22.02.08

My Sweet Lullaby...

***
ღამით, როცა დასაძინებლად ვწვები,
შენ, ალბათ, გულში იავნანას მღერი
და მერე თავადაც ემზადები დასაწოლად…

მე თვალები მეხუჭება და
შენ, ალბათ, შუბლზე მკოცნი
და მთელი ღამე მდარაჯობ,
რომ ძილში საბანი არ გადავიხადო
და არ გავცივდე…

მე რომ სიზმარში ვიშმუშნები,
შენ თმაზე მეფერები, რომ კოშმარიდან
შენმა თბილმა ხელმა გამომიყვანოს…

მე რომ დილით მაღვიძარა მაღვიძებს და
ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე
და გაბრაზებული ვდგები,
შენ ჩუმად ჩაიღიმებ, მშვიდობიან დილას მისურვებ
და ღამემდე ქრები…

და მე იმედით ვიწყებ “ზრუნვას ხვალინდელ დღეზე”
ალბათ, იმიტომ, რომ ვიცი: ღამე მარტო არასდროს ვწვები…
ალბათ, როგორ დაგღალე, არა?!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates