25.02.17

ერთკვირიანი დღიურის მეოთხე და მეხუთე დღეები

ამ ბლოგზე წერა რომ დავიწყე, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი.
პრინციპში, ყველაზე აქტიურად გამოცდების წინ ვწერდი და არც უარვყოფდი პროკრასტინაციას.
მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. 3 წელზე მეტია ჩემი პროფესიით ვმუშაობ და ახლა ვდგავარ არჩევანის წინაშე, ჰორიზონტალურად განვაგრძო განვითარება, ანუ  სპეციალობაში გავიღრმავო ცოდნა, თუ ვერტიკალურზე გადავინაცვლო, რაც საერთოდ სხვა როლში ყოფნას ნიშნავს....
ორივეში ვხედავ საინტერესო გამოწვევას:
სენიორ დეველოპერობაც მაინტერესებს და ამ შემთხვევაში კარიერულ კიბეზე არც თუ იმდენი საფეხურის არსებობასაც ვაცნობიერებ.
ამავე  დროს, უფრო სხვა კუთხით განვითარება, სადაც გაცილებით მეტი შანსია "სულ ზევით, ზევით" იარო, ძალიან მხიბლავს.
თან ძალიან მეშინია, რომ ეს "new shiny thing" ბოლოს მარტო ცხრილების და პროექტის ბიუჯეტის ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა არ აღმოჩნდეს.

როგორ იღებენ ადამიანები ასეთ დროს გადაწყვეტილებას? როცა მომავალში ფაქტიურად ბრმად აბიჯებ...
სასაცილოა, რომ ბოლო წინადადების წერისას ისევ ჩემი თავი გამახსენდა მაგალითად: როგორ დავკარი ფეხი და 19 წლის ასაკში წამოვედი ბრმად სხვა ქვეყანაში.

იმიტომ, რომ შინაგანი კომფორტის შეგრძნება მქონდა ამ ნაბიჯის გადადგმისას. კი, ვნერვიულობდი ცოტას, მაგრამ სადღაც შიგნით ვიცოდი, რომ საკუთარი თავისთვის კარგ გადაწყვეტილებას ვიღებდი.:)

იგივე მიზეზით ვთქვი დღეს ბინის შემოთავაზებაზე უარი, თან იმ დროს, როცა ეს პირველი გამქირავებელი იყო, რომელმაც საერთოდ დამიბარა ბინის დასათვალიერებლად და არ ვიცი, შემდეგი შანსი რამდენ თვეში გამოჩნდება.... მაგრამ ბინაში რომ შევდგი ფეხი, ვიცოდი, რომ ეს არ იყო "ჩემი სახლი". არ იყო ადგილი, სადაც ცხოვრებით საკუთარ თავს კარგ რამეს გავუკეთებდი....

სამწუხაროა, რომ ყველგან ასე მარტივად არაა საქმე და ადამიანებს მარტო იმით ვერ მოანდომებ თავს, რომ შენი სადღაც გულის სიღრმეში მჯდომი პატარა მე გიჩურჩულებს შეტოპო ბრმად, იმიტომ რომ ის, რაც ბოლოს გამოვა, ორივესთვის კარგი რამეა.... :)


2 Kommentare:

  1. აუ ეს გადაწყვეტილებები კიდეც ცალკე თავისტკივილია.
    ნეტავ ვინმე კარგი მრჩეველი არსებობდეს, ცხოვრებასაც გკარნახობდეს იქვე.

    AntwortenLöschen
  2. ადრე მეგონა, რომ დიდი (ანუ ახლა რამხელაც ვარ) რომ ვიქნებოდი, უკვე ყველაფერზე (ნუ, პროფესიაზე მაინც) მექნებოდა ჩამოყალიბებული ჩემი აზრი. თურმე ასაკთან ერთად არაფერი იცვლება, ყოველთვის არჩევანის წინაშე დგახარ და სულ ყოყმანობ რაღაცაზე :დ

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates