14.02.08
ფეხსაცმელები არდადეგებზე
თქვენ აუცილებლად გექნებათ რამდენმე წყვილი ზაფხულის ფეხსაცმელი... ყუთში საგულდაგულოდ ჩადებული და ასევე საგულდაგულოდ ზაფხულისთვის გადანახული. თუ თქვენს ფეხსაცმელს ზონარები აქვს, ჩათვალეთ,რომ სულ რაღაც 2 ნაბიჯი დაგრჩათ მუზეუმის დამთვალიერებლით ავსებამდე-თქვენსავე გამოფენაზე... ამისთვის კი, მხოლოდ და მხოლოდ, ეს ზემოთმოხსენიებული ზონარები უნდა გადააბათ ერთმანეთს და ჭერზე ჩამოჰკიდოთ...
სულ ესაა...ART- როგორც ასეთი... :D თანამედროვე ხელოვნება... ყოველდღიური რუტინის, ცხოვრების ციკლის, წელიწადის დროთა მონაცვლეობის გა-ხელოვნება...
My Summer Shoes Rest in Winter- ასე ჰქვია სლოვაკელი ხელოვანის, რომან ონდაკის გამოფენას მიუნხენის თანამედროვე არტის მუზეუმში. აქ, არც მეტი არც ნაკლები, გადაბმული ზონარებისგან შემდგარი თოკია შუა ოთახში სივრცის გამყოფად გამოყენებული.
აქვეა იაპონელი ქარხნის მუშების მიერ შესვენებაზე შექმნილი ფოლგის "შედევრები".
"აქცენტი კეთდება თითოეული ადამიანის შემოქმედებით ნიჭზე. ხელოვანი მხოლოდ მოქმედების კომუნიკატორისა და კატალიზატორის როლში გვევლინება".
დამთვარიელებლებიც ქმნიან, გამოფენის თანაშემოქმედები ხდებიან: მუზეუმის თანამშრომელი კედელზე შავი კალმით აღნიშნავს მათ სიმაღლეს(სახელისა და თარიღის მითითებით). დროთა განმავლობაში ასე კომპოზიცია იქმნება და ეს ყველაფერი ჩვენსავე თვალწინ, ჩვენივე მონაწილეობით. ამ თეთრ ოთახში ონდაკი არ არის ერთადერთი "შემოქმედი"... ამ თეთრ ოთახში 1 ევროს საფასურად ნებისმიერი ART-ავს საკუთარ ზონარებს სივრცის გასაყოფად.
მიზანი გასაგებია... საშუალებაც თითქოს გამართლებული(?)... შედეგი? არ აცხადებს პრეტენზიას უკვდავებაზე, მთავარია-"დღეს და აქ" ...
თქვენ უთუოდ გექნებათ რამდენიმე კაშნე, რომელთაც აქამდე სათუთად შეინახავდით ზაფხულის განმავლობაში,მომავალი ცივი ზამთრის დღეებში კარადიდან გამოსაღებად...
იქნებ გაგეშვათ თქვენი კაშნეები არდადეგებზე????
Labels:
ART-ი როგორც ასეთი
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen