ზაფხულში ზღვისპირა ქალაქში თუ დაიბადე, ყოველთვის გეყვარება ზღვაც და მზეც და ქალაქები, სადაც პალმები იზრდება.
კიდევ, არაფერი სჯობს ქვიშას თმაში, მშვიდ ტალღებს, მარილის ლაქებს ტანზე და სურნელს- ჰაერში.
არც ტალღების ხმას. ამიტომ არასოდეს მესმოდა, რაში სჭირდებათ ყურსასმენები პლიაჟზე.
ეს სრული ჭეშმარიტებები ძალიან დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე. ცოტა უფრო გვიან (სიმართლე ითქვას, იმაზე გვიან, ვიდრე სასურველი იქნებოდა) სიას დაემატა აზრი იმაზე, თუ როგორაა გოსპელი ერთადერთი სიკეთე, რაც რელიგიას მოაქვს. ცოტა ვცდებოდი: გოსპელი და la Sagrada Família. wow!!! ადამიანი არის გენიალური "რაღაც", მათ შორის ამ ყველაფრის და კიდევ ესპანურ ენაში "ს"-ს და ენის წვერზე გაგორებული "რ"-ს გამო.
თუკი შეგიძლია დაადგე ნებისმიერ გზას, როცა არ იცი, საით გინდა წახვიდე, რამდენი გზა მიდის იქით, სადაც ყველაზე ბედნიერი ხარ?
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ესპანეთში იყავი???
AntwortenLöschenSi
AntwortenLöschenრა მაგარია.
AntwortenLöschenმაგრამ პოსტი არის სასწაულად პატარა :D
სამოგზაურო პოსტები არაა ჩემი ბლოგის ნიშა :D
Löschenამ დღეებში დავდებ "ჩემებურ" პოსტს :D