება ეგ პრობლემა იმიტომ რომ ზოგი სტუდენტისავით უპრაგონოდ გეხარჯება ფული თუ თავიდანვე ცოტა თანხაა. რაც არ უნდა იყოს, ორივე შემთხვევაში ერთი შედეგია. მალე იქნებ დაამთავრო სწავლდა და დაიწყებ შემოსავლიან სამსახურს.ან იქნებ შაბათ კვირას იშოვო რამე სამსახური? შესძლებ?
საგნებს რაც შეეხება, ბევრი კი აიღე (წინა პოსტებიდან მახოსვს რომ წერდი) ალბათ იცოდი რომ შესძლებდი მათ დაძლევას თორემ ერთად არ აიღებდი ხო? ხოდა აბა წარმატებას გისურვებ :)
@ clown,
AntwortenLöschenჰოდა, სულ სძინავს ამას კიდევ. მარტო გვიან ღამით ძვრება თავისი "ბუნაგიდან" :D
დღეს იძრომიალა, ისე, ოთახში.
@Tomushka,
თავიდანვე ცოტაა ფული. ძირითადად, გადასახადებში მიდის. პლიუს წინა წელს ცუდად ვმუშაობდი და ვანაზღაურებ ვალებს. :D
სამსახური მაქვს. ახლა შეიძლება შევცვალო. მაგრამ აქ სხვანაირადაა, ლეგალურად თუ მუშაობ, მაქს. 20 საათი გაქვს კვირაში და გარკვეულ თანხას თუ გადასცდი, იბეგრები,თუ რაც ჰქვია და მოკლედ რა... :S
საგნებიდან მამენტ, შრომატევადებია 4 ცალი ძალიან. დანარჩენს არა უშავს. დროის და დისციპლინის საკითხია.
მე პოზიტიურად მივუდგები და ვეცდები, რაც შემეძლება, გავაკეთო და თუ თავს ზემოთ ძალა არ მექნა, რას ვიზამთ :)
ყურის საცობები მაგარი რამეა, ორჯერ ჩამოვატანინე გერმანიიდან და ახლა გავიგე რომ ჯიპისიშიც იყიდება.
AntwortenLöschenსაუკეთესო საშუალება ოჯახისგან თუ თანამშრომლებისაგან იზოლირებისა და კონცენტრირებისათვის :)
ესეიგი :) პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე, ძალიან მესაინტერესოვა და შემოგიერთდი, კარგად და საინტერესოდ წერ.
AntwortenLöschen