წესით, აბსოლუტურად გავიარე ემო პოსტების პერიოდი ბლოგზე.
მაგრამ ვერ ვხედავ პირადი ბლოგის დანიშნულებას, თუკი არ დავწერ იმაზე, რაც ამ წუთას მაწუხებს... (ბანალურობა გადაგვარჩენს :D)
ბევრი არაფერი... მანამ სანამ გამოცდებს მოვრჩები, ბლოგი ისედაც გადასულია თვეში 2-ჯერ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რეჟიმში.
მერე, ალბათ, ერთიანად მეტაკება ბლოგიც და მუზაც, რომელიც კაცმა არ იცის, სად დარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ 1,5 წელია ნორმალური არაფერი დამიწერია...
ახლა, უბრალოდ, მინდოდა დამეწერა, რომ ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ყველა ფილმზე და ყველას სევდიან ისტორიაზე ცრემლებს ღვრის, საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი ამბების გარდა, საშინლად დიდი განგაშის ასატეხი ფაქტია ის, რომ ჩემი თავი ისე შემეცოდა მთლიან მდგომარეობას თუ გადავხედავთ, რომ დილის 6 საათზე ვღნაოდი...
არ ვარ ეგეთი ტიპი, არადა.
ტირილს აქვს ჩემთვის დიდი რიტუალური დანიშნულება: ან სხვას დავტირი, ან თუ სუბიექტურად ჩემს ირგვლივ მომხდარი რამის გამო ვტირი, ესე იგი, ვიღაცამ უნდა დამაწყნაროს. :D
ჰოდა, როცა ვიცი, რომ დამმწყნარებელი არაა ირგვლივ, თავს ღნავილის უფლებას არ ვაძლევ. :D
მორალი ისტორიიდან: I serously need professional help and I need it now :D
სულ ეს იყო. წავალ ახლა, ვიმეცადინებ :D
13.07.10
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
me msgavs situaciashi sul vfiqrob, rom samartlianad vbrazob ragaceebze da vtiri, mara xval "unda" damaviwydes, ai kanonzomierebaa, hoda 'esec chaivlis' principit var xolme. im dros cudia, ho :\
AntwortenLöschenმე როცა მსგავს სიყუაიაში ვტირი იმის იმედი მაქვს, რომ ცრემლებთან ერთად გამოვიტან სატირალს და ასე გათავისუფლებულ–ამსუბუქებული ბედნიერი სახით გავაგრძელებ დღეს, ან ღამეს :))
AntwortenLöschenroca getireba mashin unda itiro- ase mjera me : )
AntwortenLöschenიტირე, იტირე ენერგია მაინც გამონთავისუფლდება.
AntwortenLöschenამ პოსტზე უცებ გამახსენდა (შენს ბლოგზე ისედაც სულ ფილმები მახსენდება) "ეჭვი", ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და ემი ადამსი რომ არიან... ჰოდა, ჰოფმანის გმირი ეუბნება ადამსის გმირს, შენი ემოციების არ შეგრცხვეს; სიყვარული/სიკეთე დასამალი არ არისო.
AntwortenLöschenმე კიდევ სულ ასე ვფიქრობ ტირილზე, ბავშვობაში ტირილს მიშლიდნენ და ბიჭებს რომ ზრდიან ჩვენთან, გოგო ხო არ ხარ, არ იტირო, მე მეუბნებოდნენ, ძლიერი გოგო ხარ, არ იტიროო. ჰოდა ერთი პერიოდი სულ ბღავილში ვიყავი, თითქოს სამაგიეროს ვუხდიდი ყველას.
ამ ბოლო დროს ნაკლებად ვტირი, როცა დავაპირებ, მაშინვე მახსენდება, რომ არაფერია ამქვეყნად ისეთი, ტირილი ღირდეს. I mean, კარგია ემოციების გამოხატვა და ყველაფერი, მაგრამ ადრე იმიტომ ვტიროდი, რომ გული მწყდებოდა რაღაც-რაღაცებზე, ახლა ვხვდები, რახან ის "რაღაც-რაღაცები" ვერ მივიღე, ესე იგი, ასე ჯობდა და მართლა ჯობდა, ტირილადაც არ ღირს....
ჰოდა, სპეციალისტი მჭირდებაო და მგონი, მეც მჭირდება, იმხელა კომენტარი დავწერე :D
მე კიდე დამწყნარებლები არ მიყვარს :შ
AntwortenLöschenმაღიზიანებენ :\
@ Sophie, ექსტრემალურად ცოტა შემთხვევა მახსენდება, როდესაც მიტირია, გინდაც მარტოს და მითუმეტეს ვინმეს წინ და ისიც უკიდურეს მდგომარეობაში უნდა ჩავვარდე. აქ არ ვთვლი ფილმებისას ტირილს.
AntwortenLöschenყველაზე დიდი შანსი იმისა, რომ ტირილი დავიწყო არის მაშინ, როცა 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიმსახურებ საყვედურს და ვიღაცა თავზე მადგას და მსაყვედურობს. (ეს ვიღაცა რაც უფრო ახლობელია, მით უარესი ჩემთვის).
მე მგონი, ბლოგიც მაგიტომ მაქვს: რეალურად აქ რასაც ვწერ, ამაზე ასე გახსნილად ვინმეს რეალში ვერ ველაპარაკები წლებია. თითქოს დაიკარგა ის ხალხი, ვისთანაც ასეთი "ახლო" კონტაქტი მქონდა. ზედაპირულად რომ მისმენენ და მითანაგრძნობენ, გული მისკდება ხოლმე და აქ ვიცლები. :)
ხზ...
@clown, გააჩნია ვინ და როგორ გაწყნარებს ... mmmmm... ;)
@ Toma, მე უფრო ვიძაბები ხოლმე...
კარგი დასკვნა გაგიკეთებია :)))))))))))
AntwortenLöschen@ Doloress, დასკვნა კი, მაგრამ განცხორციელებას ფინანსები უნდა :D
AntwortenLöschen