რამეთუ, ის მოვიდა... ის, ანუ, წინა საახალწლო პერიოდი, თავისი ქაოსით და მშობლების თაობისთვის ბაზარში ინდაურის ყიდვით. :D
მე ინდაურს ნამდვილად ვერ ვიყიდი.
წელს გოზინაყსაც ვერ ვაკეთებ ბრეკეტების გამო.
ახალ წელს მთებში გაჭრაც ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საქართველოში ჩამოფრენის იმედი დღეს დავასამარე.
სამაგიეროდ, ჩემთვის უჩვეულოდ ადრე მოვრთე ოთახი. როგორც წესი, ამ ყველაფერს 31 დეკემბერს ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ აქ სეზონი თითმის გასულია მაგ დროს და დროში აცდენილივით გამოვდივარ 19 იანვრამდე მოკაზმული სახლით. :D
თან აქაური შობა ჩემთვის რომ დღესასწაული არ იყო, ამას ისიც დაემატა, რომ აღარც 7 იანვარია განსაკუთრებული დღე. ამიტომ, დიდი პომპეზურობით და ცოტა უფრო ადრე ვიწყებთ საახალწლო სამზადისს.
სათამაშოები რომ ჩამოვკიდე, მერე გამახსენდა, რომ ნაძვის ხის ნაცვლად ყოველთვის ჩემს ყვავილებს, ფარდებს და ფანჯრებს ვერჩი.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen