15.08.14

Brace yourselves: Inappropriate questions are coming!

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ჩემს ბლოგზე ყველაზე ხშირად ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც აინტერესებს, როგორ მოხარშოს ბრინჯი, ან რას ნიშნავს, იყო რეზუს-უარყოფითი. ჭეშმარიტად გეუბებით თქვენ, არცერთის ექსპერტს არ წარმოვადგენ. თუნდაც იმ ხანაში, როცა ყველა ყველაფრის ექსპერტია, ყველამ ყველაფერი იცის, მე მაინც ვაღიარებ, რომ კულინარიულ საკითხებზე ნუ მომმართავთ და სამედიცინო საკითხებზე, ოჯახში გავიკითხავ, თუ საჭიროება იქნა. :D

თუმცა, საერთოდ სხვა რამის დასაწერად შემოვედი აქ. უახლოეს მომავალში მომიწევს ასტრონომიული რაოდენობის კითხვებზე პასუხის გაცემა. მათი დიდი უმრავლესობა იქნება აბსოლუტურად უადგილო და სტერეოტიპული. ასევე სექსისტური. ვერ გაივლის  ტესტს ვერცერთ შემთხვევაში, თუ კითხვებს შევაფასებთ იმის მიხედვით, თუ:
  •  რამდენად ერევა ვიღაც ინდივიდის პირად ცხოვრებაში, 
  • რამდენად სცემს პატივს მის პირად სფეროს, 
  • რამდენად ითვალისწინებს კითხვის დასმისგან გამოწვეულ შედეგს,
  •  რამდენად არის პრივილეგირებული, საერთოდ დასვას ეს კითხვები, 
  • რამდენად მიზანშეწონილია, დაისვას კითხვები უაღრესად პირადზე.
  • რამდენად ცდილობენ მანიპულირება მოახდინონ. ან თუნდაც, რამდენად შეიძლება ჰქონდეს ბულინგს ადგილი მსგავსი კითხვების დასმისას (შეგნებულად, ან შეუგნებლად),
  • რამდენ სტერეოტიპს მიგაკუთვნებენ, პასუხის მოსმენის შემდეგ. თუ, რა თქმა უნდა, დავუშვებთ, რომ პასუხს მიიღებენ.
  • რამდენად ნეგატიურად განეწყობა ადამიანი, რომლისგანაც მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.
ჰოდა, გეპატიჟებით დიდ დოკუმენტურ პრემიერაზე, ჩემი ვოიაჟის დასრულებიდან ცოტა ხნის გავლის შემდეგ. 

დარწმუნებული ვარ, ფრიად ბედნიერი და მხიარული დრო იქნება. როგორც ინგლისურად მოსაუბრე ქვეყნებში იტყოდნენ: fun times....
 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates