ჰმმ...
ერთი წლის წინ დავწერე ...
მაშინ ჯერ კიდევ გადაფასების დასაწყისი იყო...
არადა, ის რაზეც დავწერე, არც შეცვლილა...
"მე" ისევ ისე გადის სახლიდან... და ყოველთვის იცის, რომ ძალიან,ძალიან მალე დაბრუნდება უკან...
***
„მე“ ხვალ ისევ დაიხრჩობა ცრემლში,
მერე დაფლეთილ ფურცლებს შეაგროვებს,
“Puzzle”-ვით ააწყობს და შეეცდება, დააწებოს...
არ გამოვა...
“მე” დღეს უკვე დაბრუნდა საკუთარ თავში,
კარი მაგრად გადაკეტა და
ახლადდადებული მტვერიც განქარდა...
ნაცნობი ფრაზა...
„მე“ ხვალ ისევ დაიფიცებს, რომ სახლიდან აღარ გავა,რომ ყველაფერი-
„არა- ფერია“
და არ ღირს დაღლა...
მაგრამ “მე” კლაუსტროფობია,
ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს ვერ ძლებს
და რა ქნას?!
„მე“ თავის მოკვლაზე არ იფიქრებს,
უამისოდაც საკმაოდ ხშირად კვდება,
მკვდარია ახლაც...
და იქნებ, სხვა ვერაფერი დამაჯეროთ,
მაგრამ ის კი ვიცი, რომ „მე“ უეჭველად, ადრე თუ გვიან,
ისევ გაცდება საკუთარ თავს
და სახლიდან წავა...
30.01.07
14.02.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen