05.08.10

ერთი პოსტი რა გახდა?!

ისეთი მუქარით მოვდივარ ხოლმე სახლში ყოველდღე, პოსტი უნდა დავწერო-მეთქი, რომ ხმამაღლა რომ ვამბობდე, ადამიანს ეგონება, რომანის წერას ვეჭიდები. შემოვაბიჯებ თუ არა სახლში და რაღა თქმა უნდა, ჩემი პირველი მოძრაობა კომპიუტერის ჩართვაა, მთელი ენთუზიაზმი ეწირება სოციალური მედიის გადაქექვას, იმის შიშით, ვაითუ, დღეს ვინმეს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი მოხდა და მე გამომეპარა.... !
ფორუმ.ჯი-ს :eh: სმაილი ხომ იცით?! ზედგამოჭრილი იქნებოდა ეგეთი ერთი ადამიანი დამყვებოდეს და თავში მირახუნებდეს უაზრო იდეების მოსვლისთანავე.

უაზრო იდეებში შედის, მაგალითად:
  • ავიტეხე, თმები ქერად უნდა შევიღებო-მეთქი. არადა, წინასწარ ვიცი, რომ საშინლად მექნება.
  • ნუ, კარგი... თუ ვერ შევიღებავ, მაშინ ავიპარსავ ნახევარს-მეთქი. ეს არც ისე უაზრო იდეაა, მინდა გითხრათ, უბრალოდ ფინანსები... ფინანსები...
  • ტატუს გაკეთებაც იგივე კატეგორიაში შედის. ჩემი დაქალი მეუბნება, ხანდახან რა კარგია, ფული რომ არ გაქვს ხოლმეო. :D
საითაც მივექანები, კი გამოჩნდა: საშინლად მინდა რამის გაფუჭება :D
  • ბოლოს, ვიფიქრე, სიგარეტის მოწევა ხომ არ დამეწყო-მეთქი :D რიავიც...
ჰოდა, რატომ ვატრაკებ, ვინმეს გაქვთ იდეა?!
:D

და ნორმალური პოსტის დაწერის რეჟიმში როდის გადავალ, ესეც საინტერესო იქნებოდა, მცოდნოდა....

8 Kommentare:

  1. აი ტატუ მშვენიერი იდეაა ^_^

    დანარჩენი DOWN :D

    უი უნიკოტინო, არომატული სიგარეტები კარგია, არაფერს დაგიშავებს :დ

    AntwortenLöschen
  2. თმაც შეიღებე, შეიჭერი კიდევაც, ტატუც გაიკეთე- არაფერი არ დაშავდება ამ ყველაფრით ვგონებ
    თან სიახლე იქნება და გახალისდები

    აი სიგარეტისა რა გითხრა

    AntwortenLöschen
  3. sigaretis garda yvela magari ideaa, da esec imitom ki araa cudi rom gavnebs? araa
    ubralod saqartvelos garet moceva zviri jdeba :D :D

    AntwortenLöschen
  4. me mgoni mag chamonatvalshi tmis sheWra yvelaze usafrtxo wamowyebaa, forma sheucvale da mogeshveba, aucilebeli ar aris aiparso.

    AntwortenLöschen
  5. @ უბრალოდ, ჰო, მეც მანდ ვარ, რომ წესით, არც არაფერი შავდება.

    @ ჩორვენი, იმჰო, ერთადერთი მიზეზია ამ ეტაპზე:D

    @ kusa, თმის შეჭრა კი, მაგრამ თმის მოკლედ შეჭრა, თან ხვეულის, ვერაა მთლად უსაფრთხო ამბავი :D

    AntwortenLöschen
  6. ალბათ გინდა რამე ახალი და მაგიტომ :)) მეც მომდის ხშირად ეგეთი "ნათელი" აზრები, უმეტეს შემთხვევაში ვახერხებ ხოლმე ძირშივე აღკვეცას :)) კიდევ კარგი :))

    AntwortenLöschen
  7. კაი, რა სიგარეტი, ეგ რა არ არის ფინანსებთან? თან გერმანიაში სიგარეტის მოწევა ძაან ძვირი სიამოვნებაა, როგორც ვიცი. თავი აიპარსე ისევ ;)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates