09.02.08

და რეალურად

რაღაც იცვლება და შესაბამისად ყოველ ნაბიჯზე იცვლები და ყოველთვის თავიდან იწყებ საკუთარ თავთან შეგუებას...
და გღლის....ძალიან გღლის...


და გუშინ ყველაფერი ჯერ კიდევ რა კარგი იყო .... დღეს- არც ისე... გუშინწინ - საშინელი....
და თქვენ მართლა გჯერათ, რომ იცით, აქ რა ხდება???

და თქვენ მართლა გინდათ, იცოდეთ ყველაფერი???
მაოცებს თქვენი ცნობისმოყვარეობა...



ჩემივე ნათქვამი რომ გავიმეოროთ:

და რეალურად, ეს ადამიანები საერთოდ არ მიცნობენ :)

ბლოგიც განიხილება ერთ-ერთ საშუალებად კიდევ ერთი ნაბიჯით დაწინაურდე იმ მიმართულებისკენ, სადაც შენ არაფერი გესაქმება,სადაც არავინ გელოდება, სადაც არ გაგიღიმებენ , როცა მისულს გნახავენ...

მაგრამ, ნუ იდარდებ : ჩვენ ვზრუნავთ, რომ შენ ვერასდროს მიხვიდე იქამდე ....

ეს ნაბიჯები..... უბრალოდ ნაბიჯებია გზაზე, რომელსაც არსაით მიჰყავხარ. ;)

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates