07.02.08

ჰეჰ... პოზიტივისკენ რომ გადავინაცვლეთ :P

***
როგორ ვერ ვიტან სიცარიელეს,
ავავსებ დარდით
და ჩემი სახლის კედლებს ჩავაცვამ
ფერად ფოტოებს...


როგორ ვერ ვიტან სიცივეს,
მზეს ვუყურებ დაბრმავებამდე...
და საიდანღაც ღიმილი მათბობს...

როგორ ვერ ვიტან სიჩუმეს
და რუხ ფერებს
და სადღაც ფიქრებში
ზღვა ფეხის თითებს მისველებს...


და ყველაფერი როგორი უმნიშვნელო
და უადგილოა, როცა ჩემთვის
მზეზე უფრო ანათებ,
ზღვაზე მეტად ღელავ,
მიწაზეც გაცილებით მყარი და
ჰაერზეც რამდენჯერ „არსებული“ ხარ...

და რა გიჟივით მიყვარს,
როცა მუზა მყავს....



20.01.08

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates