ჰოდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგობა ჩემი მოწოდება არაა და უკან მოუხედავად გავრბივარ, როგორც კი ემოციური ტკიპებს ვეჩეხები.
მაშ ასე, RUN LIKE HELL, თუკი:
- მამრობითი სქესის ადამიანი პირველივე შეხვედრისას/საუბრისას გეტყვით, რომ ის სულ ახლახანს დაშორდა შეყვარებულს (როგორც წესი, შეყვარებულმა დაადო). გადადეთ გვერდზე ყოვლისშემძლე და მზრუნველი იმიჯი. ის იტირებს და შეგაწმენდთ ცრემლებს არსებული, თუ სულაც არ არსებული გოგოს გამო და გამოგიტენით ყურებს იმის შესახებ, თუ რა გაუშვა ხელიდან და როცა გამოიტირებს... ნუ, თავად იცით. :)
- გეტყვით, რომ დეპრესიულია, ვერავინ უგებს, ცხოვრება ისეთი უაზრობაა, ხანდახან თვითმკველობაზეც ფიქრობს, რადგან მისი ესოდენ ფაქიზი და სხვებზე აღმატებული გონება ამდენს ვეღარ უძლებს. მორიგი Bullshit ყურადღების მიღებისა და "გენაცალე", თავზე ხელის გადასმის მსურველებისგან.
- გეტყვით, რომ მეგობრები არ ჰყავს და სრულიად მარტოა დედამიწაზე. თვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ასე თუ ისე შეუძლია გაანდოს თავისი აზრები. არ დავკონკრეტდეთ, ეგრევე გაიქეცით. სერიოზულ დეპრესიაში ჩაგაგდებთ.
- პირველივე (!) შემთხვევისას, როდესაც ემოციურ ძალადობას ექნება ადგილი, თქვენი, თუნდაც ხუმრობით იმაზე ნაკლებად შეფასების სახით, ვიდრე ხართ. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ არასოდეს მოხდება, დამიჯერეთ.
დაზოგეთ საკუთარი დრო და ენერგია და მოახმარეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიღაცის მიერ გაფეტიშება, ან ვიღაცის მიერ დამშვიდება საათობით, ერთსა და იმავე თემაზე. ამაში ფსიქოლოგები ფულს იღებენ და თქვენ არ ხართ ფსიქოლოგები!
პ.ს. მათთვის, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ამ პოსტსა და ჩემთან მიმართებაში: "All characters and events are fictional and any resemblance to persons living, dead,
or fictional or situations past, present, or fictional is purely and completely coincidental."
;)
ან, პრინციპში, უფრო სწორი იქნებოდა, თუკი ვიტყოდი, რომ IDGAF!
:)
agreeeeeeeeee!!!!!!!!!
AntwortenLöschenმე მაინც ვერ ვისწავლე ჭკუა და ამ პოსტს შევინახავ, რომ ჩემს თავს შევინახავ.
AntwortenLöschenყველას დეპრესიიდან გამოყვანა და მათთვის სამყაროს ნათელი ფერების დანახება ჩემს ამქვეყნიურ მისიად მიმაჩნია, damn it.
მოდის ხოლმე მომენტები, როცა ასეთ ხალხს (შეძლებისდაგვარად) თავზე ვახურებ თავაზიანობას და ვუხსნი, რომ ყელში ამომივიდნენ და go hang yourselves–მეთქი...
ამ ბოლო წინადადებას ხმამაღლა არ ვეუბნები, რა თქმა უნდა, რას გაიგებ, იქნებ მართლა დეპრესიაში არიან და ვის უნდა грех на душу.
ოჰ, შენს ბლოგზე შემოვალ ხოლმე now and then და ვიოხებ გულს, სულ იმას როგორ უნდა წერდე, რაზეც ხშირად მეფიქრება?
p.s. "ჩემს თავს შევინახავ" კი არა, შევახსენებ უნდა იყოს, უკაცრავად. ემოციებმა თავისი ქნეს ;)
AntwortenLöschen@ Sophie,
AntwortenLöschenშენ წარმოიდგინე და ერთი ამას წინათ აქეთ გამიდიდგულდა, ადამიანი რომ გეტყვის, რომ მეგობრები არ ჰყავსო, არ უნდა უთხრა "jetzt wein doch nicht"-ო. :D
არადა 20 წუთით ადრე მიყვებოდა, რომ ძმაკაცთან ერთად იყო კინოში :D
ასე 5 წუთით თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ I don't give a fuck! :D
"ოჰ, შენს ბლოგზე შემოვალ ხოლმე now and then და ვიოხებ გულს, სულ იმას როგორ უნდა წერდე, რაზეც ხშირად მეფიქრება?"- ჰაჰა, მე მთელი მდედრობითი სქესის ბრაზი მაქვს ჩაპროგრამებული და პლიუს ამას, ენას ვერ ვაჩერებ :D