გვერდითა პარკინგის დროს მანქანიდან გადავიდა, მარტო სცადეო. კარგად დავიწყე, მაგრამ ჩამიქრა. ამან თავში ხელები დაიშინა და მე, სრული სიმშვიდის დაცვით ვეუბნები: ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება -მეთქი. :D
ხვალ ქალაქში მიპირებს გაყვანას და თუ რამდენიმე დღე არ გამოვჩნდი, მაწონი არ მეჭმევა, რამე სხვა ამომიტანეთ :D
პ.ს. სიჩუმეში ქუჩიდან რომ ქართული ხმა შემოვა და მე რომ ყურს ვცქვეტ ისე, როგორც მიუნხენში, თითქოს იშვიათი მოვლენა იყოს... :)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen