სიტყვები "კარიერისტი" და "ფემინისტი" ერთ კასტაში გადის.
კარიერისტი ქალი ცუდი ქალია. იგი ბუნების კანონების წინააღმდეგ მიდის.
ქალი, რომელიც ამბობს, რომ რეალურად უნდა გააკეთოს რაღაცა თავისი განათლებით, ბავშვის გარდა, სულ არაა დედობის ღირსი.
ქალი, რომელიც ამბობს, რომ გაკეთებული სადილის გამო კაცის თვალებში აკიაფებული მადლიერების და სიყვარულის ყურება მის მოწოდებათა სიაში არ შედის, ცუდი ცოლია.
ცუდი ცოლია ის ქალიც, რომელიც მთელ თავის ინტელექტს ქმრის გაუთოებულ პერნაგში არ დებს.
ის ქალი ხომ საერთოდ რა ქალია, თუ 3 წელიწადში ერთხელ ბავშვის დორბლ და ნარწყევ შემხმარი მაისურებით მთელი დღე არ იარა და საღამოს უცებ არ "გამოიპრანჭა", რამეთუ დაღლილი კაცი სახლში მოსვლისას სიამაყით უნდა აივსოს.
იმ ქალს, რომელიც "ოდეს ყოფილ არ აქამომდე" დიალოგებისას სახეში შემოგახარხარებს, ჭკუა უნდა ასწავლო.
და ღმერთმა დაგვიფაროს (ნებისმიერმა- იმდენნაირი გვყავს, არჩევანია, სულო და გულო), ქალმა თქვას, რომ მამენტ, არ უნდა ჯერ შვილი და ზუსტად არ იცის, როდის მოუნდება, თუ საერთოდ მოუნდება ოდესმე.
და უფრო ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი ქალისგან, რომელიც თვლის, რომ marriage is overrated.
მე ვარ ერთ-ერთი ასეთი "ცუდი" ქალი. მე არ მადგას თავზე "აი, თითით საჩვენებელი დედა და ქალი (უფრო სწორად, ქალი, იმიტომ რომ -დედა) " შარავანდედი და შესაბამისად, პრივილეგიებიც, როგორიცაა, ვიღაცის აღფრთოვანება იმით, რომ საჭმელი არ მიმეწვა და სარეცხიდან ყველა ლაქა გამოვიყვანე და ასე შემდეგებით, რაც კარგად რომ დავფიქრდე, ისე მკიდია, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ რაღაც ნორმებმა მითხრეს, რომ ამაზე "ფასეულსა" და "წმინდას" ვერაფერს გავაკეთებ....
როგორ დავიჯერო, რომ ასე ცოტა გყოფნით?
არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც დამაჯერებს, რომ ეს მეყოფა.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
მოკლედ, იმდენი რამის თქმა მინდა, არ ვიცი საიდან დავიწყო : ))
AntwortenLöschenჯერ ერთი, ოჯახი და შვილი იმდენად საპასუხისმგებლო რამეა, სანამ კარგად არ გააცნობიერებ, რომ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის, მანამდე არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. ამ ეტაპზე ჩემს თავს რომ ვუყურებ, მგონი არასდროს ვიქნები მზად :დ
მეორე, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ვიღაცის მოსამსახურედ, რატომ უნდა ვიჯდე სახლში და ვემსახურო ვიღაც ტიპს, რომელსაც ”ფული შემოაქვს ოჯახში”. ის სხვა საქმეა, საყვარელ ადამიანს რომ გემრიელს მოუმზადებ, უბრალოდ შენზეა დამოკიდებული, მაგრამ მზარეულის და მოსამსახურის როლში არ უნდა გადახვიდე.
ვინმე ამაყობს იმით, რომ დიასახლისია? მე მგონია რომ ყველას უნდა სამსახური ჰქონდეს და მუშაობდეს. მაგრამ ალბათ, ვცდები. არა, ნამდვილად ვცდები. ახლა მახსენდება გოგოები, რომელთა ერთადერთი მიზანიც გათხოვება და დედობაა. მხოლოდ ეს. მხოლოდ.
მეც იმდენი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, გრძელ პოსტს არავინ წაიკითხავს-მეთქი :D
LöschenOh yeah, უნიში სწავლობენ თან, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ზედმეტად კვალიფიცირებულები არიან, მაგრამ hey, სამაგიეროდ, შენი შვილის მაგივრად შენ რომ ამოხსნი რაიმე ამოცანას და ოდნავ ნოსტალგიური ღიმილით გაიხსენებ უნივერსიტეტის წლებს და შენს შვილს რომ გაუსწორდება, მის გასაკეთებელს დედი რომ აკეთებს და შენ რომ აბსოლუტურად უუნარო შვილს ზრდი, რომელსაც მერე ცოლი გადაიბარებს მოსავლელად, მაგაზე დიდი პატივი რა არის....
:D
პოსტი წავიკითხე თუ არა გამიჩნდა სურვილი ეგრემე დამეკომენტარებინა, საქმე იმაშია რომ უამრავი რამ რაც ჩამოწერე ზუსტად რომ spricht mich an:)
AntwortenLöschenრამდენიმე რამის თქმა მინდა, ჯერ ორიოდე სიტყვა ჩემს შესახებ, 3 წელია გათხოვილი ვარ და ზუსტად რომ ჯერ რომ არ მინდოდა/გვინდოდა მაგიტომაც არ გვყავს შვილი და როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ მზად ვართ მაშინ ვიფიქრებთ ამაზე, არც პერანგების რეცხვა და სადილის მზადებაა ჩემი პრიორიტეტი და შესაბამისად არც ჩემი მეუღლისთვის, მაგრამ არ შემიძlია არ ავღნიშნო რომ ძალიანაც მიხარია, როცა გემრიელობებს ვაკეთებ თუ ჩემთვის და თუ მეუღლისთვის. ვერ ვხედავ ურთიერთ საწინააღმდეგოს ადამიანი კარიერაზე იყოს ორიენტირებული და თუნდაც საჭმლის კეტება უყვარდეს და თუნდაც ტრაბახობდეს ამით:) ჰეჰე. რავიცი მემგონი ერთი მეორეს მაინცდამაინც არ გამორიცხავს, თუმცა დროის უქონლობის გამო რათქმა უნდა ისედაც არ გამოვა დილიდან საღამომდე რომ რეცხვა-მზადებაში იყოს ადამიანი.
ვისაც კი ეს უკანასკნელი გზა აქვს არჩეული, მიმაჩნია რომ არ უნდა გავუფასუროთ ეს შრომა და ვუთხრათ "როგორ დავიჯერო, რომ ასე ცოტა გყოფნით?", თუნდაც მარტო იმის გამო რომ პატივი ვცეთ ადამიანის არჩევანს. ზოგს ბევრი სჭირდება, ზოგს ნაკლები, ეს ცნება ყველასთვის ერთი ხომ არაა, და ვისაც რაღაც არ კმარა, სხვისთვის შეიძლება ბევრიც კი იყოს. ყველას ხომ სხვა მსოფლმხედველობა, მოთხოვნილებები, სურვილები და შესაძლებლობები აქვს.
არ შემიძლია ასევე არ დავწერო, რომ ძალიან კარგად მესმის ასევე ამ პოსტის ტონი და იმ აზროვნების გაზგასმა რაც დამახასიათებელია ქართულ საზოგადოებაში. თუმცა ესეც იცვლება, გოგოები მუშაობენ, თან ბევრს, ამბიციებიც აქვთ და დიდი მიზნებიც. ზოგს არც ყავს საკუთარი ოჯახი და მთლიანად კარიერაზე არიან მომართული, ზოგი კი ოჯახს, სამსახურს, სწავლას, შვილებს, ქმრებს უთავსებს ერთმანეთს.
ვპიქრობ რომ არაფერია იმაში ზოგი იყოს კარიერისტი, ზოგი იყოს "ოჯახისტი" და ზოგი იყოს შუაში:) რატომაც არა:)
@anosmagazine, უf, გადასარევი ამბავია, პოსტი რომ ეგრევე კომენტარის დაწერის სურვილს გაგიჩენს. :)
Löschenრაც შეეხება საჭმლის კეთებას, ვერ ავცდებით ადამიანები ზოგადად. :D ნუ, იასნა, თუ ისეთი მდიდარი არ ხარ, რომ სხვა გიკეთებს. :D მეც კი ვაკეთებ და ხანდახან, ძალიან იშვიათად, მაგრამ ხასიათზეც ვარ, მაგრამ ურთიერთობაშიც მხოლოდ ჩემ მოვალეობად არ აღვიქვამ.
პერანგების რეცხვა/ გაუთოება კიდევ, პირადად ჩემთვის ისეთი პონტია. დამოუკიდებელ ადამიანს უნდა ჰქონდეს უნარი, საკუთარ თავს მოუაროს და არ უნდა იყოს სხვაზე დამოკიდებული.
რაც შეეხება არჩევანს, სწორედ ისაა სავალალო, რომ კარიერაზე ფოკუსირებული ქალის ცუდად გამოჩენის ხარჯზე არ უნდა გააკეთილშობილო და დიად მიზნად გახადო საჭმლის კეთება და სახლის დალაგება. Come on! ყველა ვალაგებთ სახლს და ყველა ვაკეთებთ საჭმელს (ზოგი ჩემნაირად ცუდს და უარესს :D). როცა გაქვს, მაგალითად, ექიმის განათლება და შეგიძლია იყო ძალიან მაგარი ექიმი, ან ხარ ძალიან მაგარი მათემატიკოსი, დიდი პერსპექტივით და ხარ კაცი, არასოდეს დაფიქრდები იმაზე, რომ ამ ნიჭის გამოუყენებლობა, ან ტამ მეცხრე კლასის ამოცანის ამოხსნა, შენი დიადი მიზანია... რატომ უნდა ფიქრობდეს ამაზე ქალი? სიტუაცია და ადამიანი, რომელიც ნებისმიერი გზით და ყველაზე მეტად ფლიდური გზით და "სიტუაციამ მოიტანა" გზით დაგათმობინებს იმას რაც ხარ, ან მცირე ნაწილსაც კი, ჩემი სუბიექტური აზრით არც არასოდეს აღგიქვამდა მთლიანად შენ. მაგრამ ეს აბსოლუტურად სუბიექტური აზრია და ამაზე კამათი შეიძლება. მე მსგავს სიტუაციას სიყვარულს არ ვეძახი .
+ ბოლო აბზაცს რაც ეხება, მე ცოტა პრობელმა მაქვს choice feminism-თან და ერთ-ერთ პატრიარქატის მიერ შემოგდებულ ბლეფად აღვიქმავ.
ასევე დასაფიქრებელია ისიც, რომ კაცებს არასოდეს უწევთ მსგავსი კითხვის წინაშე დადგომა. მათ კარიერისკენ სწრაფვას აპრიორი უნდა შეეწიროს მდედრი. ჯერ დედა და მერე ცოლი (ნუ, პროცენტულად არ ვიცი, მაგრამ პატრიარქატის საოცნებო და ნოსტალგიური ტენდენციაა).
dagajerebs siyvaruli, da tu ar sheicvli shexdulebas imis mere rac amdeni giswavlia da migiRwevia donistvis rasac varirebis unari qvia esigi yvelaferi wyalshi gadagiyria. ertmnishvnelovnad nu shexedav nurafers...
AntwortenLöschenra ucnauri tipia es siyvaruli, marto qalebis datmobili unda, kacebisas ar ikarebs.
Löschenpatriarqats hgavs zedmiwevnit :D
ნუ იმყოფინებ… მაგრამ ”ერთი” _” მეორეს”, შესაძლოა ”მესამესაც” სრულებით არ გამორიცხავს… რა თქმა უნდა, შემოქმედებითად თუ მიუდგები…
AntwortenLöschenროგორც მკითხველი ამ ”ბლოგის” ჩანაწერბმა ”შემიყოლია”. სადღაც თანაგრძნობას იწვევს, სადღაც… (თუმც, ალბათ, მიზეზიც არსებობს).
კეთილი სურვილებით…
მადლობა კომენტარისთვის.
Löschenთავისთავად არ გამორიცხავს, თუკი ბალანსი იქნება და საქმის ა.შ. გადანაწილება.
თანაგრძნობასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს წავიკითხავდი სიამოვნებით :)
Der Kommentar wurde von einem Blog-Administrator entfernt.
AntwortenLöschen