:D
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა "მშობლიური" შეგრძნებაა, როდესაც მიუნხენის მეტროში შენს წინ 2 პორტუგალიელი კაცი საუბრობს, შენს უკან გერმანელები (ზოგი ბავარიულ კილოზე, ზოგიც არა), შენ უნიში პრაქტიკის შემდეგ სამსახურისკენ მიდიხარ, წიგნს კითხულობ და უცებ გვერდიდან გესმის:
"მა უწი თე მაშინა ოკო ბძირა..... "
:D
ისე გულღიად გამეღიმა, ჩემს წინ მჯდომი გერმანელი ქალი ფიქრობდა, ალბათ: "საწყალი გოგო, როგორ აურია"-ო . :D
თუ მეხსიერება არ მღალატობს, მარტვილური მეგრული იყო. :)
მერე გამახსენდა, ბებიაჩემს როგორ ვეკითხებოდი გამართული ქართული ინტონაციით:"ბებო, ქობალი გოკონო?" და ირგვლივ მყოფი ყველა მეგრელი როგორ დამცინოდა, მახვილის არასწორად დასმის გამო...
sweet memories :)
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ააააააა. დედაჩემი და ბებიაჩემი ერთმანეთს რომ ესაუბრებიან, ისე მიყვარს. <3<3<3<3
AntwortenLöschenის სიტყვები რას ნიშნავდა ვერ გავიგე, ჩემი მეგრული ძალიან მწირია :D
AntwortenLöschen@ Natalia, "მე ვუთხარი, ის მანქანა უნდა ვნახო"-ო. :)
AntwortenLöschen