ჯერ ვერ დავუმუღამე, რომელი approach სჯობს:
- ერთ მაგალითზე დავკონკრეტდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა დავამატო კოდი, თუ
- გუგლში თუ რამე მაგალითი ვიპოვნე, ყველა ვცადო და რომელიმეს გამოსვლის იმედზე ვიყო....
არცერთი არ ამართლებს. გუშინ პირველი ვცადე (სუუულ დასაწყისი ჩონჩხი მაქვს და გაგრძელება მინდოდა), დღეს-მეორე.... ისევ იმ ჩონჩხზე ვარ...
გადაირევა ადამიანი, რა...
არადა, თითქოს, ყველაფერს ზედმიწევნით ვაკეთებ...
პ.ს. ძალიან მალე ვიცი ხოლმე ხელის ჩაქნევა და ჯერ კიდევ რქებით რომ ვაწვები და ყველა მხრიდან ვუვლი, საკმაოდ პოზიტიური მოვლენაა.
ასე გადიან ბოლოში, ალბათ....
(პოსტი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთსა და იმავე თემაზე მუშაობის შედეგად არ გავრეკო)
რა კოდებს ამატებ? რა დღეში ხარ? :დ
AntwortenLöschenდავუძახო ჯარედს? :დ