05.08.12

My bones said, “Write the poems.”

ახლახანს ერთ-ერთი საერთო ნაცნობის შემოქმედებას განვიხილავდით მე და ჩემი მეგობრები.
სამივეს განსხვავებული აზრი გვქონდა კონკრეტულად ამ უკანასკნელზე.
მე მგონია, რომ ახლა აბსოლუტურად სხვანაირი პოეზიის დროა და ტერენტი გრანელი არ უნდა დააკოპირო.
ერთი მეგობარი თვლის, რომ "რაის პოეტია".
მესამე თვლის, რომ კი, უნდა წეროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პოეტი კრიტიკოსმა უნდა გიწოდოს, ან უფრო ზუსტად, სხვამ უნდა გიწოდოს.

ჩემი პირველი "ლექსი" მეშვიდე კლასში დავწერე. მერე ქართულში ვის შემოქმედებასაც გავდიოდით, იმ სტილზე "მეწერინებოდა". + გარდატეხის ასაკში ვიყავი და ვიღაც მომწონდა და სულ რომანტიკა და რომანტიკა...
მერე უკვე ბოლო პერიოდში, ასე 3-4 წლის წინ, ძირითადად რაღაცას ვაპროტესტებდი: ხან იმას, რა "უნდა" ვყოფილიყავი, ხანაც იმას, რა "ვერ" ვიყავი.
მერე შევწყვიტე.

ხანდახან რომ გადავხედავ ხოლმე, ზუსტად მახსენდება ყველა შეგრძნება, რაც წერისას მქონდა. ზოგ შემთხვევაში ისიც მახსოვს, სად ვიჯექი, როცა ვწერდი....

4-5 დღის წინ ანდრეა გიბსონი აღმოვაჩინე და საერთოდ გამიტყდა, რომ ვწერდი :D

WOW! დამზაფრა მისმა წარმოსახვის უნარმა. დავდივარ და ვფიქრობ, რა ძალიან სხვანაირი ტვინი უნდა გქონდეს, ისე რომ წერო, როგორც ანდრეა წერს... და მერე თავადვე კითხულობს.




წარმოიდგინეთ, რა სასწაული იქნებოდა დედამიწა, ყველას რომ შეგვეძლოს, ზუსტად ის აღვწეროთ, რაც თავში გვიტრიალებს და ზუსტად ისე აღვწეროთ- უთუოდ ბრუტალურიც, ხანდახან, მაგრამ მაინც...

4 Kommentare:

  1. მაგარი იქნებოდა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ რომ ის რაც თავში მიტრიალებს ან გვიტრიალებს, შესაძლოა ზუსტად ისე არა, მაგრამ მიახლოებულად მაინც სხვამ გადმოსცეს, ვისაც ამის უნარი მიეცა.თუმცა ყველა ინდივიდუალურია და მოვლებების ერთნაირი აღქმაც ალბათ არ არსებობს.

    AntwortenLöschen
  2. ამის არ მომეწონა, მე მაპატიე.


    მაგრამ აი რატი ამაღლობელი რომ კითხულობს საკუთარ ლექსებს - ტანში ჯრუანტელი მივლის ხოლმე <3<3<3<3

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. თვითონ რომ კითხულობს, ცოტა დამუღამება უნდა. პაუზებს შორის ხმამაღლა სუნთქავს და შეიძლება დაიძაბო, მაგრამ ისე რომ წაიკითხო, დაუმუღამებ, ასე მგონია

      Löschen
    2. რავიცი აბა.

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates