15.08.11

August... hate, love, Mona and new shoes

აგვისტო, ალბათ, ერთადერთი თვეა, რომელიც თან მიყვარს და თან არც.
მიყვარს იმიტომ, რომ:
  • დედაჩემის დაბადების თვეა.
  • მამაჩემის დაბადების თვეა.
  • რამდენიმე დაქალის და ახლო ნათესავის დაბადების თვეა.
  • როგორც წესი, ყველაზე ცხელი დროა მთელი წლის განმავლობაში, ბევრი მზით და გართობით. (გერმანიაში ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ, ზოგადად.)
  • შვებულებების თვეა. სამსახურში სხვა თვეებთან შედარებით უფრო მდორედ მიედინება ყველაფერი. იმდენი საქმეც არაა. (ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო, სხვისი საქმეს გადავიბარე, მაგრამ მაინც არ იყო დამღლელი)
  • ბევრი სისულელის გაკეთების დროა. სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, ყველაზე მეტ სისულელეს აგვისტოში ჩავდივარ, ალკოჰოლის დოზის გაზრდით დაწყებული, უფრო სერიოზული სისულელეებით დამთავრებული, როგორებიცაა, წინა წელს მობილურ კომპანიასთან შარში გახვევა. წელს, იმედია, პატარა სისულელეებით შემოვიფარგლები. :evil:
  • ფასდაკლებების თვეა.... <3 შემომეძინა ძალიან ლამაზი რაღაცეები. რამდენიმე ფეხსაცმელიც (დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საკმარისად ბევრი ფეხსაცმლის რიცხვს ზედა ზღვარი არ უნდა გააჩნდეს.)
  • კონკრეტულად წელს, 23-ში Mona-ს კონცერტზე მივდივარ! <3





არ მიყვარს იმიტომ, რომ:
  • 14 აგვისტო მოხდა...
  • მერე წლების შემდეგ 8 აგვისტო მოხდა...
  • კიდევ რაღაც მოხდა, რაც რომ არ მომხდარიყო, სამყარო ძალიან, ბევრად უკეთესი ადგილი იქნებოდა! :D
  • აპრიორი ნაკლები შემოსავლის თვეა.
ჯერ-ჯერობით კარგი აგვისტო მაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი სექტემბერი მექნება... <3

p.s. წლის ყველაზე საყვარელი თვე, რა თქმა უნდა, ივნისია, duh!


5 Kommentare:

  1. რა შუაშია და მეძინება.
    ღამის სამის ნახევარია და მე რათქმაუნდა აქ ვარ.

    შენ კონცერტები არ დაიკლო რა. ჯერ პინკიო მერე kings of leon, ახლა მონაო :)))

    მე მარტი მიყვარს თუ კაია.


    მოწიე და გავიდეთ ხო???

    AntwortenLöschen
  2. @Kate,
    მთავარზე მთავარი კონცერტი გამოტოვე და ეს რა გამოვიდა :D

    p.s. ლაივი ყოველთვის ძალიან, ძალიან სხვა მუხტია.

    AntwortenLöschen
  3. "მოწიე და გავიდეთ ხო???" აი ეს დებილიზმი რატომ დავწერე, ნეტავ მახსოვდეს.

    ვაი :დდ

    AntwortenLöschen
  4. მე ვიცი, რატომაც. ;)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates