წვიმიან ამინდში....
33ა-ს "რაოდენთა" არის უმშვიდესი რამ, რაც შეიძლება იპოვნო. არ ვიცი, უკვე თუ დავწერე, მაგრამ სვანური "ქრისტე აღსდგა"-ს შემდეგ "რაოდენთა" ჩემი ყველაზე საყვარელი საგალობელია, გნებავთ ქართული გოსპელი დავარქვათ. მომწონს ის ფაქტი, რომ ხელუხლებელ სიწმინდედ არ არის აღიარებული და მმკ არ დაადგა ნიაზს სახლში. მაგრამ იქნებ, კიდეც დაადგა :D
"მუნ"-ში პირველად მღერის ფრანგულად. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მომწონს ფრანგული პასაჟები. უფრო იმიტომ, რომ ნიაზს ოფიცილაურად ქართული კილო აქვს :D მაგრამ კომპოზიციას არაფერს ვუწუნებ, პირიქითაც.
"შოთა" -არ ვარ აშკარად ერთადერთი, ვისაც ძალიან უყვარს ძველი ქართული. და ის ადგილები, სადაც ბექაფი შემოდის... იფ, იფ... (ისე, ბოლოში ნიაზს რბილი "ლ" ეპარება და ჯერ არ გალინჩეს? :D)
"თბილისი"- მენატრება ხოლმე ეს ტურტლიანი, ქარიანი, ქვიშიანი, მტვრიანი ქალაქი. რაღაცნაირად შენი... რომ იცი, რომი, პარიზი, პრაღა და სხვა ათასი რამდენი თავით სჯობს, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად რომ "გესახლება"...
აი, "სულის ვარდო" კი ... ყოფილხართ ძველად შეფაში გადახდილ ქორწილში? ცუდი აკუსტიკა და ცუდი რეპერტუარი რომ იჩითება. გვერდზე ხალხი ყანწებს რომ ისხამს პირში და სანამ მორიგი "ოპ-ოპ" შეკვეთა გაახსენდება, მუსიკოსები ყველასგან შეუმჩნეველ ქალაქურს რომ აქავერებენ.... ზუსტად ისეთია "სულის ვარდო"....
"Ampelography"- ძალიან მომეწონა იდეაც, შესრულებაც, ყველა ინსტრუმენტიც, რომელთა უმრავლესობას შეიძლება სახელი ვერ დავარქვა და ამიტომაცაა ეს კრიტიკა ფრიად დილეტანტური, ალბათ. :D
აქ პატარა პაუზა და ფეხზე ადგომით აპლოდისმენტები "მესხურს". ნუ, ის ფაქტი, რომ მესხი ვარ, არაფერ შუაშია, რა თქმა უნდა .... :D
( ჩემმა ბრაზილიელმა მეგობარმა მოუსმინა ალბომს და chilled საღამო მოვიწყვეთ. სპეციალურად მოვასმენინე, მაინტერესებდა აღმოსავლურ მუსიკაში თუ გაგვიყვანდა და ცოტა თურქულს მაგონებსო. ინსტრუმენტების გამო, ალბათ.)
"ვაჟა"- ერთი შავ-თეთრი ფოტო მახსენდება, ვაჟასი და კიდევ დოჩანაშვილი, როცა ერთი მოკლე სახელიც კი კმარა, რომ ადამიანი იცნო.
"Puor un amor egal"- კომპოზიცია მომწონს, მაგრამ დანარჩენის რა ვთქვა. რუსული ნაწილი ცოტა სხვანაირად უნდა გაეკეთებინათ, ჩემი აზრით, თორემ 90-იანი წლების რუსულ ესტრადას ჰგავს საეჭვოდ. მთლიანობაში ვთვლი, რომ რიგით მეორე სუსტი ტრეკია ალბომში. მომიტევოს გალაკტიონმა.
"ომი გრძელდება"-ში გლეხის სადღეგრძელოსას თავი სულ რთველში მგონია. რომ გადაიღლებიან კრეფით და დღის ბოლოს ერთად გატეხენ პურს... და ისე შემოდის დოლი,
აქაც არ დაგვაცალესო, იფიქრებ :D
"აი მთაზედა" იმ იშვიათ სიმღერებში გადის, მეც კი რომ შემიძლია მეორე ხმა ვთქვა :D
"მინდია"- შოთა და კარგი კომპოზიცია ალბომს ძაფად მიჰყვება და კარგად კრავს მთლიანობაში... <3
"შოთა Blues"- uf, uf, მულტი-კულტი ამბავი. 3 კულტურას უყრის ერთ სიმღერაში თავს. :)
"მრავალჟამიერ"- ალბომის closing piece. აბსოლუტურად კარგად და ზუსტად გათვლილი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ყდაზე მუსიკოსებში მოხსენიებულნი:
ვაჟა, შოთა და გალაკტიონი. გულიანი ჟესტი იყო. <3
"გისურვებთ ღიმილს, მრავალჟამიერ" :)
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen